• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Friday, May 9, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„დედებო გთხოვთ დამეხმარეთ და რამე მირჩიეთ.. ვერაფრით ვხვდები შეცდომა სად დავუშვი..“

by inew
26 November 2022
in საზოგადოება
0
„დედებო გთხოვთ დამეხმარეთ და რამე მირჩიეთ.. ვერაფრით ვხვდები შეცდომა სად დავუშვი..“
0
SHARES
533
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
რემონტის შემდგომი დალაგება

“ხშირად ვკითხულობ თქვენს საიტს და სხვადასხვა ოჯახურ ისტორიას. თუმცა ისეთი უბედურება, რაც მე დამატყდა თავს, აქ ჯერ არ წამიკითხავს…

მინდა დავწერო ჩემი ამბავი და სხვა დედებს ვთხოვო, მიშველეთ, მირჩიეთ რამე… სად დავუშვი შეცდომა?

ახალგაზრდა, საკმაოდ ლამაზი გოგონა ვიყავი, როცა გავთხოვდი. 21 წლის გახლდით. ჩემი ქმარიც ახალგაზრდა და საკმაოდ სიმპათიური იყო. ორივეს გვიყვარდა გართობაც, აქეთ-იქით სიარულიც და ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებდით.

პირველი შვილი რომ გაგვიჩნდა, რამდენიმე თვე, რა თქმა უნდა, სახლში გამოვიკეტე. მთლიანად ბავშვზე ვიყავი გადართული და მის მოვლასა და გაზრდასვუთმობდი მთელ დროს. ჩემს ქმარსაც ძალიან გაუხარდა, მამა რომ გახდა, თუმცა ცხოვრების წესი არ შეუცვლია. ისევ ისე ერთობოდა, დადიოდა აქეთ-იქით – დაბადების დღეები, ქორწილები, მივლინებები…

მე მართალი გითხრათ, ცოტა მებრაზებოდა და თან მშურდა კიდეც, რომ მე ვეღარ ვახერხებდი თავისუფლად ცხოვრებას და მასთან კი არაფერი შეიცვალა. ახლა რომ ვუფიქრდები, ძალიან სულელი ვიყავი და პრიორიტებებიც სხვაგვარად მქონდა დალაგებული.

უცებ ისიც გავიგე, რომ ქალი გაიჩინა. ეს ბოლო წვეთი იყო… დედამთილი დავიბარე და ვუთხარი, რომ თუ არ დამეხმარებოდა და მე მხოლოდ ბავშვით ვიქნებოდი დაკავებული, ოჯახი მალე დაგვენგრეოდა.

დედამთილი გადაირია, ჩემს შვილს ოჯახს როგორ დავანგრევინებ, ჩემთან გყავდეთ ბავშვი და როგორც გინდათ, ისე იცხოვრეთო. მართლაც ასე მოხდა, ჩვენც მასთან გადავედით საცხოვრებლად, ბავშვი ძირითად დროს ბებიასთან ატარებდა, მე კი მუშაობაც დავიწყე, თავის მოვლაც განვაგრძე და ქმარსაც ისევ ისე ყველგან დავყვებოდი.

ისევ დამიბრუნდა ხალისი და ჩვენი სიყვარულიც გაათმაგდა. ჭრიჭინობელებივით დღევანდელი დღით ვცხოვრობდით და ვერ ვხვდებოდით, რომ მთავარი გვეცლებოდა ხელიდან…

რამდენიმე წელიწადში მეორედ დავრჩი ორსულად. გვიან გავიგე, თორემ, მაშინდელ ჩემს აზროვნებას რომ ვიხსენებ, ალბათ აბორტს გავიკეთებდი და ერთ შვილზე გავჩერდებოდი. მეორეც ბიჭი გაჩნდა.

გაიხარა სანათესაომ. ამასობაში პატარა 4 წლის გახდა და სულ უფრო მეტად ავლენდა უკმაყოფილებას ჩემი შინ არყოფნის გამო. მეც ცოტა ასაკი მომემატა, რაღაცებზე დავფიქრდი და გადავწყვიტე, ცოტა უფრო სერიოზულად მოვკიდებოდი მათი აღზრდის საქმეს.

ორი წელი დავჯექი სახლში, გულმოდგინედ ვუვლიდი პატარებს. ამასობაში უფროსი სკოლაში შევიდა, პატარაც წამოიჩიტა და ბედნიერი ვიყავი, რომ უკვე შეიძლებოდა, სადაც მივდიოდით, ყველგან თან გვეტარებინა.

მაშინდელი საბჭოთა ქვეყნები არ დაგვიტოვებია, ყველგან დავდიოდით მთელი ოჯახი. რაც კი საუკეთესო იყო, ის ეცვათ ჩვენს შვილებს, საუკეთესოს ვაჭმევდით და ვასმევდით, არაფერს ვაკლებდით.

რასაც იტყოდნენ, ყველაფერი წამიერად უსრულდებოდათ… გარშემო ყველა ჩვენ შემოგვნატროდა – იდეალური ოჯახი ვიყავით, გარეგნობით, შეძლებით…

თანდათან ბიჭები წამოიზარდნენ. მეტი დამოუკიდებლობა მოინდომეს. ჩვენთან ერთად სიარული აღარ უნდოდათ, თავიანთ მეგობრებთან ერჩივნათ დროის ტარება. ჩვენც არ ვუშლიდით, ყველგან ვუშვებდით, ყველაფერ საუკეთესოს ვაძლევდით და არ ვაკლებდით არაფერს.

დავდიოდით აქეთ-იქით, ჩამოგვქონდა საუკეთესო ტანსაცმელი, უბანში პირველი მაგნიტოფონი თუ პირველი მობილური სწორედ მათ ჰქონდათ. უამრავი მეგობარი ჰყავდათ, ყველას უნდოდა მათთან ყოფნა, ჩვენთან სტუმრობა, სადაც ყოველთვის დიდი პურმარილი და გართობა ელოდათ…

ახლა ვფიქრობ, ალბათ აქაც გადავამეტეთ. მათ ყველაფერი ჰქონდათ, მაგრამ ოჯახური სიმყუდროვეც აკლდათ და ჩვეულებრივი დედა-შვილური ურთიერთობებიც.

რასაც ახლა ვკითხულობ, თუ როგორ უნდა ელაპარაკო შვილს, ეურთიერთო, ეს ჩვენ ნაკლებად გვქონდა. თითქოს, დრო ისე გაიპარა ამ გართობა-სიარულში, საუკეთესოსა და ძვირფასისკენ ლტოლვაში, რომ ეს გამოგვრჩა მხედველობიდან.

არაფერს ვაკლებდით, მაგრამ მათი მეგობრები არ ვიყავით, მათ არ ვუსმენდით… გარდატეხის ასაკში კიდევ უფრო დაგვშორდნენ. მათთვის მშობლები მხოლოდ ფულის წყარო გახდნენ, გამუდმებით ითხოვდნენ ფულს, ხან რისთვის, ხან – რისთვის…

არ მახსოვს, როდის აღმოვაჩინეთ, რომ ორივე ნარკომანი გახდა… დიახ, ორივე… საუკეთესო გარეგნობის და საუკეთესოდ შემოსილი ბიჭები, კარგი ოჯახისშვილები გახდნენ უბანში თითით საჩვენებლები.

საბოლოოდ სწავლაზეც უარი თქვეს და იქცნენ ისეთ ნარკომანებად, რომ აღარც ერიდებათ და რცხვენიათ ამის… რამდენჯერმე ვცადეთ ჩარევა, სად არ გვყავდნენ, მაგრამ ვეღარაფერმა უშველათ…

გვიან გამოტყდა ერთ-ერთი, რომ როცა ჩვენ მორიგ მოგზაურობაში ვიყავით და ესენი ბებიასთან იყვნენ, რამდენიმე დღე გაუგრძელებიათ სახლში გართობა ბიჭებს, გაუსინჯებიათ ამათთვის ნარკოტიკი და მიაჩვიეს…

მათთვის ისინი კარგი სატყუარები იყვნენ, როგორც მერე გავიგე, სწორედ ასეთ ბიჭებზე ნადირობენ ნარკომანები – მათ გადაიბირებენ და მერე მათი მეშვეობით შოულობენ ფულს წამლისთვუს…

თურმე ეს წლები გრძელდებოდა და უკვე ისე შეჯდნენ წამალზე, აღარაფერი შველით… არც ოჯახი უნდათ და არც ცოლ-შვილი, მთელ დღეებს სმასა და კეთებაში ატარებენ.

გარეთ აღარ გავდივარ, მრცხვენია. სახლში ვარ ჩაკეტილი. მამას ინფარქტი დაემართა და რამდენიმე წელია დავქვრივდი.

ვზივარ მთელი დღე სახლში და შიშით ველოდები ღამეს, როდის შემოანგრევს რომელიმე ძმა კარს მთვრალი ან ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ მყოფი, ან “ლომკაში”, როდის დაიწყებს ლანძღვა-გინებას, როდის დაიწყებს ჩემს შეურაცხყოფას ყველას გასაგონად, ნივთების მტვრევას და მომთხოვს კიდევ ერთ რომელიმე ძვირფას ნივთს გასაყიდად…

არ ვიცი, ეს როდემდე გაგრძელდება, იმასღა ვნატრობ, დროზე მოვკვდე, რომ აღარ ვუყურო ამ ყველაფერს. მაგრამ ღმერთი, ეტყობა, არ მკლავს, რომ ვიტანჯო და ამით გამოვისყიდო ჩემი დანაშაული შვილების წინაშე, ის, რომ არასწორად აღვზარდე და დამავიწყდა მთავარი – სულიერი და ინტელექტუალური აღზრდა მათი…

ვიცი, სადაც დავუშვი შეცდომა, მაგრამ ვაი, რომ ვეღარ გამოვასწორებ. არ მინდა დამშვიდება, არც გაკიცხვა, უბრალოდ ჩემი ამბავი გაგიზიარეთ, მინდა, ვიღაცასთან მაინც ვთქვა და ცოტა გულზე მომეშვას.

თორემ სახლში გამოკეტილს აღარავინ მყავს – აღარც მეზობელი და აღარც მეგობარი. ყველამ ზურგი მაქცია, არავის უნდა ნარკომანების ოჯახთან ურთიერთობა და პრობლემები…”

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

ნათელა, 65 წლის; წყარო: მშობლები.გე

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

ქალმა საკუთარი შვილი სამშობიაროში მიატოვა, თუმცა 20 წლის შემდეგ მის შესახებ სრულიად წარმოუდგენელი რამ გაიგო..

Next Post

„ჩემი დედამთილი ვერ მიტანდა.. მწყევლიდა, ფიზიკურად მეხებოდა, 9 თვემდე არ მიგაღწევინებო მემუქრებოდა.. ვერც კი წარმოიდგენთ რა გადავიტანე ჩემს შვილებთან ერთად” – ერთი ქართველი გოგონას სულის შემძვრელი წერილი

Next Post
„ჩემი დედამთილი ვერ მიტანდა.. მწყევლიდა, ფიზიკურად მეხებოდა, 9 თვემდე არ მიგაღწევინებო მემუქრებოდა.. ვერც კი წარმოიდგენთ რა გადავიტანე ჩემს შვილებთან ერთად” – ერთი ქართველი გოგონას სულის შემძვრელი წერილი

„ჩემი დედამთილი ვერ მიტანდა.. მწყევლიდა, ფიზიკურად მეხებოდა, 9 თვემდე არ მიგაღწევინებო მემუქრებოდა.. ვერც კი წარმოიდგენთ რა გადავიტანე ჩემს შვილებთან ერთად" - ერთი ქართველი გოგონას სულის შემძვრელი წერილი

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In