• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Tuesday, July 15, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„თუ არ ეტყვი შენს ცოლს, რომ მისგან წამოსვლა გინდა, ხვალ შენს სახლში მოვალ და ყველაფერს მე ვეტყვიო..“

by inew
18 March 2023
in საზოგადოება
0
„თუ არ ეტყვი შენს ცოლს, რომ მისგან წამოსვლა გინდა, ხვალ შენს სახლში მოვალ და ყველაფერს მე ვეტყვიო..“
0
SHARES
2.3k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დასუფთავების კომპანია

ლიკა მასზე სამი წლით უფროსი იყო. 14 წლის ბიჭი დღე და ღამე მასზე ფიქრობდა, მერე ფიქრი ოცნებად გადაექცა… ხვდებოდა, ის თავს არ გაუყადრებდა, მისი არასოდეს გახდებოდა… აბა, სად მეშვიდეკლასელი ღლაპი და სად – მეათეკლასელი ულამაზესი  გოგონა.

ლიკამ მუსიკალურ სასწავლებელში განაგრძო სწავლა, ოცნებობდა მომღერლობაზე, მაგრამ მალე გათხოვდა. არც იცოდა, რომ მის თაყვანისმცემლებს შორის იყო ერთი პატარა“ბიჭიც… რომც სცოდნოდა, მერე რა – ლიკას და გაგას დიდი ხანია უყვარდათ ერთმანეთი. გაგა კალათბურთელი იყო.

ერთი წლის შემდეგ ლიკა და მისი ქმარი ავარიაში მოყვნენ. ლიკა სასწაულად გადარჩა, გაგა დაიღუპა. ლევანმა გაიგო ეს ამბავი, მაგრამ მისვლა ვერ გაბედა.

გავიდა ხუთი წელი. ლიკა ყოველ შაბათს ქმრის საფლავზე დადიოდა. ერთხელ ლევანმა დაასწრო მისვლა, იქვე ჩამოჯდა და დაელოდა. ლიკა უცნობ მამაკაცს მიესალმა, მერე აღარც შეუხედავს, ალბათ ეგონა, ახლობლის საფლავზე მოვიდაო…

მოგვიანებით, ლევანმა თაიგულთან ერთად წერილი გაუგზავნა ლიკას. წერდა, თუ დაგაინტერესებს, ვინ არის შენი მარადიული თაყვანისმცემელი, ამ ნომერზე შემეხმიანეო. მესამე დღესღა გაისმა ტელეფონზე ზარი. სასიამოვნო ხმამ ლევანი იკითხა.

– ლევანი ვარ, თუ ნებას მომცემ, შენთან მოვალ.

– რუსთაველის მეტროსთან გელოდები 6 საათზე, – უთხრა ქალმა და ყურმილი დადო.

შეხვედრამდე დარჩენილი ოთხი საათი უსაშველოდ გაგრძელდა. როგორც იქნა, გამოჩნდა საოცნებო ქალი. ლევანი მის წინ გაჩნდა და გაუღიმა. ლიკამ დაკვირვებით შეათვალიერა:

– შენ რომელ წელს დაამთავრე ჩვენი სკოლა? ვერ გიხსენებ!

– მაშინ პატარებს ყურადღებას არ აქცევდი, თანატოლებში უამრავი თაყვანისმცემელი გყავდა, – მიუგო ლევანმა და გაღიმება სცადა, მაგრამ ლიკას სიტყვებმა ღიმილი სახეზე შეაყინა:

– და ახლა გგონია, რომ პატარა აღარ ხარ?

ლიკა მალევე დაემშვიდობა.

რახან ერთი გაბედა, მერე აღარ გაჩერებულა ლევანი. ყოველდღე ურეკავდა, ყვავილებს უგზავნიდა, ქალიც მიეჩვია მის ყურადღებას. გრძნობდა, რომ გაგას სიკვდილის შემდეგ ლევანი იყო პირველი, ვინც გული გაუთბო. ლევანმა იმდენი ქნა, თავი შეაყვარა.

ჯერ მარიამი შეეძინათ, მერე ტყუპი – ლაშა და ცოტნე. ლიკა ქმარ-შვილს შეჰხაროდა. ლევანმა ბიზნესს მიჰყო ხელი. მერე მოულოდნელად მის ფირმას ფინანსურმა პოლიციამ ბევრი “უზუსტობა” აღმოუჩინა და ჯარიმად უზარმაზარი თანხა დააკისრა.

ლევანს არ ეყო ფული და იძულებული გახდა, ბინა ბანკში ჩაედო. ამის შემდეგ დიდხანს აღარ უფიქრია და მოსკოვს მიაშურა. ლიკას უჭირდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, ქმარი გაამხნევა, – ხშირად ჩამოვალო.

