• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Saturday, March 14, 2026
inew.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„კაცობაზე ხელი ავიღე, ცოლს უფლება მივეცი, რომ საყვარელი ჰყავდეს… ვიცი, ჩემი შვილები რომ გაიზრდებიან, ამას არ მაპატიებენ, რადგან თიკა არაფერს მალავს და საყვარელი კორპუსამდეც კი აცილებს.. არვიცი როგორ მოვიქცე..“

by inew
10 March 2023
in საზოგადოება
0
„კაცობაზე ხელი ავიღე, ცოლს უფლება მივეცი, რომ საყვარელი ჰყავდეს… ვიცი, ჩემი შვილები რომ გაიზრდებიან, ამას არ მაპატიებენ, რადგან თიკა არაფერს მალავს და საყვარელი კორპუსამდეც კი აცილებს.. არვიცი როგორ მოვიქცე..“
0
SHARES
16.7k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

მეუბნებოდა, რომ ვეზიზღებოდი, ბოლოს თავის ბედს შეეგუა და შვილის შეძენის შემდეგ ყველაფერი დალაგდა ბესო ის იშვიათი გამონაკლისია, რომელსაც მოუნდა, საკუთარი პრობლემის შესახებ საზოგადოებისთვის მოეყოლა.

ჰგონია, რომ ამ ნაბიჯს წლების შემდეგ შვილები არ აპატიებენ, მაგრამ მიაჩნია, რომ ცოლმა სხვა გამოსავალი არ დაუტოვა.

– თიკა 15 წლის იყო, ცოლად რომ მოვიყვანე. ვაღიარებ, მოვიტაცე, არ ვუყვარდი. მასზე ხუთი წლით უფროსი ვიყავი. დედა 17 წლის ასაკში დამეღუპა და მე და მამას ძალიან გვიჭირდა მარტო ცხოვრება.

მამა მეუბნებოდა, დაქორწინდი, მე ცოლის მოყვანას არ ვაპირებ და რძალი ორივეს მოგვხედავსო. თიკა სულ სამჯერ მყავდა ნანახი და ისე მოვიტაცე. მგონია, რომ ამ სულელური ნაბიჯისთვის ვისჯები.

– მეუღლეს არ შეუყვარდი?

– ორი თვე ახლოს არ მიკარებდა. მეუბნებოდა, რომ ვეზიზღებოდი, ბოლოს თავის ბედს შეეგუა და შვილის შეძენის შემდეგ ყველაფერი დალაგდა. უკვე ექვსი წელია ერთად ვართ, პირველი ბიჭი შეგვეძინა, მეორე – გოგონა.

რაღაცნაირად დავწყნარდი, ცხოვრება ნორმალურად მიდიოდა, სანამ ერთ დღეს მამაჩემმა არ გამოგვიცხდა, რომ ცოლს ირთავდა.

ჩემზე მეტად სახლში მეორე დიასახლისის გამოჩენა თიკას არ ესიამოვნა, მეხვეწებოდა, ცალკე გადავიდეთ საცხოვრებლადო, მაგრამ დიდი ბინა გვაქვს და ქირით ცხოვრება ზედმეტ ხარჯად მიმაჩნდა. ახლა ვნანობ, რომ არ დავუჯერე, იქნებ, დღეს ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო.

– დედინაცვლის გამოჩენამ სახლში რა შეცვალა?

– ცუდი ქალი არ იყო, მაგრამ ჩემმა ცოლმა ამოიჩემა, ამბობდა, უკან დამდევს და მითვალთვალებსო. ერთხელ ისიც მითხრა, ტელეფონში ჩემი მესიჯები წაიკითხაო.

არადა, ლენას მსგავსს ვერაფერს ვატყობდი. მამაც ბედნიერი იყო, დედინაცვალი ბავშვებს გვიზრდიდა და თიკასაც უფრო მეტი დრო ჰქონდა საკუთარი თავისთვის.

– მუშაობა ხომ არ დაიწყო?

– არა, მაგრამ პერიოდულად შინ მოსვლას აგვიანებდა და ამბობდა, რომ კლასელებს შეხვდა და მათთან ერთად გაატარა დრო.

15 წლის ბავშვს ცხოვრება დავუნგრიე. თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, რომ ყველაფერს მოაკლდა და ამიტომ უფლებას ვაძლევდი, მეგობრებთან ერთად თუნდაც საღამოს სადმე კაფეში დამჯდარიყო ან მათთან სტუმრად მისულიყო.

