• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Tuesday, March 3, 2026
inew.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ერთხელმა ქმარმა მითხრა, რა ბზიკმა უკბინა შენს მეჯვარეს, ასე რომ შევუყვარდიო… ყურადღება არ მივაქცია, მხოლოდ მერე გავიგე რომ ჩემი ქმრის საყვარელი გამხდარა…”

by inew
18 March 2023
in საზოგადოება
0
„ერთხელმა ქმარმა მითხრა, რა ბზიკმა უკბინა შენს მეჯვარეს, ასე რომ შევუყვარდიო… ყურადღება არ მივაქცია, მხოლოდ მერე გავიგე რომ ჩემი ქმრის საყვარელი გამხდარა…”
0
SHARES
2.6k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ზუკა რომ გავიცანი და მასთან პაემნებზე დავიწყე სიარული, ჩემი დაქალი დამცინოდა – ამისთანა რა გაგიჭირდა, რომ ეგეთ ბიჭს ხვდებიო. მე ძალიან მწყინდა, მაგრამ არაფერს ვეუბნებოდი, რადგან არ მინდოდა, ბავშვობის მეგობრის დაკარგვა.

ბოლოს, გული რომ გამიწყალა, ვუთხარი, შეიძლება, გარეგნობით ვარსკვლავებს არ ეთამაშება, მაგრამ, იმდენად დადებითი პიროვნებაა, მასთან თავს ბედნიერად ვგრძნობ-მეთქი. ამ სიტყვებზე იმდენი იცინა, კინაღამ გული წაუვიდა – კაცი მხოლოდ მაშინ არის დადებითი პიროვნება, როცა ბევრი ფული აქვს, შენს ჯიბეგაფხეკილ შეყვარებულს კი რა გააჩნიაო.

ესეც გადავყლაპე, რადგან უსიამოვნებას მოვერიდე. რამდენიმე თვეში მე და ზუკა დავქორწინდით. გამოგიტყდებით და, არ მინდოდა, მეჯვარედ ნეკა წამეყვანა, მაგრამ, სხვანაირად არ გამოვიდა და ნეკა ჩემი მეჯვარე გახდა.

თუმცა, ჩვენთან იშვიათად მოდიოდა, რადგან ჩემი ქმარი მაინცდამაინც არ ეხატებოდა გულზე. მერე ისე მოხდა, რომ ზუკა სამსახურში დააწინაურეს და საკმაოდ სოლიდურ და მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშნეს.

ეს რომ ჩემმა დაქალმა გაიგო, ჩვენთან სიარულსა და ზუკას ქებას მოუხშირა. ჩემს ქმარს ეს ძალიან უკვირდა. ერთხელ მითხრა კიდეც, რა ბზიკმა უკბინა შენს მეჯვარეს, ასე რომ შევუყვარდიო. მე კი ვიცოდი მიზეზი, მაგრამ მაინც დავინდე ჩემი დაქალი და ქმართან მასზე ცუდი არაფერი ვთქვი.

ამდენ სიარულში ნეკა ისე შემოგვეჩვია და ისეთი შინაური გახდა, როცა არ მოდიოდა, ზუკა მოიკითხავდა ხოლმე – სად არის, რატომ აღარ ჩანსო. მეც მიხაროდა ნეკას მოსვლა, რადგან ზუკას სულ აქებდა, ორივეს თვალებში შემოგვციცინებდა და ჩვენს ოჯახში ხალისი შემოჰქონდა.

მერე ისე მოხდა, რომ საოპერაციო გავხდი და თითქმის ორი თვე საავადმყოფოში ვიწექი. ნეკა ყოველდღე მაკითხავდა. მე ვნერვიულობდი, ზუკას ვინ მიხედავს-მეთქი და სულ ამაზე ვწუწუნებდი. ბოლოს ნეკამ ხუმრობით მითხრა, თუ არ იეჭვიანებ, მე მივხედავო.

მადლობის მეტი რა მეთქმის-მეთქი, ვუთხარი. იმ დღიდან ნეკა ყოველდღე მიდიოდა ზუკასთან, სადილს უკეთებდა, ურეცხავდა, უუთოებდა, მერე კი ანგარიშს მაბარებდა.

სახლში რომ დავბრუნდი, მართლაც ისე დაწკრიალებული დამხვდა ყველაფერი, გამიკვირდა კიდეც. ნეკა ისევ განაგრძობდა ჩვენთან ყოველდღე სიარულს. მე ძალიან დასუსტებული ვიყავი და სახლის საქმეებში მეხმარებოდა.

თავიდან ვერაფერს ვამჩნევდი, მაგრამ, ერთ დღეს, ჩემს ქმარს შემთხვევით თავზე წავადექი, მობილურით ვიღაცას ელაპარაკებოდა, დღეს არა, ხვალო, – უთხრა. ისე, სხვათა შორის ვკითხე, ვინ არის-მეთქი.

არავინ, ჩემი თანამშრომელია და რაღაც საქმეზე დამირეკაო – მითხრა დაბნეულმა. სასწრაფოდ გათიშა მობილური და რაღაცნაირად, ძალიან ნაძალადევად და ხელოვნურად დაიწყო ხუმრობა და მლიქვნელობა.

ამან დამაეჭვა. ოთახიდან რომ გავიდა, ჩუმად ავიღე მისი მობილური, „გავქექე” და, ჩემდა გასაოცრად, აღმოვაჩინე, რომ ნეკას ტელეფონის ნომერი იყო არაერთხელ დაფიქსირებული. ქალურმა ალღომ მაშინვე მიკარნახა, რაშიც იყო საქმე. მაგრამ, გადავწყვიტე, არაფერი მეთქვა და თვალთვალი დამეწყო.

სულ სამი დღე დამჭიდა სიმართლის დასადგენად. ჩემთვის ეს მომაკვდინებელი იყო, მაგრამ თავს დღემდე იმით ვიმშვიდებ, რომ ზუკა ეუბნებოდა, გვეყოფა, რაც მივქარეთ, მე ჩემი ცოლი მიყვარს, ვერავის გამო ოჯახს ვერ დავანგრევ და შენ ჩემი ცხოვრებიდანაც და ჩემი ოჯახიდანაც უნდა წახვიდეო.

ნეკა ათასნაირად აცოდებდა თავს, ემუქრებოდა კიდეც, მაგრამ ზუკას ვერ ითანხმებდა, ურთიერთობა გაეგრძელებინათ.

მე დღემდე არაფერი მითქვამს ჩემი ქმრისთვის და მხოლოდ ღმერთმა იცის, ეს რა ძალისხმევად დამიჯდა.

ნეკა კი მართლა წავიდა ჩვენი ცხოვრებიდან. მე ისევ ისე მიყვარს ჩემი ქმარი და მეშინია, მისი დაკარგვის, მაგრამ, როგორც კი გამახსენდება, როგორ მიღალატა ჩემსავე დაქალთან, გაორება მეწყება და აღარ ვიცი, ღირს კი ასეთ კაცთან მთელი ცხოვრების გატარება?

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

მზია, 32 წლის… წყარო: “თბილისელები”

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

25 წლის ვიყავი როდესაც ჩემს საყვარელ მამაკაცს ცოლად გავყევი, თუმცა ქორწინებიდან 1 წელიც არ იყო გასული, რომ მიღალატა..

Next Post

დედაჩემმა ტირილით დამირეკა და მითხრა, რომ ჩემს ძმას ჩემი ქმრის საყვარლის ცოლად მოყვანა უნდა, იმიტომ რომ ის გოგო ბავშვს ელოდება…

Next Post
დედაჩემმა ტირილით დამირეკა და მითხრა, რომ ჩემს ძმას ჩემი ქმრის საყვარლის ცოლად მოყვანა უნდა, იმიტომ რომ ის გოგო ბავშვს ელოდება…

დედაჩემმა ტირილით დამირეკა და მითხრა, რომ ჩემს ძმას ჩემი ქმრის საყვარლის ცოლად მოყვანა უნდა, იმიტომ რომ ის გოგო ბავშვს ელოდება...

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.