• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Tuesday, July 1, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ისტორია იმის შესახებ თუ როგორ შეძლო დედამ საკუთარი შვილის დაბრუნება – ემოციური ამბავი დედაზე

by inew
21 November 2022
in საზოგადოება
0
ისტორია იმის შესახებ თუ როგორ შეძლო დედამ საკუთარი შვილის დაბრუნება – ემოციური ამბავი დედაზე
0
SHARES
391
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
დასუფთავების კომპანია

ეს ამბავი მარტოხელა დედის ოჯახში მოხდა. ქალი ვაჟს მარტო ზრდიდა – ქმარს მაშინ გაეყარა, როცა პატარა წლისაც არ იყო. ბიჭი უკვე თოთხმეტი წლის გახდა, დედა – 35-ის.

ბოლო დროს ცხოვრება ჯოჯოხეთს დაემსგავსა. იმის გარდა, რომ დედას დღე და ღამ მუშაობა უწევდა სარჩო-საბადებლის საშოვნელად, შვილიც ამოვარდა კალაპოტიდან: ცუდად სწავლობდა, ეუხეშებოდა, არც სახლში ეხმარებოდა რამით.

მეხუთე კლასამდე ასე თუ ისე ცდილობდა სწავლას. მერე თანდათან გაუფუჭდა ნიშნები. ამას კიდევ უარესი მოჰყვა – მასწავლებლების შენიშვნები, ჩივილი იმაზე, რომ მის თანატოლებს ჯიბის ფული ჰქონდათ, მას კი არა.

რაიმეს შეცვლის სრული უუნარობისგან ქალი გამუდმებით გაღიზიანებული და დაღლილი იყო. მის შენიშვნებს და ნოტაციებს ბიჭი უკვე მდუმარედ უსმენდა, თუმცა არც გაკვეთილებს სწავლობდა და არც სახლში ეხმარებოდა.

ერთხელაც დედა შინ დაბრუნდა და ნახა, რომ ოთახი კვლავ აულაგებელი იყო, არადა, შინიდან გასვლის წინ უბრძანა: “იცოდე, როგორც კი მოხვალ სკოლიდან, დაალაგე, არეული არ დამახვედრო სახლი!”

ჩაიდანი გაზქურაზე შემოდგა და დაღლილმა მტვრის გადაწმენდა დაიწყო. უცებ შენიშნა, რომ მისი საყვარელი ბროლის ლარნაკი უწინდელ ადგილას აღარ იდგა. პირველმა, რაც გაუელვა თავში, ის იყო, რომ ამაში ბიჭის ხელი ერია. მის გარდა ხომ შინ არავინ იყო.

წაიღო? გაყიდა? მაგრამ რისთვის? მაშინვე გაახსენდა, რომ სულ ცოტა ხნის წინ დაინახა ვიღაც საეჭვო ბიჭებთან. როცა ჰკითხა, ვინ იყვნენ ის ბიჭები, მისმა ვაჟმა რაღაც ჩაიბურტყუნა გაუგებრად.

ერთმანეთზე უარესი ფიქრები მოსდიოდა თავში: ნარკომანებს ხომ არ გადაეყარა? ან ქურდებს?.. რაღა ვქნა? რა მეშველება?

გარეთ შებინდდა. ქალი სავარძელში ჩაეშვა. “თვითონ ვარ დამნაშავე! ჩემი ბრალია! სახლში ყოფნა შევაძულე ბავშვს. დილასაც კი ყვირილით ვაღვიძებ.

საღამოსაც ვყვირი. შვილო, საყვარელო, რატომ შეგხვდა ასეთი უხეირო დედა?” დიდხანს ტიროდა. მერე ისევ დალაგება დაიწყო, რაღაცაზე მაინც რომ გადაეტანა ყურადღება.

მაცივრის უკან მტვრის წმენდისას უცებ რაღაცას წააწყდა – ნაჭერი იყო გადახვეული. ცოტა რომ გამოქაჩა, ნამსხვრევებმა გაიწკარუნეს. გახსნა – დამტვრეული ლარნაკის ნაწილები იყო. `გაუტყდა. – მიხვდა და ატირდა, ოღონდ უკვე სიხარულისგან, – გაუტყდა და დამალა.

