• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Saturday, July 5, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გლდანის მოლში გაოფლილი და ბოლომდე გატიალებული მამაკაცი ცოლისთვის სახეზე ნაყინის წასმას ცდილობდა… ხო მთხოვე ნაყინი, ჰოდა გიყიდე, რატომ არ ჭამო… შემდეგ იმ არაკაცმა ქალს ქეჩოში მარცხენა წაავლო…

by inew
30 August 2022
in საზოგადოება
0
გლდანის მოლში გაოფლილი და ბოლომდე გატიალებული მამაკაცი ცოლისთვის სახეზე ნაყინის წასმას ცდილობდა… ხო მთხოვე ნაყინი, ჰოდა გიყიდე, რატომ არ ჭამო… შემდეგ იმ არაკაცმა ქალს ქეჩოში მარცხენა წაავლო…
0
SHARES
1.2k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დასუფთავების კომპანია

მწერალი ალეკო შუღლაძე სოციალურ ქსელში იმ ამბის შესახებ ყვება, რომელიც გლდანი მოლში დაინახა.

თუ როგორ ძალადობდა ვიღაც არაკაცი ცოლზე ხალხის თვალწინ. შემდეგ კი სამარშუტო ტაქსში სხვა ცოლ-ქმარს შეხვდა, აქ კი სიტუაცია სულ სხვანაირი აღმოჩნდა, ცოლი ძალადობდა ქმარზე…

“გლდანის მოლში გაოფლილი და ბოლომდე გატიალებული მამაკაცი ცოლისთვის სახეზე ნაყინის წასმას ცდილობდა.

მიჰქონდა მის სახესთან, ქალი უკან იწეოდა, კაცი ბარბაცებდა, მაგრამ არ იქცეოდა, რადგან ქალს პერანგიდან ეჭირა. შემდეგ მოქმედება მეორდებოდა, კაცი ნაყინს საზიზღრად ატლეკდა და მერე ისევ ცოლისკენ იწევდა…

– ხო მთხოვე ნაყინი, ჰოდა გიყიდე, რატომ არ ჭამო? – გაიძახოდა ქალი საწყლად, ხმას ბოლომდე ვერ იმაღლებდა.

ამაზრზენი იყო კაცის საქციელი და თავადაც ამაზრზენი იყო სახით: გრძელი, კაუჭა, ნიკაპამდე ცხვირით, თხელი და დაღრეცილი ტუჩებით, გაპარსული, ძალიან გაწითლებული… თან ასლოკინებდა ვირიშვილი.

წამოდი, წამოდიო, ასე ხომ არ ვიქნებითო, ამოთქვამდა ქალი და თან ნაყინს იცდენდა. შემდეგ ნაბიჭვარმა ქალს ქეჩოში მარცხენა წაავლო, რითაც თავით მოძრაობის საშუალება მოუსპო – ახლა ფსონს იმაზე, რომ ქალი ნაყინს აიცილებდა, აღარავინ ჩავიდოდა…

უცბად ქალს ვიღაც ბიჭი გამოექომაგა, მანიაკს ხელი დაუჭირა. ნაყინი ძირს დაეცა, ქალი აქ გადარჩა, დროებით, რადგან ას სეზონიანი სერიალი სახლში გაგრძელდება, ჟანრი: ტრილერი, საშინელებათა, სადიზმი… რეიტინგი 9.0

შევტრიალდი, სწრაფად გავშორდი იქაურობას და 543-ში ავედი, სულ ბოლოში დავჯექი. ჩემ წინ ჩია, ხანშიშესული კაცი იჯდა და მის გვერდით გაცილებით დიდი ზომის ცოლი. და მიდიოდა მათ შორის ძალიან უბრალო და გულისმომკვლელი დიალოგი:

– უსაქმური ხარ, – უთხრა ქალმა, – ზარმაცი და არაფრის მაქნისი.

