• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Tuesday, July 1, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„დილით უქონელი, საღამოს მილიონერი გავხდი“.. – ქართველი ემიგრანტის სრულიად წამოუდგენელი ისტორია

by inew
19 March 2023
in საზოგადოება
0
„დილით უქონელი, საღამოს მილიონერი გავხდი“.. – ქართველი ემიგრანტის სრულიად წამოუდგენელი ისტორია
0
SHARES
4.7k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დასუფთავების კომპანია

დიანა ბერიძე დასავლეთ საქართველოდანაა. მას შემდეგ, რაც საქართველოში ცხოვრება ძალიან გაჭირდა, იძულებული გახდა ბედი ევროპაში ეცადა და ესპანეთში წასვლა გადაწყვიტა.

იქ მეზობელი ეგულებოდა, რომელიც დახმარებას დაპირდა.

დიანა ბერიძე:

– 90-იანი წლების ბოლოს, მას შემდეგ, რაც მეუღლეც გამოუშვეს სამსახურიდან, იძულებული გავხდი უცხოეთში წავსულიყავი, თან იქ მეზობელი იყო, რომელმაც მითხრა, იმ ქალს, რომელსაც მე ვუვლი, და ყავს ავად და თუ მოუვლი, ვეტყვი და ჩამოდიო.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ჩავედი. თავიდან სერიოზული დეპრესია მქონდა, სულ ვტიროდი, შვილები მენატრებოდა, თან მაშინ სად იყო სკაიპი და ფეისბუქი, რომ შვილები ხშირად მომეკითხა, ჰოდა მოხუცებულის შვილებმა მითხრეს, თუ სულ ასე ტირილს აპირებ, მაშინ გაგიშვებთო.

მივხვდი, რომ თუ წამოსვლის ნაბიჯი გადავდგი, თავი უნდა შემეკავებინა და ასეც მოვიქეცი. 80 წლის ქალი იყო, კლარა ერქვა, ჩვენში რომ ტკბილ მოხუცს ეძახიან, ზუსტად ეგეთი იყო.

ინსულტი დაემართა და გადაადგილება უჭირდა. ჩემი მოვალეობა მისი დაბანა, ჭამა, დასუფთავება და საერთოდ თვალყურის დევნება იყო. მადლობა ღმერთს, სკლეროზი არ ჰქონდა, თორემ გამიჭირდებოდა.

– შვილები არ აქცევდნენ ყურადღებას?

– 4 შვილი ყავდა. 2 ბიჭი და 2 გოგო. ოთხივეს საკუთარი ბიზნესი ჰქონდა, მილიონერები იყვნენ, მაგრამ ოთხივე უარს ამბობდა დედის წაყვანაზე. მამა დიდი ხნის გარდაცვლილი ჰყავდათ.

მე მეუბნებოდნენ, დედა კმაყოფილი იყოს და ორმაგ ხელფასს მოგცემთო. 1000 დოლარს მაძლევდნენ და ხშირად მართლა მოუციათ 2000. კვირა გავიდოდა, არც მოიკითხავდნენ ხოლმე.

მეცოდებოდა და ვატყუებდი ამ ქალს, რომ გეძინათ მაშინ დარეკესო, ერთხელ ოთხივე ესტუმრა და საყვედური უთხრა, როცა მძინავს სულ მაშინ რატომ რეკავთო.

თავიდან გაუკვირდათ, მაგრამ ვანიშნე და მიხვდნენ… მადლობა გადამიხადეს. იმის მერე 1-2 კვირა ხშირად კითხულობდნენ, მაგრამ მერე ისევ დაივიწყეს.

ძალიან დავმეგობრდით მე და ჩემი სენიორა. ყველაფერს მიყვებოდა. ერთხელ მითხრა, დაახლოებით 20 წელია პენსია არ ამიღია და სულ ბანკში მენახება, ამას დაუმატე ჩემი მეუღლის დატოვილი ფულით მიღებული პროცენტები, რომელიც ასევე ბანკშიაო, მილიონერი კი ვიქნებიო და ჩემი სიკვდილის მერე დაჭამენ ჩემი შვილები ერთმანეთსო.

ანდერძი დაწერეთ-მეთქი, მორიდებულად ვუთხარი. ეგ კარგი გამახსენეო და ნოტარიუსი დაიბარა. ვუთხარი შვილებს, ასე და ასე აპირებს მეთქი და დაახლოებით ერთ საათში ოთხივე იქ გაჩნდა.

უნდა გენახათ, როგორ ემლიქვნელებოდნენ დედას. ამაზრზენი სანახვი იყო. უფროსმა ქალიშვილმა ერთი კვირით წადი, მე მოვუვლი დედას, მომენატრაო.

ბუნებრივია, წამოვედი, მაგრამ მივხვდი, რომ ჩემი კლარა მენატრებოდა და მეორე დღეს დაბრუნდი, ჩემ ოთახში ვიქნები, იქნებ რამეში დაგჭირდეთ-მეთი.

უნდა გენახათ, ბებოს როგორ გაუხარდა ჩემი დანახვა. ძალიან ცივი შვილები ყავდა, მოხუცებულს ოდნავ სითბოს არ აჩვენებდნენ.

მხოლოდ ორი შვილი იყო დაოჯახებული და სამი შვილიშვილი ყავდა, სამივე ისე დასცინოდა ბებიას, რომ გული მიკვდებოდა ხოლმე.

– რამდენ ხანში გარდაიცვალა?

