• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Friday, May 9, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თბილი, მოსიყვარულე და იდილიური ოჯახი მქონდა, სანამ ჩემი შვილი ცოლად ქაჯს არ მოიყვანდა.. მანაც არ მოისვენა და ისეთი რამ გააკეთა თმით ვითრიე – არვიცი რა მოვუხერხო

by inew
14 March 2023
in საზოგადოება
0
თბილი, მოსიყვარულე და იდილიური ოჯახი მქონდა, სანამ ჩემი შვილი ცოლად ქაჯს არ მოიყვანდა.. მანაც არ მოისვენა და ისეთი რამ გააკეთა თმით ვითრიე – არვიცი რა მოვუხერხო
0
SHARES
2k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
რემონტის შემდგომი დალაგება

თბილი, მოსიყვარულე და იდილიური ოჯახი მქონდა, სანამ ჩემი შვილი ცოლად ქაჯს არ მოიყვანდა. სიმართლე გითხრათ, თავიდან ისე იქცეოდა, მამა აბრამის ბატკანი გეგონებოდათ. ხმას არ იღებდა, თავდახრილი დადიოდა, ვეუბნებოდი ჩემს ქმარს:

ეს რა ცხვარივით გოგო მოიყვანა ჩვენმა შვილმა, ნეტავ როდის შეგვეჩვევა, მოშინაურდება ახალ ოჯახში და ცოტა გააქტიურდება-მეთქი. ზუსტად ერთ თვეში, ისე გააქტიურდა და მოშინაურდა, სახლში აღარ დაგვედგომებოდა. ყველაფერი გავუკეთე, ჩავაცვი, დავახურე, ოქრო ავასხი და იმის მაგივრად, მადლობა ეთქვა, იქით მისაყვედურა: ქორწილი მინდოდა, მათხოვარივით გავთხოვდი, თეთრი კაბა ვერ ჩამაცვითო.

ავუხსენი: შვილო, პანდემიის პერიოდია, ხომ იცი, არაფერი გვენანება თქვენთვის, მაგრამ სჯობს, თავი შევიკავოთ და მერე, ხელსაც მოაწერთ, ჯვარსაც დაიწერთ და ქორწილსაც გადაგიხდით-მეთქი. აყარა ტლინკები: ასი წლის მერე ვის რად უნდა თქვენი მათხოვრული ქორწილი, ახლა გავთხოვდი და ახლა მინდაო. ერთი სიტყვით, ვერ მოვითმინე და მკაცრად ვუპასუხე:

გათხოვილიყავი და შესულიყავი შენსავით შეუგნებელ ოჯახში, სადაც არც საკუთარ ჯანრთელობას უფრთხილდებიან, არც სხვისას და გადაგიხდიდნენ-მეთქი. მოკლედ, ამ დღიდან ამითვალწუნა. არაერთი მისი უაზრო საქციელი ჩავყლაპე, მაგრამ არ მომეშვა და ისეთი რამეები იკადრა, თმით მათრევინა თავი.

ახლაც არ მჯერა, რომ ეს მე ჩავიდინე. არადა, თავად 16 წლის ასაკში გავთხოვდი, არც ქორწილი მქონია და არც თავი გამოუდია ჩემი ქმრის ოჯახს საყიდლებით თუ ოქრო-ბრილიანტით, მაგრამ ხმას როგორ ამოვიღებდი? დედამთილს დღემდე თქვენობით ველაპარაკები და არც მისგან მახსოვს გადაბრუნებული სიტყვა.

მეც და ჩემი ქმარიც ჯერ კიდევ იმ ასაკში ვართ, როცა დასასვენებლად წასვლაც გვინდა, განმარტოებაც და ერთმანეთით ტკბობაც, მაგრამ, ვინ გაცლის? თუ რამე გვაქვს, ქალბატონს უნდა მივართვართ. ჩემი შვილიც მის ჭკუაზეა გადასული. ყოველდღე ითხოვს ფულს, რომ ასეირნოს თავისი კნეინა.

არც სამსახურის დაწყებას ფიქრობენ და არც ოჯახის ბიუჯეტის გაფრთხილებას. სულ არ აინტერესებთ, მე და ჩემს ქმარს როგორ გვეყოფა ხელფასი, საიდან მოვიტანთ საჭმელ-სასმელს და მათ სასეირნო ფულს. ჩემს მომზადებულს აღარ მიირთმევდა და ქმარსაც აიძულებდა, საჭმელი რესტორნიდან გამოეძახა.

ისიც მომადგებოდა და ფულს მთხოვდა. ბოლოს, ჩემს შვილს რომ „გავუჭედე“ და ვუთხარი, ან ჭკუით მოიქეცით, ან ისევ თმით არ მათრევინოთ თავი-მეთქი, შეეკრნენ ერთმანეთს და ქირით გადავიდნენ საცხოვრებლად. ეგონათ, თავს გავიგიჟებდი, შევეხვეწებოდი, დაბრუნდით-მეთქი ან ქირის ფულს გადავუხდიდი და ქვაბებით საჭმელს მივართმევდი.

მეტი საქმე არ მაქვს. ჩემმა ქმარმაც გამაფრთხილა: მიუშვი თავის ნებაზე ცოტა ხანი, გაიჭედებიან და კუდამოძუებულები რომ მობრუნდებიან, მერე ისწავლიან ჭკუასო. ასეც მოხდა. ორი თვე საძმაკაცო უხდიდა ბინის ქირას და საჭმელს კი ქალბატონის მშობლები უზიდავდნენ.

რომ მიხვდნენ, ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა, საგულაო ფულზე კი ზედმეტი იყო ლაპარაკი, სახლში მობრუნდნენ. ზედაც არ ვუყურებ არც ჩემს შვილს და არც მის ცოლს. ნამდვილად არ დამიმსახურებია ასეთი დამოკიდებულება მათგან. სირცხვილით თავს ვეღარ ვყოფ სანათესაო-სამეზობლოში.

არადა, სულ ვამბობდი: ახალგაზრდა დედამთილი ვიქნები, ჩემს რძალს, როგორც დაქალს, ისე მივუდგები და ძალიან მეყვარება-მეთქი. მეყვარება კი არა, ისე გამომიწვია და გამომიყვანა წყობიდან, თმაში რომ ვწვდი, ძლივს გამომგლიჯეს ხელიდან. ნამუსი რომ ჰქონდეს, ჩემ გვერდით ერთი წამიც არ უნდა გაჩერდეს.

რომელ სიყვარულზეა ლაპარაკი? ჩემი შვილიც გამოჭერილი ჰყავს. ყველაფერს ვხედავ და ვამჩნევ. ისიც კარგად ვიცი, მასთან შეყვარებულობის პერიოდში რომ ჰქონდა ინტიმური კავშირი და ამის გამო მოინდომა მისი ცოლობა. ახლა, დაუჟინია, შვილს არ გავაჩენ, სანამ ცალკე საკუთარი სახლი არ მექნებაო.

ელოდოს! არც სახლის მყიდველი ვარ და არც ჩემი შვილის გამაიმუნებას ვაპატიებ. ცოტას ვაცლი და მოვიყვან ჭკუაზე. წავუყენებ ულტიმატუმს – ან მოიქცეს ისე, როგორც ჩვენს ოჯახს ეკადრება და ან სამუდამოდ მიბრძანდეს ჩემი სახლიდან.

აღარ ვაპირებ ლოლიავს. გეფიცებით, მრცხვენია, ხელით რომ შევეხე და ზუსტად ვიცი, თუ არ მორჯულდა და გააგრძელა ასე მოქცევა, კიდევ მომიწევს მისი თმით თრევა, რაც ნამდვილად არ მინდა.

არადა, რა სიხარულით მივიღე, როგორ ჩავიხუტე და როგორი გეგმები და მიზნები მქონდა მასთან დაკავშირებით. როგორ მინდოდა, სამაგალითო დედამთილი და რძალი ვყოფილიყავით. თუმცა, მისი ხასიათის გამო ეს არასოდეს გამოვა და სჯობს, მართლა გამეცალოს.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

ნინო, 47 წლის.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

ვფიქრობდი ქმარმა ჩემზე გული იმიტომ აიცრუა, რომ ბავშვის გაჩენა არ შემეძლო, თუმცა საშინლად ვცდებოდი.. როცა მეგონა ყველაფერი დამთავრდა ჩემი ბავშვობის დაქალი ნაჩუქარი საბნის კუთხეში რაღაც ნივთთან შეხება ვიგრძენი..

Next Post

ოჯახურ თანაცხოვრებას თავისუფლება ვარჩიე და ქმარი მივატოვე.. ამას დღემდე ძალიან ვნანობ, მითუმეტეს როცა გავიგე როგორაა ჩემი ყოფილი ქმარი და რა მდგომარეობაში ვარ მე..

Next Post
ოჯახურ თანაცხოვრებას თავისუფლება ვარჩიე და ქმარი მივატოვე.. ამას დღემდე ძალიან ვნანობ, მითუმეტეს როცა გავიგე როგორაა ჩემი ყოფილი ქმარი და რა მდგომარეობაში ვარ მე..

ოჯახურ თანაცხოვრებას თავისუფლება ვარჩიე და ქმარი მივატოვე.. ამას დღემდე ძალიან ვნანობ, მითუმეტეს როცა გავიგე როგორაა ჩემი ყოფილი ქმარი და რა მდგომარეობაში ვარ მე..

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In