– ჰო ვმუშაობ, მაგრამ არ გვყოფნის. მითხარი, ვისთან მივიდე?

– ჰოდა, არაკაცი ხარ, შენ იმედზე ჩემი მტერი იყოს.

– სად წავიდე, ვის ვჭირდები?

– სწორია, აღარავის სჭირდები.

– ცოტა ჩუმად ილაპარაკე, სირცხვილია.

– რა არის სირცხვილი: ავადმყოფი და არაკაცი რომ ხარ?

– ხომ იცი, ძალიან ცუდად ვხდები, ასე რომ მელაპარაკები, თავის მოკვლა მინდება.

– ჰოდა, მიდი, დავისვენებთ ყველა.

და გამინათდა, მე მივხვდი, შემდეგ ცხოვრებაში რაც მოხდება.

ეს ჩია კაცი და ის საწყალი ქალი მოლიდან ერთმანეთს შეხვდებიან, ერთად იცხოვრებენ, ბევრი ფული შეიძლება არც მერე ჰქონდეთ, სიღატაკეში იქნებიან, ვერც წამლებს იშოვიან, აღარც შვილები მიხედავენ, მაგრამ ერთმანეთს არ დაადანაშაულებენ, პირიქით – გაამხნევებენ, ერთმანეთს ლოყებსა და თვალებს დაუკოცნიან, შეუძლებელს შეძლებენ, ერთმანეთი უფრო ეყვარებათ, ვიდრე ფული, იქნებიან ბედნიერნი და აი, ეგრე დაიხოცებიან.

ეს ბაკლანა ქალი და ის, პირტიტველა, ნაყინიანი არამზადა კი მოლის ცენტრში იდგებიან მთელი თავიანთი ცხოვრება, ვერსად წავლენ…

ქორწინებიდან სულ რაღაც ერთი თვეში დაიწყება მათი დაუნდობელი შეტაკება, სწორედ ის, რასაც მთელი წინა ცხოვრებები იწვევდნენ:

გააქანებს ვაფლიან ნაყინს რეგვენი კაცი და მიადღლეზს ცოლს იმ სიფათზე… და შემოკრავს ქალი შემომტან ქმარს ალიყურს, ვაჟკაცურს, შეუყენებს თმას ყალყზე, შეაბარბაცებს…

ახლა მთვრალი კაცი შემოარტყამს და გული დაწყდება, უკეთესად რომ ვერ შემოკრა, ვერ წააქცია, ვერ ახოხიალა, რადგან ფეხზე დარჩენილი ქალი, საპასუხოდ, თავის დიდ ნაყინს ჩაარჭობს თვალში, ნარჩენს ნიკაპზე მოუსვამს, მიაფურთხებს და შეიძლება უკბინოს კიდეც და იქნება ერთი გნიასი, წივილი, ცოდვის ტრიალი, ღრენა, ღრჭენა და ასეთები არასოდეს გარდაიცვლებიან…

და შესაბამისად, ვერ შევლენ ესენი ვერც ზეციურ საქართველოში, ვერც ზეციურ არგენტინაში, თქვენ წარმოიდგინეთ, ვერც ჯოჯოხეთში…

ჭირი იქა და ჭირი მაგათ!”

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

დედამთილმა ჩემს ქმარს მოსთხოვა სამსახურს თავი დაანებებინე და ოჯახის საქმეებს მიხედოსო.. ჩემმა ქმარმა კი წარმოუდგენელი რამ გააკეთა..

Next Post

პარალიზებულმა საქმრომ საცოლეს ქორწილში სრულიად წარმოუდგენელი სირპრიზი გაუკეთა

Next Post
პარალიზებულმა საქმრომ საცოლეს ქორწილში სრულიად წარმოუდგენელი სირპრიზი გაუკეთა

პარალიზებულმა საქმრომ საცოლეს ქორწილში სრულიად წარმოუდგენელი სირპრიზი გაუკეთა

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In