• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Saturday, May 10, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მეგობარმა დაურეკა შენთვის ქალი გამოვიძახე და მალე მოგადგება კარზეო… როგორ იქცა ქალი გამოძახებით მის ცოლად…

by inew
20 March 2023
in საზოგადოება
0
მეგობარმა დაურეკა შენთვის ქალი გამოვიძახე და მალე მოგადგება კარზეო… როგორ იქცა ქალი გამოძახებით მის ცოლად…
0
SHARES
15.3k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
რემონტის შემდგომი დალაგება

სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენიო… ასე დაემართა თინასაც. 35 წლის იყო, სამსახური და მეგობრები იყო მისი ცხოვრება. რაღაც უნდა შევცვალო ჩემს ცხოვრებაშიო და უპირველესად ბინის გამოცვლა გადაწყვიტა.

გაზეთ “სიტყვა და საქმეში” სათავისო განცხადებას წააწყდა და ბინის პატრონს დაურეკა, როდის შეიძლება გეახლოთო. ასაკოვანმა ქალმა უპასუხა, – ბინაში მდგმური დაგხვდებათ და დაგათვალიერებინებთო. თინამ გზად პიცა იყიდა – მოგვიანებით მეგობართან უნდა მისულიყო და იფიქრა, ჩაიზე მივირთმევთო.

კარი ახოვანმა ახალგაზრდა მამაკაცმა გაუღო. თინა მოკრძალებით მიესალმა, კაცი ჯერ დაიბნა, შემდეგ კი ღიმილით ჰკითხა, – თქვენ ალბათ ის ხართო. თინამ, დარწმუნებულმა, რომ ბინის პატრონს გაფრთხილებული ჰყავდა მდგმური, თავი დაუქნია.

მასპინძელმა პიცის კოლოფი გამოართვა და მაგიდაზე დადო. თინამ – თუ ნებას დამრთავთ, ბინას დავათვალიერებო. კაცი კი დაიბნა, მაგრამ ღიმილით დაუქნია თავი და სამზარეულოში გავიდა. ცოტა ხანში ქალს გამოსძახა, – ჩაის დალევთ, თუ ყავა გირჩევნიათო.

თინამ – ამდენი დრო არ მაქვსო.  როგორ არ გინდათ, გინდათო, – დაიჟინა კაცმა. ქალი ჯერ ერთ ოთახში შევიდა, მერე მეორეში, არც ერთ საძინებელს არ ჰქონდა ფანჯარა, მხოლოდ იტალიური ეზოს სახლებისთვის დამახასიათებელი შუშაბანდიდან შემოდიოდა სინათლე. მამაკაცი ერთგული ძაღლივით უკან დაჰყვებოდა.

– ეს კედელი მეზობელს ესაზღვრება? – იკითხა ქალმა.

– ამ კედლის იქით ეზოა, ხმა არსად გადის, – გაეღიმა კაცს.

– ე.ი. შეიძლება ფანჯრების ამოჭრა? – დაინტერესდა თინა.

– დიახ, მაგრამ რად გინდათ? – გაუკვირდა კაცს.

– ვერ ვიტან უფანჯრებო სახლს, მით უფრო საძინებლებს, – განმარტა თინამ.

– ეს სახლი ჩემი არ არის და ვერაფერს დავანგრევ, – გაეცინა კაცს.

– ვიცი, – მკაცრად მიუგო ქალმა.

კაცი დაბნეული გავიდა, ქალი თვალიერებას განაგრძობდა. მოიარა აბაზანა, აივანი და როდესაც სამზარეულოში შევიდა, სახტად დარჩა: მისი ნაყიდი პიცა დაეჭრა მასპინძელს, ყავა და ჩაიც გაემზადებინა.

– ეს რა არის? – შეჰყვირა თინამ.

– პიცაა – დაიბნა კაცი.

– რატომ დაჭერით?

– განა ეს ჩვენთვის არ მოიტანე, ერთად არ უნდა გვეჭამა?

– ვინ გგონივარ, ვის ელოდი, ვიღაცაში ხომ არ გეშლები? – ხმას აუწია ქალმა.

ამ დროს მობილურმა დარეკა. ბინის პატრონი იყო, დეპოზიტზე თანხა აღარ მქონდა და მდგმური ვერ გავაფრთხილეო. აღარ მინდა თქვენი ბინაო, – მიახალა თინამ და ტელეფონი გაუთიშა. ამასობაში კაცს დაჭრილი პიცა კოლოფში ჩაელაგებინა და აწურული იდგა. თინამ კოლოფს ხელი დაავლო და თავქუდმოგლეჯილი გავარდა გარეთ.

გგონიათ, ეს ამბავი ასე დამთავრდა? მდგმურმა, რომელსაც ლევანი ერქვა, სახლის პატრონს დაურეკა და უთხრა, რა დღეშიც ჩავარდა. სთხოვა, მომეცით იმ ქალის ტელეფონი, დავურეკავ და ბოდიშს მოვუხდიო.

კარგა ხანს ამაოდ ცდილობდა ლევანი თინასთან მობოდიშებას. ერთ დღეს სხვა ნომრით დაურეკა. გაუმართლა – ქალი მშვენიერ გუნებაზე იყო, ახალი ბინაც შეეძინა და გაერემონტებინა კიდეც. ლევანს მშვიდად უთხრა, – ბოდიში მივიღე და თავი დამანებეო.

იმარჯვა კაცმა, – პირადად მინდა შეგხვდეთ და ისე მოგიხადოთ ბოდიში, ძალიან მრცხვენია ჩემი საქციელის გამოო. როგორც იქნა, დაიყოლია. პიცაზე დაპატიჟა. ძნელი სათქმელი აღმოჩნდა სიმართლე, მაგრამ მაინც გაუმხილა – ქალი გამოძახებით მეგონეო.

თურმე მეგობარი ეხუმრა, – შენთვის ქალი გამოვიძახე და მალე მოგადგება კარზეო. გაგიჟებულა ლევანი, – მეძავებით როდის ვერთობოდი, ახლავე უკან გაიწვიე ეგ შენი საჩუქარიო. ამ დავაში რომ იყვნენ, სწორედ მაშინ გაისმა ზარი კარზე.

თქვენ რომ დაგინახეთ, ვიფიქრე, ჩემი მეგობრის გამოგზავნილია-მეთქი, მაგრამ მსუბუქი ყოფაქცევისას არ ჰგავდით და დავიბენიო. მერე უამბო, ცოლი სიმსივნით გარდამეცვალა. ბინა მის სამკურნალოდ გავყიდე. ჩემი პატარა გოგონა, ანასტასია, სიდედრთან ცხოვრობს, მხოლოდ შაბათ-კვირას მომყავსო.

ცხადია, არც ამით დამთავრებულა ყველაფერი. ლევანმა კიდევ დაურეკა თინას, კიდევ შეხვდნენ… მიირთმევდნენ ტრადიციულად პიცას. მერე შვილი გააცნო ლევანმა. ბავშვს ძალიან მოეწონა თინა…

რამდენიმე დღის შემდეგ ლევანმა თინას ჰკითხა, – არ გინდა, ანასტასიას დედა გახდეო? დაიბნა თინა. მერე მოეგო გონს და მამა-შვილს თანხმობა გამოუცხადა. ახლა ანასტასიას ძმაც ჰყავს და ყველაფერი ისეა, როგორც ზღაპარში.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

სოფო გამრეკელი; კვირის პალიტრა

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

„უკვე მეტის მოთმენა აღარ შეიძლება, შენ აღარაფერი გამოგასწორებსო, უთქვამს და ქმრის ოჯახიდან გაქცეულა.. თუმცა მას წინ კიდევ ერთი საშინელება ელოდა..”

Next Post

რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ სანტასგან ბავშვი გავაჩინე.. რეალურად არც კი ვიცი ვინ არის ბავშვის მამა..

Next Post
რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ სანტასგან ბავშვი გავაჩინე.. რეალურად არც კი ვიცი ვინ არის ბავშვის მამა..

რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ სანტასგან ბავშვი გავაჩინე.. რეალურად არც კი ვიცი ვინ არის ბავშვის მამა..

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In