ჟურნალ გზის ერთ-ერთ ნომერში ახალგაზრდა გოგონას წერილი გამოქვეყნდა, რომელიც რჩევას ითხოვს.. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
მეკო: “ძალიან გთხოვთ, ეს მესიჯი დამიბეჭდეთ, თქვენი რჩევები ძალიან მჭირდება. შარშან ერთი ბიჭი გავიცანი – მან იმ შენობის გარე ფასადი შეცვალა, სადაც მე ვმუშაობ.
გაცნობიდან ერთ კვირაში სიყვარული ამიხსნა. არც მე ვიყავი მის მიმართ გულგრილი და ამიტომაც, უპრობლემოდ ვხვდებოდი.
6 თვე ისე გავიდა, უბრალო კოცნის გარდა, არაფერი გვქონია, შემდეგ კი მასთან დავწექი და ცოტა ხანში დავორსულდი კიდეც.
4 თვის ფეხმძიმე ვიყავი, როცა მივხვდი, რაც მჭირდა (ახლა მეხუთე თვეში ვარ). ეს რომ გაიგეს, ჩემებმა სახლიდან გამომაგდეს.
ჰოდა, “ლოვეც” სწორედ ამის შემდეგ გამომიტყდა, რომ ცოლ-შვილი ჰყავდა: ჩემი ოჯახი საზღვარგარეთ ცხოვრობდა, ახლა კი სამშობლოში ბრუნდებიანო. მოკლედ, დავრჩი ქუჩაში.
P.S ამჟამად მის ძმაკაცთან ვცხოვრობ, აქ თავად მომიყვანა. გთხოვთ, მირჩიეთ, როგორ მოვიქცე? მას ბავშვიც არ უნდა”.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია