• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Saturday, April 11, 2026
inew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ…“- ლადო აფხაზავა ემოციურ მიმართვას ავრცელებს

by inew
12 February 2025
in საზოგადოება
0
„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ…“- ლადო აფხაზავა ემოციურ მიმართვას ავრცელებს
0
SHARES
116
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ლადო აფხაზავას, რომელიც 2019 წელს მსოფლიოს საუკეთესო 10 მასწავლებელს შორის იყო დასახელებული, 6000-ზე მეტმა ქართველმა კოლეგამ სასამართლოს მიერ დაკისრებული 5 000-ლარიანი ჯარიმის გადასახდელად თანხა შეუგროვა.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, შეგროვილი თანხით სხვების ჯარიმებსაც გადაიხდის.

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემს ქვეყანაში, რომელმაც ამდენი სისხლისა და მსხვერპლის ფასად მოიპოვა თავისუფლება, დემოკრატული პრინციპების დასამკვიდრებლად ბრძოლის, ღირსეული ადამიანის მიმართ გამოხატული სოლიდარობის გამო მე და ჩემი მეგობრები განსასჯელის სკამზე აღმოვჩნდებოდით. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ჩემი მოსწავლეებისა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების სამსახურში გავატარე და, მიუხედავად ბევრი ცილისწამებისა, ზეწოლისა და ახლანდელი წნეხისა, ისევ იმავე საქმის გაგრძელებას ვაპირებ. ჩვენ, ამ ქვეყნის ერთგულ, გულმტკივნეულ შვილებს, უსამართლობა ვერ შეგვაჩერებს. ხელისუფლება ვერ ხვდება, რომ ძალადობა კიდევ უფრო აძლიერებს პროტესტს და თუ ასე გააგრძელებენ, მათთვის უარესი იქნება. მოქალაქეები ხვდებიან, რა დღეშია დღეს ქვეყანა და როგორც შეუძლიათ, ისე იბრძვიან. აი თუნდაც მე იმხელა თანადგომა ვიგრძენი ჩემი კოლეგებისგან, მოსწავლეებისგან, სრულიად უცხო ადამიანებისგან, რომ სიტყვები უძლურია ჩემი მადლიერების გამოსახატავად. ჯერ მხოლოდ 6764-ზე მეტი მასწავლებლისგან ჩემს ანგარიშზე ჩარიცხული ლარ-ნახევრებით მოგროვდა ჯარიმის გადასახდელზე გაცილებით მეტი თანხა, რომ აღარაფერი ვთქვა ყოფილი მოსწავლეების, ახლობლებისა და სრულიად უცხო ადამიანებისგან ჩარიცხულ თანხებზე. გულითადი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, ჩემო კეთილო ადამიანებო (მინდა იცოდეთ, რომ ამ თანხით მე სხვების ჯარიმებსაც გადავიხდი). თქვენი სახით ვხედავ უდიდეს მხარდაჭერას, ვხედავ უამრავ გაბრაზებულ, იმედგაცრუებულ, ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მებრძოლ ადამიანს, რომლებსაც არ მოსწონთ, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. ამ ბრძოლას ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ. ერთად ბოლომდე! მადლობა ყველას“, – წერს ლადო აფხაზავა. 

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

ახალციხეში, სტომატოლოგიურ კლინიკაში ქალი გარდაიცვალა – საქმე გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო!

Next Post

„პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ის არის…“ – რა პასუხის გასცა კახა კალაძემ ანდრეი შევჩენკოს?

Next Post
„პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ის არის…“ – რა პასუხის გასცა კახა კალაძემ ანდრეი შევჩენკოს?

„პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ის არის...“ - რა პასუხის გასცა კახა კალაძემ ანდრეი შევჩენკოს?

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

S ქართული საიტების კატალოგი Saitebi.Space
H Home Problems & Fix Guides HomeProblemFix.space
ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
S კერძო სახლების პროექტები სახლების პროექტები
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.