ლომისა და მშვილდოსნის შეთევსება – ორი ცეცხლოვანი ნიშნის

ეს არის უსასრულობაში შეცურებული გემის ორკაციანი ეკიპაჟი, რომელშიც ორივე კაპიტნობისთვის იბრძვის, უფრო სწორად ერთი გემის კაპიტანია და მეორე კიდევ მუდმივად რევოლუციას აწყობს. ისინი მთელი ცხოვრება ცდილობენ გაარკვიონ, ვინ არის ოჯახში უფროსი, მაგრამ ვერაფრით არკვევენ.

ისინი ორივენი ლიდერები არიან, მაგრამ რადგან ფიქსირებული ლომი გაცილებით უფრო ჯიუტი და ხისტია, მშვილდოსანს მოუწევს მოქნილობა და კონფლიქტის შემდეგ ურთიერთობების აღდგენა.
ეს არის ორი ბედის ნებიერა ნიშანი. იუპიტერის და მზის პირმშო. ორივე ქარიზმატულია, თბილი, კეთილი, ხელგაშლილი და იმპულსური. ხშირად ეტაკებიან ხოლმე ერთმანეთს, მაგრამ ორთქლს ამოუშვებენ და მერე ისევ ტკბილად აგრძელებენ ჩუქჩუქს.

თანაც არცერთი რჩება დაზარალებული, რადგან არცერთი არ თმობს არაფერს. ეს კარგი წყვილია… თუ რუკებიც ხელს უწყობთ, შესანიშნავი. ამას მათ სახლში შესვლისთანავე იგრძნობთ, რაღაც საშინლად დადებითი აურა იქნება, ისეთი, მასპინძლების მიმართ პატივისცემით რომ განგაწყობთ. სტუმრობა კი ხშირად მოგიწევთ მათთან რადგან ორივე მათგანს მოსწონს მხიარულება, წვეულებები და დიდი თავგადასავლები.

ჩვენც რა დაგვრჩენია, ზურგის ქარი ვუსურვოთ მათ!

You may also like...

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *