იუნგი ამბობს, რომ სიზმრების საშუალებით ადამიანს შეუძლია შეხედოს თავის ქვეცნობიერს და შინაგან სამყაროს, წერს გამოცემა Daily Plug. მეცნიერებმა იციან, რომ ჩვენი ტვინი სიზმარში რეაგირებს რეალურ ცხოვრებაში არსებულ საგნებსა და გარემოებებზე.
სიზმარმა შეიძლება გვითხრას, რა გვაწუხებს ყველაზე მეტად და რა მიმართულებით უნდა წავიდეთ. წარმოგიდგენთ 10 სიზმარს, რომელთა უგულებელყოფა არ შეიძლება:
- სიზმარში ფრენა
ფრენა ზოგადად განასახიერებს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. ეს მიანიშნებს, რომ სწორედ მისკენ ისწრაფვით. თუ სიზმარში ფრენის დროს დაეცევით, მაშინ რეალურ ცხოვრებაშიც მოგიწევთ დაბრკოლებების გადალახვა და გარკვეული პრობლემების მოგვარება.
- თუ სიზმარში ჩანჩქერებს ხედავთ
სიზმარში ხშირად ხედავთ ლამაზ ჩანჩქერებს? იცოდეთ, რომ ეს კარგი ნიშანია. ჩანჩქერი განასახიერებს გაწმენდას, პრობლემებისა და მავნე ჩვევების მოშორებას. ალბათ, უახლოეს მომავალში შეძლებთ სურვილების და ჩვევების გადალახვას, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის და იღბალი თქვენს მხარეს იქნება.
- იმ შემთხვევაში თუ კბილები გესიზმრებათ
თუ სიზმარში კბილები გესიზმრებათ, ეს ნიშნავს, რომ ძალიან გეშინიათ ახლობელი ადამიანის დაკარგვის. იმ შემთხვევაში თუ სიზმარში კბილები ჩამოგივარდებათ, ეს მიანიშნებს, რომ დაბნეული ხართ და ეს ხელს გიშლით დასახული მიზნის მიღწევაში.
თუ სიზმარში გაფუჭებული კბილები ნახეთ ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ჯანმრთელობის პრობლემები გელოდებათ. ხოლო ცარიელი სივრცე კბილის ნაცვლად სასიცოცხლო ენერგიის დაკარგვას და ნაადრევ სიბერეს განასახიერებს.
- თუ საკუთარი ან საყვარელი ადამიანის სიკვდილი დაგესიზმრათ
იმ შემთხვევაში თუ საკუთარი სიკვდილი სიზმარში ნახეთ ნიშნავს, რომ დიდხანს იცოცხლებთ. თუ საყვარელი ადამიანის სიკვდილი ნახეთ, ამ შემთხვევაშიც არ ინერვიულოთ – ამ ადამიანს ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრება ექნება.
- ორსულობა
იმ შემთხვევაში თუ საკუთარი თავი სიზმარში ფეხმძიმედ ნახეთ, ეს ნიშნავს, რომ სიმდიდრე, იღბალი და სურვილების ასრულება გელით. წინ მრავალი სასიამოვნო და ბედნიერი დღე გელოდებათ.
- იმ შემთხვევაში თუ ფული დაგესიზმრათ
თუ სიზმარში იპოვნეთ ფული ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ უმნიშვნელო წუხილებს წააწყდებით, მაგრამ ბოლოს დიდი ბედნიერება გელით. თუ სიზმარში ფული დახარჯეთ, ეს შესაძლო წარუმატებლობაზე მეტყველებს.
ხოლო თუ სიზმარში იღებთ თანხას ეს მიანიშნებს, რომ დიდი პერსპექტივა გაქვთ და საქმე კარგად წავა. დაკარგული ფული ნიშნავს, რომ თქვენთვის საუკეთესო დრო არ არის და სამსახურშიც გაგიჭირდებათ.
- ღალატი
სიზმრებში ღალატი ყოველთვის მიანიშნებს ცვლილებებს. დროა გაანალიზოთ თქვენი ცხოვრება. ნამდვილად კმაყოფილი ხართ თქვენი ქორწინებით? იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ ის უფრო წარმატებული და ბედნიერი გახადოთ.
გთხოვთ გააზიაროთ პოსტი და დააკომენტაროთ თქვენი აზრი.
გთხოვთ გააზიაროთ პოსტი და დააკომენტაროთ თქვენი აზრი.
ყურადღება: ფოტო პირობითია