• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Friday, May 23, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გვიან გავიგე, რომ თურმე ყველა ჭორის მიზეზი მამაჩემის ძმაკაცი ყოფილა… თუმცა მოგვიანებით ამ ამბავს წარმოუდგენელი დასასრული მოჰყვა..

by inew
13 March 2023
in საზოგადოება
0
გვიან გავიგე, რომ თურმე ყველა ჭორის მიზეზი მამაჩემის ძმაკაცი ყოფილა… თუმცა მოგვიანებით ამ ამბავს წარმოუდგენელი დასასრული მოჰყვა..
0
SHARES
2.8k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
რემონტის შემდგომი დალაგება

ახლა 35 წლის ვარ, ეს ამბავი კი 20 წლის წინ დაიწყო. დედაჩემი და მამაჩემი 16 წლისები დაქორწინდნენ. თანაკლასელები იყვნენ და პირველი კლასიდან ჰყვარებიათ ერთმანეთი. სკოლის დამთავრებისთვის არ დაუცდიათ და დამამთავრებელ კლასში გაიპარნენ.

მე რომ დავიბადე, ისინი ჯერ კიდევ ბავშვები იყვნენ… ორივეს უნდა ესწავლა… ამიტომ ბებიას მიმაბარეს და თვითონ “გულაობდნენ”, ჯიგრები.

რა თქმა უნდა, შაბათ-კვირას მათთან ვიყავი, მაგრამ ამის მიუხედავად, დროთა განმავლობაში დედად და მამად მაინც ბებია-ბაბუას აღვიქვამდი, ხოლო მშობლებს – და-ძმად. დედისერთაც სწორედ ამის გამო დავრჩი, რომ მეორე შვილის გასაზრდელ-აღსაზრდელად ვერ მოიცლიდნენ.

როცა წამოვიზარდე და უკვე ჩემი მარტო დატოვებაც შესაძლებელი იყო, მათთან გადავედი საცხოვრებლად.

დღემდე ვამბობ, რომ ჩემზე კარგი მშობლები არავის ჰყავს. თან მყვებოდნენ, ხელისგულზე მატარებდნენ… ყველა სურვილს მისრულებდნენ და მანებივრებდნენ. თანაც, მამას ამის საშუალება ყოველთვის ჰქონდა.

15 წლის რომ გავხდი, ჩემი დაბადების დღე ზარ-ზეიმით აღვნიშნეთ. მამამ და დედამ თავიანთი მეგობრები დაპატიჟეს…

მამა რამდენიმე დღით ადრე აღნიშნავდა, რომ მისი და დედას მეგობარი და თანაკლასელი იყო რუსეთიდან ჩამოსული და ისიც ჰყავდა დაპატიჟებული, თანაც – მოუთმენლად ელოდა, რადგან რამდენიმე წელი იყო, ნანახი არ ჰყავდა. სტუმრებმა შეკრება დაიწყეს. მე ლამაზ კაბაში გამოწყობილი დავფრიალებდი მათ შორის, საჩუქრებს ვიღებდი და მადლობას ვეუბნებოდი.

კარზე ზარს დარეკავდნენ თუ არა, მე გავრბოდი. ჰოდა, კიდევ რომ დაირეკა ზარი, მივედი და გავაღე. ენით აუწერლად სიმპათიური მამაკაცი იდგა კართან და ხელში უზარმაზარი, ლამაზად შეფუთული ყუთი ეჭირა. – ანა შენ ხარო? – მკითხა და გამიღიმა. – დიახ-მეთქი, უხერხულად შევიშმუშნე. – ეს – შენ, – მითხრა, მაგრამ საჩუქარი არ გამომიწოდა.

ცოტა ხანს უხერხულად მიღიმოდა და როგორც იქნა, მომაწოდა. – უკაცრავად, წინასწარ არ მიკითხავს, იუბილარი რამდენი წლის ხდებოდაო.

ამ დროს მამაჩემი შემოეგება და ატყდა ერთი ხვევნა-კოცნა. ჩემთვის აღარავის ეცალა, ამიტომ საჩუქარი სხვა ოთახში გავიტანე და გავხსენი. თითქმის ჩემი სიმაღლის თოჯინა იდო შიგ. მივხვდი, უხერხულად იმიტომ იგრძნო თავი, რომ თოჯინა მაჩუქა და მიიჩნია, რომ ჩემი ასაკისთვის შესაფერისი არ იყო.

არ ვიცი, რა დამემართა, მაგრამ იმ წუთიდან, როცა ეს კაცი პირველად დავინახე, გონებიდან არ ამომდიოდა. მანამდე საპირისპირო სქესს ჩემი ყურადღება არ მიუპყრია. ზურასთან შეხვედრის შემდეგ კი მივხვდი, რომ ქალი ვიყავი.

დავსერიოზულდი და სხვანაირი გავხდი. ზურა საქართველოში სულ ჩამოვიდა – უკან დაბრუნებას აღარ აპირებდა. მაშინ მოუნათლავი ვიყავი და გადაწყვიტეს, რომ ზურა იქნებოდა ჩემი ნათლია. ქვა ავაგდე და თავი შევუშვირე. ამ კაცზე ისე ვიყავი შეყვარებული, რომ მასზე ფიქრში მათენდებოდა ყოველღამე და ნათლიობაზე როგორ დავთანხმდებოდი?!

მოკლედ, ავიჩემე, ჩემი ნათლია ჩემი ტოლი უნდა იყოს-მეთქი და იმდენი ვქენი, რომ ჩემსავე დაქალს მოვანათვლინე თავი. ზურამ კი მსუბუქად მისაყვედურა – ნათლიად რატომ დამიწუნეო?! პასუხი არ გამიცია.

ასე ტანჯვაში გაიარა ოთხმა წელმა. ვერ ვამჟღავნებდი ჩემს გრძნობას, ზურა კი ჩვენი ხშირი სტუმარი იყო და მისი ხშირად ნახვის ბედნიერება მქონდა. მის გვერდით სხვადასხვა ქალს ვხედავდი, ჩვენთანაც მოჰყავდა სტუმრად. ამაზე ვგიჟდებოდი, ვეჭვიანობდი, ვებუტებოდი. მისი ნაჩუქარი თოჯინა კი სულ ჩემ გვერდით იყო. ერთად გვეძინა და მარტო გარეთ გასვლისას ვიშორებდი.

სკოლა რომ დავამთავრე, მამამ მანქანა მიყიდა. სტუდენტობის ლაღი პერიოდი მქონდა, მაგრამ გულში მუდამ სევდა მედგა.

სხვა მამაკაცი ჩემთვის არ არსებობდა, ზურას კი ვერაფერს ვუბედავდი. ერთხელ ისე მოხდა, რომ ჩემი მშობლები და ზურა მეგობრებთან ერთად საქეიფოდ წავიდნენ. მოგვიანებით მე უნდა მიმეკითხა და სახლებში წამეყვანა. ზურა დაიყოლიეს, რომ ჩვენთან დარჩენილიყო. ქეიფი გააგრძელეს…

შემდეგ ზურამ ვიღაც ქალს დაურეკა, – შენთან მოვდივარო. მამა არ უშვებდა, მაგრამ არ დაიშალა. ტაქსით უნდოდა წასვლა, მაგრამ არ გავუშვი – მე წაგიყვან-მეთქი და კიბეზე ხელკავით ჩავიყვანე. ასე ახლოს მასთან არასოდეს ვყოფილვარ. მანქანაში ხმას არ იღებდა. როცა მის სახლთან მივედი, არც მაშინ უთქვამს, – შინ არ მოვდიოდი, აქ რატომ მომიყვანეო?!

როცა სახლამდე აყოლა შევთავაზე, არც მაშინ გაუპროტესტებია. კარს გასაღები რომ მოარგო და გააღო, დავემშვიდობე. – ნათლიად რატომ დამიწუნეო? – მკითხა და თვალებში ჩამაშტერდა. მეც არ ვიცი, როგორ მოვახერხე, მაგრამ ვაკოცე.

თითქოს ელოდა კიდეცო, არც გაჰკვირვებია. მომეხვია და თვითონაც მაკოცა. კარგა ხანს ვიდექით ასე ჩახვეულები. მე კარისკენ გავიწიე, ოთახში შესვლა მინდოდა, მაგრამ წინ გადამიდგა და არ შემიშვა. – შინ წადიო, – კბილებში გამოცრა და კარი ცხვირწინ მომიხურა.

ამის მერე 2 კვირის განმავლობაში მისთვის თვალიც არ მომიკრავს. მამაჩემიც ბუზღუნებდა, – სად დაიკარგა ეს კაციო?! მივხვდი, თავს გვარიდებდა. ავდექი და სამსახურში მივადექი. სალაპარაკოდ არ გამიჩერდა. ჩემი დანახვაც კი არ უნდოდა. ამან ძალიან გამანერვიულა. მომდევნო რამდენიმე დღე ვტიროდი. შემდეგ საღამო ხანს, როცა მის ფანჯრებში შუქი აინთო, შინ მივადექი. კარის სახელური დავწიე და ბედად, ღია იყო.

ოთახში, დივანზე წამოწოლილს დავადექი თავზე. გველნაკბენივით წამოხტა. მემუდარებოდა – წადიო… მეც ვეხვეწებოდი, – მომისმინე-მეთქი. ბოლოს დავიყოლიე და დავითანხმე, რომ გვესაუბრა.

ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ გამაფრთხილა, – ახლოს აღარ გამეკარო, რაც იყო, ჩათვალე, არ ყოფილა და სიზმარში ნახეო. მე კი სიყვარულს ვუხსნიდი და ვეუბნებოდი, რომ წლების განმავლობაში ვიტანჯებოდი ამ გრძნობით, მაგრამ არაფრის გაგონება არ უნდოდა.

იქიდან ატირებული წამოვედი. რამდენიმე დღის განმავლობაში ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა და გადავწყვიტე, რომ ფარხმალი არ დამეყარა და მებრძოლა. სამსახურში ვაკითხავდი, ლექსებს ვწერდი და კართან ვუტოვებდი (მაშინ მობილური ტელეფონები არ არსებობდა).

ერთხელ სწორედ ისეთ დროს გამოაღო კარი, როცა მორიგ საჩუქარს ვუტოვებდი. მკაცრად მითხრა, შემოდიო. შევედი და პატარა ბავშვივით ავიტუზე დერეფანში.

ხელი მსუბუქად წამკრა და ოთახისკენ მიბიძგა. – შენზე 16 წლით უფროსი ვარ, მამაშენის და დედაშენის კლასელი, რატომ თავს არ დამანებებო?! – ისე მიყურებდა, რომ პირველად მივხვდი, მასაც ჰქონდა ჩემ მიმართ რაღაც გრძნობა.

– მიყვარხარ-მეთქი, – ამოვილუღლუღე და ავტირდი. – მკერდზე მიმიხუტა. რამდენიმე კვირის შემდეგ ერთ ლოგინში გავიღვიძეთ დილით. ჩემზე ბედნიერი არავინ მეგულებოდა. 2 თვის შემდეგ კი აღმოვაჩინე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. – დავქორწინდეთო, – თვალის დაუხამხამებლად მითხრა. მაგრამ რას იტყოდნენ ჩემი მშობლები? ეგ იყო საქმე.

ზურასთან მოლაპარაკების გარეშე გადავწყვიტე, მამას დავლაპარაკებოდი და ამისთვის ისეთი დრო შევარჩიე, როცა ზურა რამდენიმე დღით ქალაქიდან წასული იყო. როცა მამას ვთხოვე, – კაფეში დავსხდეთ, სალაპარაკო მაქვს-მეთქი, დამთანხმდა. როგორც კი მაგიდასთან დავსხედით, მკითხა, – შეყვარებული ხარო? – კი-მეთქი. – ზურა გიყვარსო? – სახეზე ალმური მომედო.

არ ველოდი, თუ მამა ამას მიხვდებოდა. ძლივს დავუქნიე თავი. – პატარა ბიჭი არ ვარ, რომ ვერაფერს ვხვდებოდე, ზურას დაკარგვის მიზეზსაც ვხვდები და შენი ხშირი ცრემლებისაც. ყოჩაღ მაგას, თუ ამდენი წლის მანძილზე გიწევს წინააღმდეგობასო.

– რა არზის ხარ ამ ყველაფერზე-მეთქი? – ჩემი მეგობარი რომ შეგიყვარდა, ეგ არ მომწონს და თუ ჩემს სურვილზე იქნებოდა დამოკიდებული, წინააღმდეგი ვიქნებოდი, მაგრამ რადგან ასე მოხდა, მე ვინ მკითხავსო?!.

გული სიხარულით ლამის ბუდიდან ამომივარდა, მაგრამ ემოციის გამოხატვის ძალიან მომერიდა და თავი შევიკავე. შემდეგ ყველაფერს დაწვრილებით მოვუყევი და დედასთვის ამ ამბის გამხელაც მას ვთხოვე.

მე და ზურა დავქორწინდით. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ხალხში მითქმა-მოთქმა მოჰყვა ამ ამბავს, ცოტა ხანს იჭორავეს, ენები მოიფხანეს და დაწყნარდნენ. ახლა 4 შვილი გვყავს და ძალიან ბედნიერები ვართ.

მადლობელი ვარ უფლის, რომ ზურა არსებობს და მე შემახვედრა. ამდენი წელია, მისი სიყვარულის ტყვეობაში ვარ და არც მინდა მისგან თავის დაღწევა. სახელი ალბათ არაა აუცილებელი. ვინც მიცნობს, ის ისედაც მიხვდება, და ვინც არ მიცნობს, მისთვის რა მნიშვლეობა აქვს, რა მქვია.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

იმ შემთხვევაში თუ ამ ნიშანს თქვენს კარზე ნახავთ აუცილებლად წაშალეთ – პოლიციამ საიდუმლო სიმბოლოები გაასაჯაროვა

Next Post

„პირდაპირ მომახალა, მე მინდოდა ლამაზი ცოლი და იმიტომაც შეგირთე, ბავშვები არ მაინტერესებსო.. არვიცი როგორ მოვიქცე”

Next Post
„პირდაპირ მომახალა, მე მინდოდა ლამაზი ცოლი და იმიტომაც შეგირთე, ბავშვები არ მაინტერესებსო.. არვიცი როგორ მოვიქცე”

„პირდაპირ მომახალა, მე მინდოდა ლამაზი ცოლი და იმიტომაც შეგირთე, ბავშვები არ მაინტერესებსო.. არვიცი როგორ მოვიქცე”

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In