2 წლის წინ, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ დათი ქოქრაშვილს აშშ-ში რეკონსტრუქციული პლასტიკური ოპერაციის პირველი ეტაპი ჩაუტარდა.
დათის დედა, ქრისტინე მამუკაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს გვიზიარებს.
“დათის ოპერაციამ ისე მარტივად ვერ ჩაიარა, როგორც ჩვენ გვინდოდა…არის რაღაც გართულებები, ინფექციები, მაღალი ტემპერატურა…თუმცა ვიცით რომ უფალი ჩვენთანაა და ყველაფერი კარგად იქნება.
მადლობა მინდა გითხრათ ყველას ჩვენი მხარდაჭერისთვის და დახმარებისთვის. არსად არ გვტოვებთ მარტო და მუდამ ჩვენს გვერდით და რაც მთავარია ჩვენს გულებში ხართ“, – წერს დათის დედა.