• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Tuesday, June 17, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ერთი კარგი კაცი მთხოულობდა, მაგრამ ბავშვებს მამინაცვალს ხომ არ მივუყვან სახლში.. საყვარელი სამუშაოც მივატოვე.. ანუ ისტორია იმის შესახებ, როგორ დავინგრიე ჩემი ცხოვრება და რა შედეგი მივიღე ამით..“

by inew
21 December 2022
in საზოგადოება
0
„ერთი კარგი კაცი მთხოულობდა, მაგრამ ბავშვებს მამინაცვალს ხომ არ მივუყვან სახლში.. საყვარელი სამუშაოც მივატოვე.. ანუ ისტორია იმის შესახებ, როგორ დავინგრიე ჩემი ცხოვრება და რა შედეგი მივიღე ამით..“
0
SHARES
384
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
რემონტის შემდგომი დალაგება

ჩემს პირად ცხოვრებას ვიღებ მსხვერპლად შვილებისთვის…

– მსხვერპლთშეწირვის რიგი აქაა? ბოლო ვინ არის?

– მე. 852-ე ვარ, თქვენ 853-ე იქნებით.

– ღმერთო ჩემო, როდის მომიწევს!

– არ ინერვიულოთ, სწრაფად მიდის წინ. რას იღებთ მსხვერპლად?

– სიყვარულს. თქვენ?

– ჩემი პირად ცხოვრებას შვილებისთვის. შვილები ჩემთვის ყველაფერია. ოღონდ ბავშვები იყვნენ ჯანმრთელები და ბედნიერები. ყველაფერს გავიღებ ამისთვის. ქვრივი ვარ. ერთი კარგი კაცი მთხოულობდა, მაგრამ ბავშვებს მამინაცვალს ხომ არ მივუყვან სახლში?

საყვარელი სამუშაოც მივატოვე, ვერ ვასწრებდი ბავშვების მოვლას და მუშაობას ერთად. საბავშვო ბაღში ძიძად მოვეწყვე, რომ ბავშვები თვალწინ მყოლოდა. ყველაფერი ბავშვებს, იმათ შემოვევლე, ჩემს თავს რას დავეძებ.

– ვაიმე, როგორ მესმის თქვენი. მე კი ურთიერთობები მინდა შევწირო. გესმით, ქმართან უკვე აღარაფერი მაკავშირებს. სხვა ქალი ჰყავს. მეც სხვა მყავს… მინდოდა პირველი ქმარი წასულიყო, მაგრამ არ მიდის, შეგეჩვიეო… მეც მეცოდება. ჰოდა აი ვცხოვრობთ ასე…

უცებ გაიღო კარი და დაიძახეს: 852!

– აი, ჩემი რიგია. როგორ ვნერვიულობ. რომ არ მიიღონ ჩემი მსხვერპლი?

853 კი ისევ თავის რიგს ელოდება. დრო ნელა გადის. ამასობაში კაბინეტიდან 852 გამოვიდა.

– აბა, რაო, რა გითხრეს? მიიღეს მსხვერპლი?

– არა, აქ გამოსაცდელ ვადას აძლევენ თურმე. კიდევ მოიფიქრეო.

– რატომო? ამდენი ფიქრი რა საჭიროაო?

– რა ვიცი, საყვარელო. მკითხეს “დარწმუნებული ხართ, ეს ხომ სამუდამო გადაწყვეტილებააო”. მე ვუთხარი: “ბაშვები დაიზრდებიან და ყველაფერს დამიფასებენ. მიხვდებიან, მათთვის დედამ რამხელა მსხვერპლი გაიღო”.

მერე მათ მითხრეს: “დაბრძანდით და ეკრანს შეხედეთ”.. და უცნაური ფილმი დაიწყო ჩემს შესახებ. ბავშვები უკვე დაზრდილები იყვნენ. ვითომ გოგო გათხოვილია და ცხრა მთას იქით ცხოვრობს. ბიჭი კი თვეში ერთხელ მირეკავს.

რძალი საერთოდ არ მცემს ხმას. შვილებს ვეუბნები, ჩემთან რატომ არ მოდიხართ-თქო. ისინი კი მეუნებიან, დედა, ნუ გაგვიჭირე საქმე. ვმუშაობთ, შენსავით მოცლილები კი არ ვართო… ამათაც მითხრეს, ხედავ, როგორ დააფასეს შენი მსხვერპლიო?! მე რაღა უნდა მეთქვა. კიდევ მოვიფიქრებ-მეთქი.

ამასობაში 853-ის რიგიც დადგა.

– ჩემი რიგია. ისე დამაბნიეთ… არ ვიცი, რას ვიზამ.

– მობრძანდით, დაბრძანდით. რა მოიტანეთ მსხვერპლად?

– ურთიერთობა.

– გასაგებია… აბა, მაჩვენეთ.

– აი, ნახეთ. ბევრი არ არის, მაგრამ ძალიან ძვირფასი და ლამაზია. სუფთა, შეუბღალავი. სულ რამდენიმე თვეა ერთმანეთი გავიცანით.

