თაკო, 14 წლის: “მართალია, ჯერ პატარა ვარ და შესაბამისად, ოჯახის შექმნა ჩემთვის ნაადრევია, მაგრამ 2 წელიწადში მაინც ხომ შევძლებ გათხოვებას? ჰოდა, მერე მე და დედამ ჩვენი შვილები ერთად უნდა გავზარდოთ?
გული მტკივა… დედაჩემი გადაირია და ახლა გათხოვებას აპირებს. მართალია, ჩემი მომავალი მამიკო მშვენიერი კაცია, მაგრამ “მიტყდება”, დედა რომ მითხოვდება და რა ვქნა?
ნათესავები მეუბნებიან: ეგოისტი ხარო, მე კი ვფიქრობ, რომ ეგოისტი კი არა, ჩვეულებრივი, ჭკუადამჯდარი გოგო ვარ, რომელსაც არ უნდა, მისი შვილის დეიდა თუ ბიძა მასზე მხოლოდ 2-3 წლით უფროსი იყოს.
დაგაბნიეთ, არა? ჰოდა, მეც ასეთი დაბნეული ვარ… რჩევა არ მინდა – მრჩეველი ბევრი მყავს, უბრალოდ, მსურდა, ვინმესთვის გული გადამეშალა და თქვენზე უკეთესს ვის ვიპოვიდი ამ შუაღამეს?!
თან, იმის იმედიც მაქვს, რომ ამ მესიჯს დედაჩემი წაიკითხავს და გონს მოეგება. მირჩევნია, ოფიციალური საყვარელი ჰყავდეს, ვიდრე შინ ახალი მამიკო მომიყვანოს.
აქამდე მე და დედა მარტო ვცხოვრობდით, ახლა კი შინ კაცს უნდა შევეგუო – ესეც მაცოფებს. გამოდის, რომ ოთახებში შიშველი ვეღარ ვიტანტალებ, სახლში დაქალებს ისეთი სიხშირით ვეღარ მივიყვან, ვეღარც ჩემს საყვარელ საძინებელ ოთახში დავიძინებ…
მოკლედ, ამ კაცის გამოჩენამ ათასი პრობლემა შემიქმნა, დედას კი ამ ყველაფერზე ეცინება – ახალ ცხოვრებას შეეგუები. როცა ჩემი ქმარი საჩუქრებით აგავსებს, სიურპრიზებით გაგანებივრებს, მის ფასს შენც გაიგებო.
არ მინდა არავის ფული, საჩუქრები, მხოლოდ ის მინდა, რომ მყუდროება არავინ დამირღვიოს და ჩემს შვილს არ შერცხვეს იმის თქმის, რომ დედამ მაშინ გააჩინა, როცა ბებიამისს 2 წლის შვილი ჰყავდა.
P.S. მე კი გათხოვებას ვაპირებდი… ეჰ”.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
ჟურნალი “გზა”