• მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • პოლიტიკა
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
INew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • პოლიტიკა
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • პოლიტიკა
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ახლახანს გავიგე, რომ ჩემი დაქალი ჩემი ქმრის საყვარელია.. ვერ ვხვდები რა უნდა გავაკეთო..

by inew
29 November 2022
in საზოგადოება
0
ახლახანს გავიგე, რომ ჩემი დაქალი ჩემი ქმრის საყვარელია.. ვერ ვხვდები რა უნდა გავაკეთო..
0
SHARES
4.9k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ადამიანის ცნობა ძალიან ძნელია. მხოლოდ საკუთარ თავს შეიძლება  ენდო, ისიც ყოველთვის არა. არავინ იცის, როგორ მოიქცევა კონკრეტულ სიტუაციაში. მით უფრო ვერასდროს იტყვი, ვინ არის შენი ნამდვილი მეგობარი. რადგან, შეიძლება, სწორედ შენი მეგობარი გექცეს მტრად და განხეთქილების „ვაშლად”. როგორ უნდა მოიქცეს ცოლი, რომელიც უცებ აღმოაჩენს, რომ მისი მეგობარი ქმარს ართმევს…

დოდოშკა (37 წლის): მთელი ჩემი ცხოვრება არაპროგნოზირებადი და უჩვეულო მოვლენებით აღსავსე აღმოჩნდა. წინასწარ ვერაფერი გავთვალე და გავითვალისწინე.

ვერ დავაბრალებ საკუთარ თავს იმას, რომ სულელი აღმოვჩნდი – ასე ნამდვილად არ არის. ჩემ შემთხვევაში ეს ყველაფერი ბუნებრივი იყო.

ვენდობოდი ქმარსაც და ჩემს უახლოეს მეგობარსაც – ეს ხომ ასეც უნდა იყოს?! რამე განსაკუთრებული ვთქვი? ჩემი მომავალი ქმარი რომ გავიცანი, დაქალი უკვე მყავდა. ძალიან მიყვარდა და ვერასდროს წარმოვიდგენდი, ყველაზე საძულველ ადამიანად თუ იქცეოდა. ისე, სიმართლე რომ გითხრათ, ახლაც არ მძულს.

ვერ ვახერხებ, რომ შევიძულო. მიუხედავად იმისა, რომ არ დამინდო და ბოლომდე გამიმეტა. რაც შეეხება ჩემს ქმარს – ის კიდევ უარესად მოიქცა. არადა, როგორ ვენდობოდი, როგორ მჯეროდა მისი…

თავი ბედნიერი მეგონა. ერთხელაც არ შემპარვია ჩემს ქმარში ეჭვი. როგორ ვიფიქრებდი, თუ შეეძლო, ხელის ერთი მოსმით დაემთავრებინა ყველაფერი, გაეწყვიტა ყველა ძაფი, რაც ჩემთან აკავშირებდა…

დაევიწყებინა წარსული და ცხოვრება სხვა ქალთან „სუფთა ფურცლიდან“ დაეწყო. მერე ვისთან? – ჩემს ბავშვობის მეგობართან, ჩემს დაქალთან. ერთი წელი გავიდა, მაგრამ ჩემი ჭრილობა ისევ პირშეუკრავია. ისევ მტკივა და მტანჯავს. ჩემი ქმარი, რომელიც ჩემთვის საყრდენი უნდა ყოფილიყო, არც შეყოყმანებულა, ისე გამომიტანა განაჩენი.

– თქვენი ქმარი ამჟღავნებდა ინტერესს თქვენი მეგობრის მიმართ?

– ასე მარტივად რომ ყოფილიყო საქმე… ჩემთვის ძალიან დიდხანს დარჩა შეუმჩნეველი მათი წარმოუდგენელი ღალატი. შეიძლება იმიტომაც, რომ ასეთი წარმოუდგენელი იყო. ყველაზე საშინელი კი ის არის, რომ მე და ჩემს ქმარს ცხრა წლის განმავლობაში იდეალურად გვქონდა ყველაფერი.

– ანუ, არ ჩხუბობდით და არც კი კამათობდით?

– როგორ არ ვკამათობდით… რომელი წყვილი არ ჩხუბობს და კამათობს?! ასეთი რაღაც წარმოუდგენელია და მეც არ დავიწყებ აბსურდის მტკიცებას. ამ ყველაფერს აქვს თავისი კრიტერიუმი. მიმაჩნია, რომ კარგად ვუგებდით ერთმანეთს. სიყვარულიც იყო…

– ანუ, რომ არა საბედისწერო ქალი, ერთად ბედნიერად იცხოვრებდით?

