უცნობი: “მინდა, აღსარება ჩაგაბაროთ. ერთ ზაფხულს პლაჟზე ვიღაც გოგო “შევაბი”.
ცხადია, მასზე სერიოზულად არ მიფიქრია, მას კი თურმე, მართლა შევუყვარდი და როცა თბილისში წამოვედი, ლამის უკან გამომყვა, მთელი წელი მირეკავდა და მთხოვდა, მასთან ჩავსულიყავი (ერთ-ერთი რაიონიდან გახლდათ).
რადგანაც არ ჩავაკითხე, გაბრაზებულმა ნათესავები გამომიგზავნა, – ჩემი მოტყუებისთვის პასუხი მოსთხოვეთო.
მე უსინდისოდ ვიცრუე: – იმ გოგოსთან არაფერი მქონია. თავადაა ჩემზე უგონოდ შეყვარებული და გამუდმებით უკან დამდევს.
ძალიან გთხოვთ, ჩამომაშორეთ-მეთქი. ასე იყო თუ ისე, ისინი დავაჯერე, რომ ყველაფერი
იმ საცოდავი გოგოს ფანტაზიის ნაყოფი იყო და შემეშვნენ. მოგვიანებით გავიგე, რომ თურმე, შინ დაბრუნებულ ბიძაშვილს მასთან მაგრად უჩხუბია, მერე ყველაფერი მამამისისთვის მოუყოლია, მშობელს კი შვილი სასტიკად უცემია;
რაღაც პერიოდის შემდეგ, ის საცოდავი ძალდატანებით, უბნელ ბიჭზე გაუთხოვებიათ… ახლა გავაცნობიერე, თუ როგორ ცუდად მოვიქეცი, მაგრამ არაფრის გამოსწორება აღარ შემიძლია.
თუ გინდათ, გამლანძღეთ, გამთათხეთ, მაგრამ იქნებ ისიც მირჩიოთ, როგორ გამოვასწორო ჩადენილი შეცდომა?
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია