• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Friday, May 9, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

იძულებული ვარ ძმასა და ცოლ-შვილს შორის არჩევანი გავაკეთო.. არვიცი როგორ მოვიქცე..

by inew
14 December 2022
in საზოგადოება
0
იძულებული ვარ ძმასა და ცოლ-შვილს შორის არჩევანი გავაკეთო.. არვიცი როგორ მოვიქცე..
0
SHARES
2k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
რემონტის შემდგომი დალაგება

მსოფლიოში უნარშეზღუდული ადამიანების რაოდენობა დიდია. ისინი დაავადებულნი არიან სხვადასხვა სენით, რომლებიც, ძირითადად, თანდაყოლილია. ასეთი ბავშვი დაიბადა რამდენიმე წლის წინ თბილისში, ინჟინრების ოჯახში.

რასაკვირველია, მშობლებს მასზე უარი არ უთქვამთ, ჩვილი შინ წამოიყვანეს და ის და მისი უფროსი ძმა ერთად გაზარდეს. გიორგი პროფესიით ქიმიკოსია და როცა მშობლები დაეღუპა, ავადმყოფ ძმაზე მზრუნველობა საკუთარ თავზე აიღო. დაოჯახებულია და ერთი ქალიშვილი ჰყავს.

მის ოჯახში კონფლიქტის მიზეზი ქმრის ხუთი წლით უმცროსი ძმაა, რომელიც უნარშეზღუდულია და მუდმივად ყურადღება და მზრუნველობა სჭირდება…

ჩემი ძმა გონებრივად ჩამორჩენილია, თანაც, დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს. ხშირად საკვებსაც ჩემი ხელით ვაჭმევ, მაგრამ უწყინარი და მშვიდი ადამიანია. არავის ერჩის, პირიქით, ძალიან დადებითად და თბილადაა გარშემო მყოფების მიმართ განწყობილი.

გარეთ თითქმის არ გადის, ოთახში ზის და ხატავს, ტელევიზორს უყურებს ან რაღაცებს კითხულობს. რასაკვირველია, სანამ ცოლს მოვიყვანდი, ანასთვის ჩემი ოჯახური მდგომარეობა ცნობილი იყო. მაშინ მშობლები ცოცხალი მყავდა და ოთხივე ერთად ვცხოვრობდით. ამის თაობაზე ანას პრეტენზია არ გამოუთქვამს.

იცოდა, რომ ცალკე ბინა არ მქონდა, არც მისი ყიდვის საშუალება და როცა ცოლად შევირთავდი, ისიც იმ ბინაში იცხოვრებდა. თავიდან ყველაფერი ჩვეულებრივად იყო. ანა ხმას არაფერზე იღებდა, მაგრამ როცა დედაჩემი ავად გახდა და სადილების მომზადება, დალაგება, რეცხვა და სხვა საოჯახო საქმეები კისერზე ჩემს ცოლს დააწვა, პრობლემებიც მაშინ დაგვეწყო.

გამუდმებით მსაყვედურობდა და ამბობდა, რომ დაიღალა ჩვენი მომსახურებით და დამხმარე სჭირდებოდა. მე ამის საშუალება არ მქონდა, რადგან ჩემი მწირე ხელფასით ამას ვერ გავწვდებოდი. ოჯახში მე და მამა ვმუშაობდით. ანა ბავშვებს ინგლისურში ამზადებდა, მაგრამ ფულს ოჯახს არ ახმარდა.

მისი შემოსავალი, ძირითადად, ჩაცმა-დახურვასა და მეგობრების საჩუქრებში მიდიოდა. შეიძლება, შემოსავლის ნაწილს თავის მშობლებსაც აძლევდა, არ ვიცი, ამ თემაზე არასოდეს გვილაპარაკია, მაგრამ ფაქტია, რომ ოჯახში შემომტანი მხოლოდ მე ვიყავი და ვარ. რაც მშობლები გარდამეცვალა, ანა აღარ მუშაობს.

თქვა, შენს ძმას მოვლა უნდა, თან ჩვენი ქალიშვილი უკვე სკოლის მოსწავლეა და გოგონას გვერდით მიჯდომა და მეცადინეობის დროს დახმარება სჭირდებაო. ეს, უბრალოდ, მიზეზი იყო, თორემ…

– და სინამდვილეში რა მოხდა?

– ის, რომ ანა სახლში დაჯდა და პრეტენზიების წამოყენება დამიწყო. ჩვენი შვილი უკვე დიდია, მისი მეგობრები რომ გვესტუმრებიან და დაინახავენ, სოფოს ავადმყოფი ბიძა ჰყავს, შეიძლება შეშინდნენ და აღარ მოვიდნენ.

ან კიდევ უფრო უარესი, თქვან, რომ ეს გენეტიკურია და სოფო რომ გათხოვდება, შეიძლება მასაც ისეთივე შვილი შეეძინოსო. არ მინდა, ბავშვი დაკომპლექსდეს და შინ მეგობარი ვერ მოიყვანოს. არ მინდა ბიძამისის გამო მას რამე სახის დისკომფორტი შეექმნასო.

– რას გთავაზობდათ?

– მთავაზობდა, ჩემი ძმისთვის ერთი ოთახი მეყიდა და იქ გადამეყვანა. დამექირავებინა მომვლელი, რომელიც დღედაღამ მის გვერდით იქნებოდა და მოუვლიდა. შესაძლებლობა რომ მქონდეს, ამას მაინც ვერ და არ გავაკეთებ. ნოდარი ჩემი ძმაა და რაც უნდა მოხდეს, გვერდიდან ვერ მოვიშორებ.

როცა ანას ეს მოთხოვნა არ დავუკმაყოფილე, სოფოს ხელი მოჰკიდა და თავის მშობლებთან გადასახლდა. მუშაობა ისევ დაიწყო და მეუბნებოდა, თუ გინდა ოჯახი შეინარჩუნო, დროზე მოეგე გონს, თორემ ახალგაზრდა ვარ, თაყვანისმცემლები არ დამელევა, მათგან ერთ-ერთს ავირჩევ და გავთხოვდებიო.

ერთი პერიოდი იმითაც მემუქრებოდა, ბავშვს არ განახვებ, რადგან შენ მას სახლში წაიყვან და ბიძამისის საცოდაობას აყურებინებო, მაგრამ მერე ცოტა მოლბა და ბავშვს უპრობლემოდ მატანდა. ასე ცხოვრობდა წელიწადნახევარი. მერე თავად გადმოდგა პირველი ნაბიჯი და შემირიგდა.

მეუბნებოდა, ჩემებთან გადავიდეთ საცხოვრებლადო; ნოდართან დილას მივალ და ყველაფერს გავუმზადებ, შენ საღამოს შეუვლი და მერე ჩვენთან მოხვალო. ღამე კი მარტო დაიძინებს, არაფერი მოუვაო, მაგრამ ამაზეც არ დავთანხმდი, ჩემს ძმას ღამით მარტო ვერ დავტოვებ.

– აბა, რას აპირებთ?

– არ ვიცი. ის დრო, რაც მე და ანა ერთად არ ვცხოვრობდით, სულ ამ თემაზე ვფიქრობდი, მაგრამ გამოსავალს ვერ მივაგენი. ახლა ერთად ვართ, ჩემი მშობლების სახლში ვცხოვრობთ, მაგრამ ორ ზღვას შუა ვარ გაჭედილი და არ ვიცი, როგორ მოვიქცე.

არც ოჯახის დანგრევა მინდა და არც ძმის მიტოვება. ბავშვი ორი დღეც რომ არ ვნახო, სიგიჟემდე მენატრება. ეგ ერთი შვილი მყავს და ჩემთვის ყველაფერია…

– იქნებ კიდევ ერთხელ დაელაპარაკოთ მეუღლეს და დაარწმუნოთ იმაში, რომ ძმას ვერ მიატოვებთ…

– რამდენჯერ უნდა ველაპარაკო?! არაფერს აქვს აზრი. არ ესმის, უფრო სწორად, არ უნდა გაგება და მორჩა! პატარა ბინა რომ გვქონდეს, კიდევ გავუგებდი, მაგრამ ოთხოთახიანი ბინა გვაქვს და ნოდარს თავისი ოთახი აქვს.

შეიძლება მთელი დღე თავისი ოთახიდან არც კი გამოვიდეს. ხშირად არც აქვს ამის სურვილი. თუ ეტყვი, რომ სტუმარი მოვიდა, უხარია, მაგრამ რომ აუხსნი, რომ ის რამდენიმე საათი თავის ოთახში უნდა იყოს, არც ამაზე ექმნება პრობლემა.

საბედნიეროდ, ელემენტარული რაღაცები ესმის და თუ დაელაპარაკები, წინააღმდეგობას არ გაგიწევს… არ ვიცი რა მოხდება, რა შეიცვლება, მაგრამ დღეს რომ ჯოჯოხეთში ვარ, ეს კი ვიცი…

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია; ანა კალანდაძე; ჟურნალი “რეიტინგი”

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

რძალმა ლამის ჭკუიდან შემშალა.. ისეთი რამ გააკეთა საბოლოოდ სახლიდან გავაგდე და არც შვილს ვატან..

Next Post

„მე თეონა ვარ და თავს სრულიად წარმოუდგენელი რამ გადამხდა..“ – ამბავი, რომელიც უამრავი ადამიანის განხილვის საგანი გახდა

Next Post
„მე თეონა ვარ და თავს სრულიად წარმოუდგენელი რამ გადამხდა..“ – ამბავი, რომელიც უამრავი ადამიანის განხილვის საგანი გახდა

„მე თეონა ვარ და თავს სრულიად წარმოუდგენელი რამ გადამხდა..“ - ამბავი, რომელიც უამრავი ადამიანის განხილვის საგანი გახდა

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In