ერთადერთი არ მესიამოვნა, როდესაც ერთ დღეს დამირეკა და მითხრა, რომ ერთ-ერთ მეგობართან რჩებოდა, ვეხვეწე, რომ მივიდოდი და წამოვიყვანდი, მაგრამ მისამართი არ მითხრა.

მთხოვა, ორ დღეში თხოვდება, გოგონები მასთან ვრჩებით და ამის უფლება მომეციო.

ის ღამე ნერვიულობაში გავათენე. დილას ლენამ მითხრა, რომ ჩემი ცოლი რამდენჯერმე ერთსა და იმავე ბიჭთან ერთად დაინახა, რომელმაც კორპუსის სიახლოვეს მანქანიდან ჩამოსვა და უკვე მეზობლებიც ლაპარაკობდნენ, რომ თიკა მღალატობდა.

– აქამდე არ ეჭვიანობდი?

– არა, ძალიან ვენდობოდი და თან მჯეროდა, რომ შევუყვარდი. სხვა თუ არაფერი, ორი შვილი მაჩუქა და ვფიქრობდი, რომ საკუთარ შვილებს არ აკადრებდა.

იმ დღეს სახლში დაბრუ-ნებულ ცოლს ფიზიკურად გავუსწორდი. ყველაფერი ჩემს დედინაცვალს დააბრალა, ბავშვები დაგვიტოვა და გაიქცა. ერთი კვირა არ გამოჩენილა, ბოლოს დამირეკა და მითხრა, რომ დედამისთანაც ვერ ჩერდებოდა და სახლში უნდოდა დაბრუნება.

– ალბათ, შვილებიც ენატრებოდა…

– არ ვიცი, მაგაზე თავს ვეღარ დავდებ, რადგან დაბრუნებულმა გამომიცხადა, რომ სხვა შეუყვარდა და უკვე სამი თვე იყო მას ხვდებოდა.

თან დააყოლა, შენთანაც ვიქნები და მასთანაც. ის ცოლად არ მომიყვანს ორშვილიან გოგოს და შენთან თავშესაფარი მექნებაო.

იმ დღეს ისევ ფიზიკურად გავუსწორდი, მთელი ღამე ტიროდა და მთხოვდა, არ გამეგდო. იმ ღამიდან უკვე ერთი თვე გავიდა და ისევ ერთად ვცხოვრობთ.

ამ პერიოდის განმავლობაში ფიზიკური ურთიერ-თობა არ გვქონია, მაგრამ ერთად გვძინავს და გამოდის, რომ კაცობაზე ხელი ავიღე, ცოლს უფლება მივეცი, რომ საყვარელი ჰყავდეს…

ვიცი, ჩემი შვილები რომ გაიზრდებიან, ამას არ მაპატიებენ, რადგან თიკა არაფერს მალავს და საყვარელი კორპუსამდე აცილებს, მაგრამ ვაღიარებ, რომ მის წინაშე თავს დამნაშავედ ვგრძნობ, მეცოდება, მესმის მისი, რომ არ ვუ-ყვარვარ და მაინც ბედნიერი ვარ, რომ ყოველდღე ვხედავ.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეტ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

წყარო: კვირისპალიტრა

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

„ქალებო, კარგად დაიმახსოვრეთ, ყველა ვინც საკუთარ შვილს გაიმეტებს, ზუსტად ისე დაისჯება, როგორც მე ვისჯები..“

Next Post

„არ ვიცი, რამდენ ხანს ვიცოცხლებ, მაგრამ დედამთილი მაინც არ ცხრება… მე ჯანმრთელი მაინც ვიყავიო – გულს მიხეთქავს ასეთი შხამიანი ტექსტებით…“ – ახალგაზრდა ქალის წეილი

Next Post
„არ ვიცი, რამდენ ხანს ვიცოცხლებ, მაგრამ დედამთილი მაინც არ ცხრება… მე ჯანმრთელი მაინც ვიყავიო – გულს მიხეთქავს ასეთი შხამიანი ტექსტებით…“ – ახალგაზრდა ქალის წეილი

„არ ვიცი, რამდენ ხანს ვიცოცხლებ, მაგრამ დედამთილი მაინც არ ცხრება... მე ჯანმრთელი მაინც ვიყავიო - გულს მიხეთქავს ასეთი შხამიანი ტექსტებით...“ - ახალგაზრდა ქალის წეილი

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.