სულელი. ახლა კი ალბათ სახლში მოსვლა ეშინია~. უცებ წარმოიდგინა, როგორ განრისხდებოდა, თავისი ლარნაკი დამტვრეული რომ დაენახა… საკუთარ თავს გაუბრაზდა და სწრაფად დაიწყო ვახშმის მომზადება. მერე მაგიდა გაშალა, ხელსახოცები დაალაგა…

ბიჭი რომ მოვიდა, უკვე თორმეტი საათი ხდებოდა. კარი ფრთხილად გააღო და ზღურბლზე გაშეშდა, მორიგი სკანდალის მოლოდინში. მაგრამ ჩხუბის ხმა არ გაუგონია. ამის ნაცვლად დედა მიუახლოვდა, მხარზე მოეფერა და ჰკითხა: “სად ხარ ამდენ ხანს? ვღელავდი. არ შეგცივდა?”

შვილმა გაოგნებულმა შეხედა დედას. მან კი განაგრძო: `მიდი, სწრაფად დაიბანე ხელები, ვივახშმოთ. შენი საყვარელი კერძი მოვამზადე~.

ბიჭს დაავიწყდა კიდეც, როდის მიმართა ბოლოს ასე დედამ. გაოცებული სახით გავიდა ხელების დასაბანად, მერე წყნარად დაჯდა სკამზე და თავი დახარა.

“ჭამე, რაღას ელოდები?”

ბიჭმა დედას შეხედა და აკანკალებული ხმით უთხრა: `”ლარნაკი გავტეხე…”

“ვიცი, შვილო. არა უშავს, ოდესღაც ყველაფერი ტყდება”.

უცებ ბიჭი მაგიდას დაეყრდნო და ატირდა. ქალი შეცბა – რა ხანია არ უნახავს შვილის ცრემლები – და თავადაც აქვითინდა.

როცა ორივე დაწყნარდა, დედამ უთხრა:

– მაპატიე, შვილო. სულ გიყვირი, ვჩხუბობ. გამიგე, ძალიან მიჭირს. როგორ გგონია, ვერ ვხედავ, რომ ისე კარგად არ გაცვია, როგორც შენს თანაკლასელებს. დავიღალე. მაპატიე, აღარ გატკენ გულს…

ხალისიანად, მაგრამ მდუმარედ ივახშმეს. მერე მდუმარედვე დაწვნენ დასაძინებლად.

დილით ბიჭს გაღვიძება არ დასჭირდა – თვითონ ადგა. როცა სკოლაში აცილებდა, ქალმა ამდენი ხნის განმავლობაში პირველად ნაცვლად ამისა: “იცოდე, არ დამაღალატო…”, უთხრა: “აბა, შენ იცი, საღამომდე!”

სამუშაოდან დაბრუნებულს სახლი დალაგებული დახვდა, ბიჭს კარტოფილიც კი შეეწვა. მცირე ხნის შემდეგ კი სკოლის ნიშნებსაც დაეტყო მისი გახალისება.

ყველაზე ბედნიერი კი ის დღე იყო დედისთვის, როცა საღამოს ბიჭი გვერდით მიუჯდა და მხარზე თავი დაადო.

ქალი გაირინდა. ბიჭის მთელმა ბავშვობამ გადაურბინა თვალწინ, გათენებულმა ღამეებმა, პირველმა სიტყვამ და პირველმა ნაბიჯებმა.

გაახსენდა, როგორ ადებდა თავს მხარზე და ასე იძინებდა ხოლმე, სანამ დედა ზღაპარს უამბობდა… ქალი მიხვდა, რომ შვილი დაიბრუნა…

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

98 წლის მოხუცი, რომელიც ფულს მთელი ცხოვრება გარკვეული მიზეზით აგროვებდა – ალბათ ეს ფოტო ბევრ თქვენგანს უნახავს, მაგრამ ამ საოცარი ადამიანის შესახებ სიმართლე მთელმა სამყარომ უნდა გაიგოს

Next Post

დედის მაცოცხლებელი კოცნა… – წარმოუდგენელი ამბავი, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ

Next Post
დედის მაცოცხლებელი კოცნა… – წარმოუდგენელი ამბავი, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ

დედის მაცოცხლებელი კოცნა... - წარმოუდგენელი ამბავი, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
მომსახურება
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In