• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Friday, May 23, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

დედამ შეყვარებული წამართვა.. ისეთ საშინელ სიტუაციაში ვარ წარმოდგენა არ მაქვსროგორ მოვიქცე..

by inew
2 March 2023
in საზოგადოება
0
დედამ შეყვარებული წამართვა.. ისეთ საშინელ სიტუაციაში ვარ წარმოდგენა არ მაქვსროგორ მოვიქცე..
0
SHARES
3.2k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
რემონტის შემდგომი დალაგება

“დედამ 14 წლის ასაკში გამაჩინა. ფაქტობრივად, ერთად ვიზრდებოდით. ბებია გვზრდიდა და თან ცდილობდა, დედაჩემისგან დედა გამოეძერწა. ამაოდ… დებივით გავიზარდეთ, ამიტომაც დიდხანს ბებიას ვეძახდი დედას. მშობელ დედას ახლაც სახელით მივმართავ. თუმცა, ბოლო დროს ისე იქცევა, მის სახელს სიამოვნებით დავივიწყებდი”, – ამბობს 20 წლის ნატალი.

ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ გათხოვება ადრეულ ასაკში არ არის გამართლებული. გარდა იმისა, რომ ნაადრევი ორსულობა და მშობიარობა ვნებს ორგანიზმს, ფსიქიკა ჩამოუყალიბებელია და გოგონა, რომელმაც თოჯინებითაც კი არ იცის დედობანას თამაში, დიდხანს ვერ აცნობიერებს თავის როლს შვილის წინაშე. მეტიც, ხშირად ის ზედმეტი ტვირთი ჰგონია…

ნატალი: – ფაქტობრივად, ჩემი ტოლი დედა სწორედ იმ ბიჭს შეუყვარდა, რომელთანაც ვმეგობრობდი, მომწონდა, მეტიც, მიყვარდა და მისგანაც საპასუხო რეაქციას ველოდი, მან კი დედაჩემი აირჩია.

– მამა არ გყავს?

– დედა ფეხმძიმედ იყო, რომ დაშორდნენ ერთმანეთს. მამას სხვა ცოლ-შვილი ჰყავს და ჩემზე ზრუნვით თავს არ იკლავს. ერთხელ რაღაც ძვირად ღირებული ნივთის ყიდვა ვთხოვე, დამცინა, თინეიჯერი დედა რომ გყავს, გაათხოვე სარფიანად და მამინაცვალი ორივეს გიპატრონებთო. მას მერე მამას სათოფეზე არ გავკარებივარ. დედა რომ მოიყვანა ცოლად, 20 წლის იყო…

დედა ყოველთვის მხიარული და უდარდელი იყო. არასოდეს გაულანძღავს მამაჩემი. მეტიც, არც აინტერესებდა, როგორ განვითარდებოდა ჩვენი ურთიერთობა, ისევ ბებო ზრუნავდა იმაზე, რომ მამასთანაც მქონოდა კონტაქტი, ურეკავდა, აიძულებდა, რომ სადმე წავეყვანე.

თუმცა, ასეთი ნაძალადევი ურთიერთობით ვგრძნობდი, რომ მამასთვის ზედმეტი ვიყავი. დედა სიამოვნებით დადიოდა ჩემთან ერთად, მოსწონდა ჩემს ტოლებთან ურთიერთობა. სტუდენტი რომ გავხდი, განსაკუთრებით მოიხიბლა ჩემი სამეგობროთი. შინ გვიმართავდა წვეულებებს. ბედნიერი ვიყავი, რომ ის ყველას უყვარდა, ყველას უხაროდა მისი ნახვა, ახლა კი…

– დედას მეტოქედ მიიჩნევ?

–  ის ბიჭი  ჩემზე 7 წლით უფროსია. დედაჩემზე კი ამდენივეთი უმცროსი. ძალიან დავმეგობრდით. მეგონა, მოვწონდი, არადა, თურმე დედაჩემთან უნდოდა სიახლოვე.

– როგორ მიხვდი?

– დედაჩემის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა. ერთხელ დედამ მორიგი წვეულება რომ გაგვიმართა, ის ბიჭი (მისი სახელის ხსენებაც არ მინდა) შეთვრა, დედაც შეჭიკჭიკებული იყო. ცეკვავდნენ, ეჩურჩულებოდნენ ერთმანეთს. მეორე დღეს დედას ვკითხე, – რა ხდება-მეთქი.

მოვწონვარ და მეც მომწონსო. გავშეშდი. დედაჩემმა ერთხანს მიყურა და მერე მკითხა, – რა, პირადი ცხოვრების უფლება არ მაქვსო? ხმას ვერ ვიღებდი, ვცდილობდი, თვალებით მეთქვა, – რა თქმა უნდა, გაქვს, მაგრამ ვისთან, როგორ, როდის, ხომ უნდა გესმოდეს-მეთქი.

– იმ ბიჭს დაელაპარაკე?

– კი. გაუკვირდა, ახლა შეამჩნიე, რომ დედაშენი მომწონსო? გამოვშტერდი. არც მისი დანახვა მინდა, არც დედაჩემის, მაგრამ სად წავიდე? სხვა სახლი არ მაქვს. ბებოს ოთახია ჩემი თავშესაფარი. ბოლო დროს სულ მასთან მძინავს.

– მას უთხარი შენი გასაჭირი?

– არა. ინერვიულებს. ისედაც უამრავი საზრუნავი აქვს, ის არის ჩვენი პატრონი და რამე რომ მოუვიდეს, თავს ვერ ვაპატიებ. იმ იმედით ვცხოვრობ, რომ როგორც სხვა სასიყვარულო გატაცებები, ეგეც გაუვლის დედაჩემს, მაგრამ ცუდი ის არის, რომ ის ვერასოდეს იგრძნობს თავს დედაჩემად და მე არასოდეს მეყოლება ნამდვილი დედა.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

სოფო გამრეკელი, კვირის პალიტრა

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

“ჩემმა შვილმა იმდენჯერ წამომაძახა, – შენ ეს ბოზი არჩიე ჩემს თავს, ამას დედა კი არა, მტერი არ უზამდა კაცსო.. საბოლოოდ მივხვდი, რომ გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვი”

Next Post

„უკვე მეტის მოთმენა აღარ შეიძლება, შენ აღარაფერი გამოგასწორებსო, უთქვამს და ქმრის ოჯახიდან გაქცეულა.. თუმცა მას წინ კიდევ ერთი საშინელება ელოდა..”

Next Post
„უკვე მეტის მოთმენა აღარ შეიძლება, შენ აღარაფერი გამოგასწორებსო, უთქვამს და ქმრის ოჯახიდან გაქცეულა.. თუმცა მას წინ კიდევ ერთი საშინელება ელოდა..”

„უკვე მეტის მოთმენა აღარ შეიძლება, შენ აღარაფერი გამოგასწორებსო, უთქვამს და ქმრის ოჯახიდან გაქცეულა.. თუმცა მას წინ კიდევ ერთი საშინელება ელოდა.."

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In