• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Thursday, March 12, 2026
inew.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ვერაფრით ვახერხებ ჩემი ქმარი ძველ საყვარელს ჩამოვაშორო..

by inew
27 December 2022
in საზოგადოება
0
ვერაფრით ვახერხებ ჩემი ქმარი ძველ საყვარელს ჩამოვაშორო..
0
SHARES
525
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

შეყვარებულობის პერიოდშივე ვიცოდი, რომ ჩემს საქმროს ადრე საყვარელი ჰყავდა და მასთან ხანგრძლივი ურთიერთობაც ჰქონდა.  ჩემს შეყვარებულს ეს ამბავი არ დაუმალავს.

მასზე ხშირად მიყვებოდა. მეუბნებოდა, კარგი ადამიანია, უბრალოდ, არ გაუმართლა ცხოვრებაში, ქმარს გაშორდა და პატიოსნად ცხოვრობს, მე შევუყვარდი, მენდო და მთელი სამი წელი ერთად ვიყავითო. ისიც მითხრა, რომ ოჯახის წევრები მასთან კავშირს უშლიდნენ – ეშინოდათ, ცოლად არ მოეყვანა.

ის ქალი, ასაკით უფროსი ყოფილა და წინააღმდეგები ამის გამო იყვნენ, თორემ მის განათხოვრობას, ნაკლად არ თვლიდნენ. ნანახიც მყავდა, მოწესრიგებული, სასიამოვნო, კულტურული ქალის შთაბეჭდილება დამიტოვა. შეყვარებულს ვენდობოდი და ვიცოდი, ჩემი გაცნობის მერე მასთან ურთიერთობა აღარ ჰქონდა.

მოკლედ, რომ გავთხოვდი, მერე დამეწყო ეჭვიანობები. რამდენჯერაც დააგვიანებდა, ვეკითხებოდი, იმასთან ხომ არ იყავი-მეთქი. იგიჟებდა თავს, მეუბნებოდა: იმდენს იზამ, მართლა გიღალატებ და სწორედ მასთან წავალო. ერთი წლის წინ ტელეფონში მისი ესემესი ვნახე. მივხვდი, ისევ ხვდებოდა და მასთან ურთიერთობა არც გაუწყვეტია.

ვეცადე, გადამემოწმებინა, მაგრამ გზა ვერ გამოვნახე. ბოლოს, ის ქალი სოციალურ ქსელში მოვძებნე და მივწერე. არ მიპასუხა. ვიფიქრე, ეს რომ ჩემმა ქმარმა გაიგოს, მომკლავს-მეთქი, მაგრამ, ეტყობა, არ უთქვამს.

რამდენიმე დღეში ისევ შევეხმიანე და ვთხოვე, ეპასუხა. როგორც აღმოჩნდა, მიხვდა, რაც მინდოდა და პირდაპირ მომახალა: თუ შენს ქმარზე გინდა საუბარი, ჩვენს შორის არაფერი ხდება, არ გვაქვს ინტიმური ურთიერთობა, უბრალოდ, დიდი ხნის ნაცნობები ვართ, ხანდახან მომიკითხავს ხოლმე და სულ ეს არისო.

ვთხოვე, არ ეთქვა ჩემი ქმრისთვის, მაგრამ ალბათ, დაფიქრდა და გადაწყვიტა, ჩემზე შური ეძია. ჩემი ქმარი ჩემ წინააღმდეგ „დაქოქა“ და მიზანსაც მიაღწია. ჩემი მეუღლე ისე მეჩხუბა, სულ შეუგნებელი მეძახა. მიყვიროდა:

როგორ გაბედე და მისწერე, სანამ შენ გაგიცნობდი, ის იყო ჩემ გვერდით, მისგან ერთი წყენაც კი არ მახსოვს, მიფრთხილდებოდა და მივლიდა, ცდილობდა, ჩემთვის ცხოვრება გაელამაზებინა და ნამდვილ მამაკაცად მაგრძნობინა თავიო.

მეც არ დავუთმე და ავყევი: თუ ეგრე გიყვარდა, მე რაღას მაუბედურებდი-მეთქი. და, ამაზე ისეთი პასუხი გამცა, დღემდე შოკში ვარ. მითხრა:

იმიტომ მოგიყვანე ცოლად, რომ უბრალოდ, ოჯახი მქონოდა, ჩემები ასაკის გამო  იყვნენ მისი წინააღმდეგები. ვერ ხედავ, ფორმალურად გვქვია ოჯახი, თორემ ისევ მასზე ვარ შეყვარებულიო.

ისიც მითხრა, მე მას არ დავშორდები, ყოველთვის იქნება ჩემს ცხოვრებაში და ამ აზრს შეეგუეო. იცის, არსად წასასვლელი არსად მაქვს, არც ოჯახის დანგრევა მინდა და მაიძულებს, ავიტანო.

არ ვიცი, მათ შორის უბრალო მეგობრობაა თუ ინტიმური კავშირი, მაგრამ როცა აგვიანებს ან ჩემს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, ვხვდები, მის გვერდითაა და ლამის გავგიჟდე.

ვერ ვხვდები, ასეთი რა გაუკეთა იმ ქალმა, რომ დღემდე მის გვერდით უნდა ყოფნა და ცოლი არ აინტერესებს.

არადა, შეყვარებულობის პერიოდში, ჩემს მზეს ფიცულობდა. მეუბნებოდა, შენ ხარ ჩემი ქალღმერთიო. რას წარმოვიდგენდი, თუ ამ სიტყვების მიღმა მისი ყოფილი საყვარელი იდგა და მასზე ფიქრობდა.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

მოღალატე ცოლი ვარ და ასეთად ქმარმა მაქცია..

Next Post

„ჩემი შვილები მინდობით აღზრდაში მყავს და მათ სანახავად ჩასვლას ვერ ვახერხებ.. არაფერი მაქვს რომ მივუტანო“ – ახალგაზრდა ქალის ემოციური წერილი

Next Post
„ჩემი შვილები მინდობით აღზრდაში მყავს და მათ სანახავად ჩასვლას ვერ ვახერხებ.. არაფერი მაქვს რომ მივუტანო“ – ახალგაზრდა ქალის ემოციური წერილი

„ჩემი შვილები მინდობით აღზრდაში მყავს და მათ სანახავად ჩასვლას ვერ ვახერხებ.. არაფერი მაქვს რომ მივუტანო“ - ახალგაზრდა ქალის ემოციური წერილი

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.