ხუთი წელი მართლაც ხშირად დადიოდა მოსკოვში, სადაც დაუმეგობრდა ქართველ ქალბატონს, მუსიკალური სასწავლებლის დირექტორს. ელენემ ლიკას თავისთან დააწყებინა მუშაობა. ამის შემდეგ ლიკა 8 თვე მოსკოვში იყო, 4 თვე – თბილისში.

თითქოს ცხოვრება კალაპოტში ჩადგა. ლევანი ფარმაცევტულ ფირმაში მენეჯერად მუშაობდა, ლიკა კი ბავშვებს ამეცადინებდა, კერძო საათებიც ჰქონდა. შემოსავალს არ უჩიოდნენ. ერთხელ, თბილისიდან მოსკოვში დაბრუნებულს ქმარი ცოტა შეცვლილი ეჩვენა.

ნორმალურად არც დალაპარაკებია ცოლს, დილით ადრე მიდიოდა სამსახურში და შინ ძალიან გვიან ბრუნდებოდა. ცოლის შეკითხვებს მოკლედ პასუხობდა, დაღლილობას იმიზეზებდა.

ალბათ ამასაც დაიჯერებდა ლიკა, შემთხვევით რომ არ მოესმინა ღამის სატელეფონო საუბარი – მისი ქმარი ვიღაცას რუსულად ეუბნებოდა, – ცოტაც დამაცადე და მალე ვეტყვი ყველაფერსო. ცნობისმოყვარეობამ სძლია და პარალელური ყურმილი აიღო…

– მალე ბავშვი შეგვეძინება…  თუ არ ეტყვი შენს ცოლს, რომ მისგან წამოსვლა გინდა, ხვალ მოვალ და ყველაფერს მე ვეტყვი, – ქვითინით ეუბნებოდა უცნობი ქალი.

– აუცილებლად ვეტყვი, ძვირფასო, – ჰპირდებოდა ლევანი.

ლიკას თითქოს ცა ჩამოექცა… კაცი, რომელმაც დიდ სიყვარულთან ერთად სამი შვილი აჩუქა, სხვას ჰპირდებოდა ერთგულებას. საძინებელ ოთახში შესულ ლევანს ლიკა მღვიძარე რომ დახვდა, ცოტა შეცბა. ლიკამ მშვიდად ჰკითხა:

– ვისთან აპირებ წასვლას?

ამ კითხვას არ ელოდა ლევანი, თუმცა მიხვდა, ლიკამ მათი საუბარი მოისმინა. აღარ გადადო და ყველაფერი უთხრა… როგორ გაიცნო სამსახურში 23 წლის იანა.

ჯერ ფლირტით დაიწყო მასთან ურთიერთობა, მერე მიხვდა, რომ შეჰყვარებოდა. ლიკასთან დაშორება ვერ წარმოედგინა, მაგრამ როცა იანამ უთხრა, ორსულად ვარო, რაღა ექნა…

– ბავშვებს არაფერს მოვაკლებ, შენც დაგეხმარები… არ შემიძლია ორმაგი ცხოვრება, – ლამის ეხვეწებოდა ლევანი ოდესღაც საოცნებო და უძვირფასეს ქალს…

– დახმარებას არასოდეს გთხოვ! მხოლოდ ეს უთხრა ლიკამ და მეორე დღესვე გამოემგზავრა თბილისში, სადაც შვილები, მშობლები და მეგობრები ელოდებოდნენ…

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

ავტორი: მარინა ბაბუნაშვილი; კვირისპალიტრა

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

ყოფილმა ქმარმა, ჩემი შვილების მამამ, საყვარლობა შემომთავაზა. ხელისგულზე გატარებ, ფინანსურადაც დაგეხმარები, ოღონდ დამიბრუნდი, თეა ვერაფერს გაიგებსო.. არვიცი რა გავაკეთო..

Next Post

„ბებიაჩემი დღემდე ჯიუტად იმეორებს მირჩევნია ჩემი ქალიშვილი მომკვდარიყო, ვიდრე ცოლად იმას გაჰყოლოდაო.. თუმცა ეს ყველაფერი არ იყო, მან საშინელება ჩაიდინა..“

Next Post
„ბებიაჩემი დღემდე ჯიუტად იმეორებს მირჩევნია ჩემი ქალიშვილი მომკვდარიყო, ვიდრე ცოლად იმას გაჰყოლოდაო.. თუმცა ეს ყველაფერი არ იყო, მან საშინელება ჩაიდინა..“

„ბებიაჩემი დღემდე ჯიუტად იმეორებს მირჩევნია ჩემი ქალიშვილი მომკვდარიყო, ვიდრე ცოლად იმას გაჰყოლოდაო.. თუმცა ეს ყველაფერი არ იყო, მან საშინელება ჩაიდინა..“

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In