– დაახლოებით 4-5 წელი ვუვლიდი. ისე მივეჩვიეთ ერთანეთს, რომ შვილებზე მეტად მენდობოდა. ერთხელ მითხრა, რომ გარდავიცვლები, მერე ვეცდები ამაგის გადახდასო, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე ამ ნათქვამს.

2004 წელს გარდაიცვალა, ისევ ინსულტი დაემართა და ვერ გადაიტანა. დაკრძალვის ცერემონიალს უფროსი ვაჟი უძღვებოდა. მალევე დაკრძალეს, საწყალს გაციება არც აცალეს.

ბევრი საქმეები გვაქვს და დროს ვერ დავკარგავთო, თან დიდიხანს გაჩერება ხომ არ გააცოცხლებსო. მოკლედ, დამარხეს ეს ქალი და ნოტარიუსს სთხოვეს ანდერძის წაკითხვა.

დაკრძალვის მეორე დღეს მე მითხრეს დიდი მადლობა, რომ ასე უვლიდით დედას, მაგრამ უნდა დაგემშვიდობოთო, მომცეს რაც მეკუთვნოდა და გამომიშვეს. სიმართლე ვთქვა, არც გამკვირვებია.

მოკლედ, წამოვედი, ერთი კვირა დავისვენებ და ისევ ვიპოვი ახალ სამსახურს-მეთქი, ვფიქრობდი, რომ მოულოდნელად ამ ქალის უფროსმა ვაჟმა დამირეკა, საწარაფოდ მოდიო.

გული გამისკდა, ხშირია, როდესაც რაღაცას კარგავენ და მომვლელებს აბრალებენ. სანამ მივიდოდი, ათასი რამე ვიფიქრე. მისულს ნაცნობი ნოტარიუსი რომ დამხვდა, ძალიან გამიკვირდა.

ამ დროს მოხუცებულის ქალიშვილმა დამინახა და მომვარდა, რა დაალევინე დედაჩემს, ეს რომ დაწერაო. ვერაფერს ვხვდები-მეთქი, ვუთხარი და ატეხა წივილ-კივილი.

ნოტარიუსმა უთხრა, რომ დედათქვენი აბსოლუტურად საღად აზროვნებდა, როცა ამას წერდაო.

რა ხდება, გამარკვიეთ-მეთქი და ნოტარიუსმა მითხრა – რა ხდება და კლარამ ყველაფერი შენ დაგიტოვა, აგერ მოაწერე ხელი და მილიონერი ხდებიო. სასწრაფომ მომასულიერა…

– ანუ ანდერძით ყველაფერ თქვენ დაგიტოვათ?

– კი ასე ეწერა: ჩემო შვილებო, ჩემი ქონება თქვენ არაფერს მოგმატებთ, ამიტომ გადავწყვიტე იმ ადამიანს დავუტოვო ყველაფერი, ვინც სიკვდილამდე გვერდით მედგა და თან მართლა სჭირდება ფულიო.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, დილით უქონელი, საღამოს მილიონერი გავხდი. თითქმის კონკიას ისტორიაა. დაახლოებით ნახევარი მილიონი ნაღდი ფული ბანკში და პლიუს საცხოვრებელი სახლი სევილიაში, სადაც ვცხოვრობდით.

მაშინვე ჩემ ოჯახს დავურეკე და თავიდან არ დამიჯერეს, მაგრამ მერე რომ ვუთხარი, სიმართლეა-მეთქი, გაგიჟდნენ. მალევე ქმარიც და ჩემი ორი ვაჟიც აქ ჩამოვიყვანე.

პატარა ოჯახური რესტორანი გავხსენით და ახლა მილიონრები არ გქვია, მაგრამ თავსაც ვინახავთ და ხშირად საქართველოში დარჩენილ ნათესავებსაც ვეხმარებით. ჰო, ის ქალი, ვინც აქ მოწყობაში დამეხმარა, ჩემს ბიზნესში ჩავრთე.

ჩემი ისტორია გამონაკლისია, ასე იშვიათად უმართლებთ. ხშირად ბევრი დამცირების გადატანა უწევთ. არავის ვურჩევ ოჯახის მიტოვებას და წამოსვლას.

ის ერთი წელი, სანამ აქაურობას მივეჩვეოდი, ნახევარ სიცოცხლედ დამიჯდა. ღამე არ გასულა, რომ არ მეტირა. მადლობა ღმერთს, მე სხვანაირად გავაგრძელე ყოფა, მაგრამ ბევრი არაა ასე.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

„ოჯახისგან უარყოფილი ერთი ემიგრანტი ქალი ვარ.. ალბათ ამ ამბის გამო ზოგი გამკიცხავს, ზოგს გულზე მოხვდება, უბრალოდ, მინდა გაგაფრთხილოთ, არ დაუშვათ ჩემნაირი შეცდომა..” – ემიგრანტი ქალის წერილი

Next Post

ძალიან მეშინია ჩემმა შვილმა საკუთარი ბედი ჩემს დისშვილს არ დაუკავშიროს.. არვიცი როგორ უნდა მოვიქცე.. – ემიგრანტი ქალი დას ეძებს

Next Post
ძალიან მეშინია ჩემმა შვილმა საკუთარი ბედი ჩემს დისშვილს არ დაუკავშიროს.. არვიცი როგორ უნდა მოვიქცე.. – ემიგრანტი ქალი დას ეძებს

ძალიან მეშინია ჩემმა შვილმა საკუთარი ბედი ჩემს დისშვილს არ დაუკავშიროს.. არვიცი როგორ უნდა მოვიქცე.. - ემიგრანტი ქალი დას ეძებს

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In