– რატომ გინდათ, რომ ეს ურთიერთობა მსვერპლად გაიღოთ?

– ოჯახი რომ შევინარჩუნო.

– ვისი ოჯახი, თქვენი? დაგრჩათ რამე შესანარჩუნებელი?

– როგორ გითხრათ… ქმარს დიდი ხანია საყვერელი ჰყავს. აქეთ-იქეთ დაძვრება, სულ ტყუილებშია გახლართული.

– მერე თქვენ?

– რა მე? ჩემს ცხოვრებაშიც გამოჩნდა ადამიანი, ვისთანაც ურთიერთობა ავაწყვე…

– ანუ ქმარს სხვა ჰყავს, თქვენ – სხვა… და ოჯახი სად არის?

– მაინც ცოლ-ქმარი გვქვია. ნათესავების თვალში მაინც…

– ესე იგი სიყვარულზე თქვენი ნებით ამბობთ უარს?

– ამას ნებას არ დავარქმევდი…. სულ ვტირი და ვტირი, მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მივიღე.

– თქვენი ნებაა. გადმოგვეცით მსხვერპლი.

– მითხრეს, რაღაც ფილმს აჩვენებენ მომავალზეო. მე რატომ არ მიჩვენეთ?

– ბევრნაირი ფილმი გვაქვს, ზოგი მომავალზეა, ზოგი წარსულზე. თქვენ აწმყოს გიჩვენებთ. შეხედეთ.

– უი, ეს მე ვარ? ღმერთო ჩემო. რა საშინლად გამოვიყურები. შეუძლებელია ასეთი ვიყო, ძალიან ვუვლი თავს.

– არა, ეს თქვენი სულია გარეგნობაში გამოხატული. ყველა ასე გამოიყურება, ვისი სულიც ტირის.

– ეს ყმაწვილი ვინაა, გვერდით რომ მომყვება?

– ვერ იცანით? ეს თქვენი ქმარია. მისი სული ლაღი და ხალისიანია.

– შეუძლებელია. ის ხომ ჩემზე უფროსია?

– სულით ბავშვია. ის დედასავით გიყურებთ.

– სულ ასეა. ბავშვობიდან შთამაგონეს, რომ ქალი ძლიერი, მომთმენი, ბრძენი უნდა იყოს. ოჯახსაც უნდა მიხედოს და ქმარსაცო.

– მერე, მოგწონთ ქმრის გვერდით დედის როლის თამაში? ფილმი დასრულებულია. შეხვედრაც დავასრულოთ?

– მომავალზე რატომ არაფერს მეუბნებით?

– მომავალი არ გაქვთ. სანამ ქმარი არ “გაიზრდება” და თავს არ დააღწევს “დედობილის” კალთას, თქვენი სულიერი მდგომარეობა ვერ შეიცვლება.

– რჩევებსაც იძლევით?

– რამდენსაც მოისურვებთ. შეწყვიტეთ ქმართან დედა-შვილობანას თამაში და ისწავლეთ, რომ იყოთ ქალი. ქალი, რომელსაც სერენადები უნდა უძღვნან და არა საქვითინებლად მიეყრდნონ მკერდზე.

– ეს მიშველის?

– ბევრს უშველა… თუ ვერ შეძლებთ, მოგვიტანეთ ეგ თქვენი ლამაზი ურთიერთობა ისევ და მივიღებთ მაგ მსხვერპლს. იცით, რამდენი ადამიანი ოცნებობს ასეთ ლამაზ ურთიერთობაზე? თქვენ თუ არ გინდათ, სხვას მივცემთ. მსურველი ბევრია.

– მოვიფიქრებ…

853-მა კარი გამოიხურა. შესასვლელად 854 მოემზადა. “ჩემს ინტერესებს ვწირავ, რომ დედა არ გავანერვიულო”, – მოისმა კიდეც მისი ხმა კარის ღრიჭოდან.

დერეფანში კი კვლავ უამრავი ადამიანი იდგა, რომლებსაც თავიანთი სურვილები, ნიჭი, კარიერა და შესაძლებლობები გულში ჩაეკრათ და თავისივე ნებით მიეტანათ მსხვერპლად.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

როგორ მოიკლა თავი მამამ, რომელმაც შვილებს ბოლო ლუკმა წაართვა…

Next Post

„ცოლიანი კაცის გვერდით თავს ბევრად მშვიდად ვგრძნობ.. თან ამ ეტაპზე საყვარლის სტატუსი უფრო მაწყობს, ვიდრე ცოლის..“ – 38 წლის ქალის წერილი

Next Post
„ცოლიანი კაცის გვერდით თავს ბევრად მშვიდად ვგრძნობ.. თან ამ ეტაპზე საყვარლის სტატუსი უფრო მაწყობს, ვიდრე ცოლის..“ – 38 წლის ქალის წერილი

„ცოლიანი კაცის გვერდით თავს ბევრად მშვიდად ვგრძნობ.. თან ამ ეტაპზე საყვარლის სტატუსი უფრო მაწყობს, ვიდრე ცოლის..“ - 38 წლის ქალის წერილი

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In