• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Wednesday, March 18, 2026
inew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ვერც კი წარმოიდგენთ როგორ ვიტანჯები, როდესაც ჩემი ქმრის პერანგებს უცხო სუნამოს სუნი ასდის.. ასეთ დროს საკუთარი თავიც მეზიზღება, მაგრამ ვერაფერს ვერ ვამბობ..“ – ერთი ქალის მძიმე ისტორია

by inew
8 March 2023
in საზოგადოება
0
„ვერც კი წარმოიდგენთ როგორ ვიტანჯები, როდესაც ჩემი ქმრის პერანგებს უცხო სუნამოს სუნი ასდის.. ასეთ დროს საკუთარი თავიც მეზიზღება, მაგრამ ვერაფერს ვერ ვამბობ..“ – ერთი ქალის მძიმე ისტორია
0
SHARES
1.2k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ქალობა დავასამარე. ახლა მხოლოდ დედა ვარ ორი დღის წინ ძველ მეგობარს შევხვდი შემთხვევით. ქმარ-შვილთან ერთად სასექტემბრო საყიდლებზე დადიოდა სავაჭრო ცენტრში. სამი უფროსი ბიჭი სახლში დაეტოვებინა, ნაბოლარა ცისფერთვალება ფერია კი ყვავილივით მიჰკროდა მამას მკერდზე.

წლები არ მყავდა ნანახი, არც შეცვლილიყო. ისევ ისეთი ლამაზი და ტანადი იყო, მიუხედავად ოთხი შვილისა. მხოლოდ, თვალები აღარ უციმციმებდა უწინდებურად, თითქოს, მზერასაც მარიდებდა.

სიხარულით ჩავეკონეთ ერთმანეთს და თბილად დავშორდით.

დღეს დამირეკა. გამიხარდა. გულწრფელად გამოვხატე ჩემი სიხარული და აღფრთოვანება მისი სამაგალითო ოჯახის მიმართ. ჩემს სიტყვებს მისი მხრიდან დუმილი მოჰყვა. მეგონა, ტელეფონი გაითიშა, დავუძახე.

– შენ ვერ დაგიმალავ, ნინო, შვილები მყავს, ქმარი -არა! – მითხრა გაბზარული ხმით და მომიყვა, როგორ ჩააკითხა ქმარს პატარა ქალაქში, სადაც ერთი თვით იყო გაგზავნილი სამსახურიდან.

როგორ ფრთაშესხმული მიდიოდა და ბედნიერი ღიმილით გეგმავდა, როდის და როგორ ეთქვა ქმრისთვის, რომ თავის სხეულში ახალ სიცოცხლეს ატარებდა – სამი ბიჭის მერე ნანატრ გოგონას. შეხვედრისთანავე მიეხარებინა, თუ ღამეს დალოდებოდა – ვარსკვლავებიან ცას და სანთლის შუქზე ვახშამს…

მონატრებული შეხვედრის რომანტიკული წარმოსახვა ღალატის სასტიკმა რეალობამ სამუდამოდ გააცამტვერა და დაასამარა…

მერე ბუნდოვნად ახსოვს, როგორ უჭერდა ყელში უჰაერობა, როგორ გარბოდა გარეთ, მაგრამ არც უცხო ქალაქში იყო მისი სამყოფი ჰაერი, არც ქვეყანაში, არც სამყაროში…

– საკუთარ თავს ვეღარ ვიტან, – მითხრა აკანკალებული ხმით. – არავინ არაფერი იცის, ყველას ბედნიერი ოჯახი ვგონივართ, მე კი სიმართლეს ვერ ვამბობ, ვერ ვამბობ, რომ იმ დღის მერე ჩემი ქმრის დანახვაზეც კი უჰაერობა მიჭერს ყელში.

ვერ ვამბობ, რომ ვიტანჯები, როცა მის მაისურს უცხო სუნამოს სუნი ასდის და საკუთარი თავიც მეზიზღება, რადგან ვიტყუები, ამ უთქმელობით ვიტყუები. თავიდან ვტიროდი და ვჩხუბობდი, ახლა გული გავიქვავე, ქალობა დავასამარე.

ახლა მხოლოდ დედა ვარ, მხოლოდ შვილებისთვის ვცხოვრობ. გუშინ რომ დაგინახე, საკუთარი თავი შემზიზღდა. გამახსენდა, ვინ და როგორი ვიყავი ადრე და ჩემი ახლანდელი ყოფა ვერ ავიტანე. ვერ შევძელი, შენთან გულწრფელი არ ვყოფილიყავი.

იქნებ, გერჩივნა, მაგრამ ვერ შევძელი შენთან გაჩუმება, შენი მოტყუება… შვილებსაც ვერ ვუყურებ თვალებში, ვერ ვეუბნები, რომ მათი მამა მოღალატე ნაძირალაა.

პატარები არიან, ვერ გაიგებენ. ერთი და ორი მაინც მყავდეს, საერთოდ გადავიკარგებოდი ქვეყნიდან, ოთხი ბავშვით სად წავიდე? როგორ უნდა ვიცხოვრო ასე… გულგაციებულმა.. მითხარი, როგორ?. რატომ?.. როდემდე?.. – ქვითინი აუვარდა.

ცრემლები ღაპაღუპით მცვიოდა, მაგრამ პასუხი არ მქონდა… იქნებ, თქვენ იცით…

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

ნინო ვეკუა; წყარო: მშობლები.გე

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

„უკვე 25 წელი გავიდა და ისევ ჩუმად ვარ… მე დედაშვილობას ვუღალატე.. სიკვდილს შევატოვე ხელში.. ჩემი შვილები ვარჩიე…” – ქალის წერილი, რომესაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა

Next Post

„ჩემი მამამთილი ვერ იტანს, როცა ჩემი შვილი აწუხებს., მეც ვეღარ ვითმენ და მამამთილზე გამწარებული ბავშვს ვცემ.. არვიცი როგორ მოვიქცე..“ – ქართველი დედის ემოციური წერილი

Next Post
„ჩემი მამამთილი ვერ იტანს, როცა ჩემი შვილი აწუხებს., მეც ვეღარ ვითმენ და მამამთილზე გამწარებული ბავშვს ვცემ.. არვიცი როგორ მოვიქცე..“ – ქართველი დედის ემოციური წერილი

„ჩემი მამამთილი ვერ იტანს, როცა ჩემი შვილი აწუხებს., მეც ვეღარ ვითმენ და მამამთილზე გამწარებული ბავშვს ვცემ.. არვიცი როგორ მოვიქცე..“ - ქართველი დედის ემოციური წერილი

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

S ქართული საიტების კატალოგი Saitebi.Space
H Home Problems & Fix Guides HomeProblemFix.space
ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.