საღამოვდებოდა და მზე ჰორიზონტზე ეშვებოდა, მიწაზე კი გაყინული თოვლი იდო. სერგო დედასთან მიდიოდა, თავის მძიმე ფიქრებში ჩახირული – დედამისი 2 თვის წინ დაკრძალეს, დეკემბრის ცივ, თოვლიანდ დღეს. დღეს, სერგოს დედის დაბადების დღე იყო. ქალი ძალიან დიდხანს ავადმყოფობდა. მას სიცოცხლე დღითიდღე ეცლებოდა ხელიდან და სულ უფრო ნაკლებ ძალას უტოვებდა.
სერგო ვერაფრით ეგუებოდა იმას, რომ დედა გვერდით აღარ ჰყავდა. ის დედის საფლავთან გაჩერდა, თოვლიან დაფლავზე წითელი ვარდი დადო და თვალებიდან ცრემლები წასკდა.
დედას ხმამაღლა უთხრა – ვარდები ხომ ასე ძალიან გიყვარდა, გილოცავ დედიკო დაბადების დღესო. საფლავის ქვიდან მას მოსიყვარულე თვალები უმზერდნენ, ირგვლივ კი ისეთი სიჩუმე იყო, თითქოს ყველაფერი გაყინულიყო.