– არ ვიცი. ახლა უკვე ძნელია ამის მტკიცება, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. ისინი ერთად არიან. მე კი, ორი შვილით, მარტო დავრჩი. თან, ისე საზიზღრად, გულისამრევად მოხდა ყველაფერი… ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვერაფერს ვამჩნევდი.

– ღალატი და სხვასთან წასვლა ერთბაშად არ მომხდარა?

– რა თქმა უნდა. მაგრამ დავაზუსტებ, სხვასთან კი არა, ჩემს დაქალთან. საღამოობით კი აგვიანებდა სახლში, მაგრამ ამას მტკივნეულად არ აღვიქვამდი. იმდენად მჯეროდა მისი, ვერც კი დავუშვი, რომ ამ დროს სხვა ქალთან ატარებდა. არც მიფიქრია, თვალთვალი დამეწყო ან შემემოწმებინა. მჯეროდა, რადგან მე და ჩემს ქმარს ერთმანეთი გვიყვარს, ჩვენ შორის ტყუილი არ იქნება.

მაშინვე ვიგრძნობ, თუ მიღალატებს-მეთქი. ვერ ვიგრძენი. მხოლოდ მაშინ შევშფოთდი, როცა ჩემმა ქმარმა შაბათობით სადღაც წანწალს მოუხშირა. თავის გამართლებას კი ახერხებდა: მეგობართან ერთად სათევზაოდ ვიყავი… მანქანის ხელოსნებს დავდევდი და შემომაღამდა… სამსახურის საქმეებს გადავყევი…

– ღამე მოდიოდა სახლში?

– ხან მოდიოდა, ხან – არა. თუმცა, ამას ხშირად არ აკეთებდა. ეტყობა, ბოლომდე ვერ რისკავდა.

– სად იყო ამ დროს დაქალი?

– როცა უკვე ეჭვები გამიჩნდა, წარმოიდგინეთ, რომ – ჩემ გვერდით, გამაოგნებელია მისი სითავხედე… მე კი იდიოტივით ჩემს ეჭვებს ვუზიარებდი და ისინიც მომზადებულები, ყველა ზომას იღებდნენ, რომ გარკვეულ მომენტამდე საიდუმლოდ დაეტოვებინათ თავიანთი რომანი, რომელიც წელიწადზე მეტ ხანს გრძელდებოდა.

ეს მერე გავიგე. კაცები მაინც ძალიან სუსტები არიან „თამაშში“. ვერ „გაქაჩა“ დიდხანს ჩემმა ქმარმა. დაქალი გაცილებით ნიჭიერი აღმოჩნდა – ბოლომდე „სცენაზე იდგა“. ჩემმა ქმარმა ბოლოს ჩემი ალერსის იგნორირება დაიწყო. ვითომ ტელევიზორის წინ ჩაეძინებოდა ხოლმე და გვერდითაც აღარ მიწვებოდა.

მაინც არ მინდოდა მისი ღალატის დაჯერება. ქმარმა „დახმარების ხელი გამომიწოდა“ – პირდაპირ ფაქტის წინაშე დამაყენა. ერთ დღეს, სამსახურიდან სახლში დაბრუნებულს გამაოგნებელი სურათი დამხვდა – ჩემი ძვირფასი ქმარი, უზარმაზარ სპორტულ ჩანთაში თავის ტანსაცმელსა და ნივთებს ალაგებდა.

ეს ჩანთა ახალი იყო. სახლში ის მანამდე არ გვქონია. ეტყობა, წინასწარ იყიდა და მოიტანა. გავოგნდი. რას აკეთებ-მეთქი. მივდივარ, ვერ ხედავ? შენგან მივდივარ. ტყუილში ცხოვრება აღარ შემიძლია, სულ დაძაბული და გაღიზიანებული ვარ. ვწვალობ. ვიცხოვრებ იმასთან, ვინც მიყვარს და ვისთანაც მომწონსო…

– გითხრათ, ვისთანაც მიდიოდა?

– არა. მხოლოდ გამაფრთხილა, ისტერიკა არ გამემართა და წინ არ გადავდგომოდი. ბავშვებზე ვიზრუნებო, დამპირდა. არც მქონდა ისტერიკის მოწყობას თავი. განადგურებული ვიყავი. არ ვიცი, როგორი გამომეტყველება მქონდა, რომ ჩემმა ქმარმა მითხრა: შენ ან სულელი ხარ, ან ანგელოზი. ბოლო დროს, აღარც ვმალავდი, რომ გღალატობდი. ვფიქრობდი, მიხვდებოდი და გამაგდებდი. მაინც არაფერი გამივიდა. არ დამირეკო, თავი არ შემაცოდოო… არ მოვყები იმას, როგორი მძიმე იყო, ამეხსნა ბავშვებისთვის, რატომ წავიდა მამა…

– არ დაინტერესდით, ვისთან წავიდა?

– არა. ქალბატონი თავად მეახლა მეორე დღეს. ვიფიქრე, ეტყობა, გაიგო, რაც დამემართა და სანუგეშებლად მოვიდა-მეთქი. თურმე, თავად „ჯულიეტა“ მეახლა აღსარებისთვის. დაიწყო, ძალიან არ მინდოდა შენთვის ტკივილი მომეყენებინა…

ძალიან მძიმე იყო ეს ჩემთვის, ბევრი ვინერვიულე. წინააღმდეგობას ვუწევდი, საკუთარ თავს ვებრძოდიო და გაშტერებული ვუსმენდი.

ვერ მივხვდი, საერთოდ რაზე ლაპარაკობდა. რა ვქნა? მითხრა, რომ აღარ უყვარდი და მეც ჩემი შანსი ხელიდან აღარ გავუშვი. ოცდათვრამეტი წლის ვხდები, კაცი არასოდეს მყოლია. მეც მინდა, ბედნიერი ვიყო და შვილი გავაჩინო, მითხარით, რა უნდა მექნა, ღირსი კი იყო, თმით მეთრია, მაგრამ არ გამიჩნდა ამის სურვილი.

ჩემდა გასაოცრად, აგრესია არ მქონია. ვერც ვიტირე. ადექი და წადი-მეთქი, – ვუთხარი და ოთახიდან გავედი. არ დავინტერესებულვარ, როდის და როგორ დაიწყო მათი ურთიერთობა… რისთვის მჭირდებოდა?! დამიჯერეთ, არც ახლა მაინტერესებს. რატომღაც დარწმუნებული ვარ, ვერ გაგრძელდება მათი ბედნიერება დიდხანს, იმიტომ რომ, ის ჩემს უბედურებაზე ააგეს.

გული მტკივა, ნუთუ შეიძლება, კაცის გულისთვის ყველაფერს ხაზი გადაუსვა? მეგობრობა არაფრად ჩააგდო და არც ქალური სოლიდარობის განცდა გქონდეს? მე არ ვიცი, როგორ უნდა მოიქცეს ქალი, რომელსაც ქმარმა დაქალთან უღალატა. მართლა არ ვიცი და იმიტომაც არაფერი გამიკეთებია.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

წყარო: სტატია მომზადებულია გაზეთ თბილისელებში გამოქვეყნებული წერილის მიხედვით..

ყურადღება: ფოტო პირობითია

Previous Post

“2 კაცი მიყვარს ერთდროულად. ჩემი ქმარი ღალატისთვის მენანება, მაგრამ, რას ვიზამთ”.. – 32 წლის ქალის წერილი

Next Post

„დედამთილი გავხდი და მივხვდი, რომ საკუთარმა ცოდვებმა მიწია.. გავაცნობიერე, რომ რძალს ზუსტად ისე ვექცეოდი, როგორც ჩემი გარდაცვლილი დედამთილი მე მექცეოდა..“

inew

Related Posts

იამაყე, შენი ნამუშევრით: ახალგაზრდა მწერალი საზოგადოებას კარგად ყოფნის წესების საიდუმლოს ასწავლის…
საზოგადოება

11 January 2023
როდესაც მამამ გაიგო, თუ რას ასწავლიდნენ მის 7 წლის გოგონას სკოლაში, კინაღამ სირცხვილით დაიწვა და ლამის ჭკუიდან გადავიდა..

23 December 2022
ერთი შეხედვით ეს პატარა გოგონას ჩვეულებრივი ფოტოა… მაგრამ ამ ფოტოს წყალობით ის ნამვილი ვარსკვლავი გახდა და მილიონობით ადამიანმა გაიცნო

გოგონამ თავისი კივილით ყველა გააღვიძა… მშობლები ბავშვის ოთახისკენ გაიქცნენ, თუმცა ერთი წუთის შემდეგ მათ გონება დაკარგეს…

მამა შვილთან ერთად გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.. ფოტოზე ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ დაწერილმა კომენტარმა კი, ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა..

ახალგაზრდა დედამ მოყვა, თუ რა მეთოდით ზრდიდა შვილს… რამდენიმე საათში მას უკვე 3 მილიონზე მეტი მხარდამჭერი ჰყავდა.. ორიგინალური მიდგომა, რომელიც დიდ ყურადღებას იმსახურებს
საზოგადოება

ახალგაზრდა დედამ მოყვა, თუ რა მეთოდით ზრდიდა შვილს… რამდენიმე საათში მას უკვე 3 მილიონზე მეტი მხარდამჭერი ჰყავდა.. ორიგინალური მიდგომა, რომელიც დიდ ყურადღებას იმსახურებს

23 December 2022
Next Post
„დედამთილი გავხდი და მივხვდი, რომ საკუთარმა ცოდვებმა მიწია.. გავაცნობიერე, რომ რძალს ზუსტად ისე ვექცეოდი, როგორც ჩემი გარდაცვლილი დედამთილი მე მექცეოდა..“

„დედამთილი გავხდი და მივხვდი, რომ საკუთარმა ცოდვებმა მიწია.. გავაცნობიერე, რომ რძალს ზუსტად ისე ვექცეოდი, როგორც ჩემი გარდაცვლილი დედამთილი მე მექცეოდა..“

Stay Connected test

  • 121 Followers
  • 67.7k Followers
  • 187k Subscribers
  • 23.7k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

27 October 2022
„შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

5 უძლიერესი ორ სიტყვიანი ლოცვა, რომელიც ძილის წინ აუცილებლად უნდა თქვათ

ქმარმა გაიგო, რომ ცოლი ღალატობდა და მას დაბადების დღეზე შოკისმომგვრელი სიურპრიზი მოუწო

24 November 2022
ნუ გაუწყრებით შვილებს, ნაცვლად ამისა დალოცეთ ისინი, ისე როგორც ილია გვმოძღვრავს: ”მშობლებსა და შვილებს შორის სიმშვიდე არ არის…”

6
პროდუქტები, რომლებიც წონის დაკლებაში მაქსიმალურად დაგეხმარებათ

2
საკვები, რომელიც დიაბეტის დროს ქვენს ორგანიზმს ძალიან დაეხმარება

1
ალუბლის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები, რომლებიც შესაძლოა აქამდე არ გსმენიათ

ალუბლის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები, რომლებიც შესაძლოა აქამდე არ გსმენიათ

0
იამაყე, შენი ნამუშევრით: ახალგაზრდა მწერალი საზოგადოებას კარგად ყოფნის წესების საიდუმლოს ასწავლის…

იამაყე, შენი ნამუშევრით: ახალგაზრდა მწერალი საზოგადოებას კარგად ყოფნის წესების საიდუმლოს ასწავლის…

11 January 2023
როდესაც მამამ გაიგო, თუ რას ასწავლიდნენ მის 7 წლის გოგონას სკოლაში, კინაღამ სირცხვილით დაიწვა და ლამის ჭკუიდან გადავიდა..

როდესაც მამამ გაიგო, თუ რას ასწავლიდნენ მის 7 წლის გოგონას სკოლაში, კინაღამ სირცხვილით დაიწვა და ლამის ჭკუიდან გადავიდა..

23 December 2022
ერთი შეხედვით ეს პატარა გოგონას ჩვეულებრივი ფოტოა… მაგრამ ამ ფოტოს წყალობით ის ნამვილი ვარსკვლავი გახდა და მილიონობით ადამიანმა გაიცნო

ერთი შეხედვით ეს პატარა გოგონას ჩვეულებრივი ფოტოა… მაგრამ ამ ფოტოს წყალობით ის ნამვილი ვარსკვლავი გახდა და მილიონობით ადამიანმა გაიცნო

23 December 2022
გოგონამ თავისი კივილით ყველა გააღვიძა… მშობლები ბავშვის ოთახისკენ გაიქცნენ, თუმცა ერთი წუთის შემდეგ მათ გონება დაკარგეს…

გოგონამ თავისი კივილით ყველა გააღვიძა… მშობლები ბავშვის ოთახისკენ გაიქცნენ, თუმცა ერთი წუთის შემდეგ მათ გონება დაკარგეს…

23 December 2022

Recent News

ADVERTISEMENT

Browse by Category

  • Uncategorised
  • კულინარია
  • მთავარი
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ურთიერთობები
  • ჯანმრთელობა

Recent News

იამაყე, შენი ნამუშევრით: ახალგაზრდა მწერალი საზოგადოებას კარგად ყოფნის წესების საიდუმლოს ასწავლის…

იამაყე, შენი ნამუშევრით: ახალგაზრდა მწერალი საზოგადოებას კარგად ყოფნის წესების საიდუმლოს ასწავლის…

11 January 2023
როდესაც მამამ გაიგო, თუ რას ასწავლიდნენ მის 7 წლის გოგონას სკოლაში, კინაღამ სირცხვილით დაიწვა და ლამის ჭკუიდან გადავიდა..

როდესაც მამამ გაიგო, თუ რას ასწავლიდნენ მის 7 წლის გოგონას სკოლაში, კინაღამ სირცხვილით დაიწვა და ლამის ჭკუიდან გადავიდა..

23 December 2022
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • პოლიტიკა
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2023 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result

© 2023 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Don`t copy text!