• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Saturday, March 14, 2026
inew.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მე და ჩემს ქმარს შვილია რ გვიჩნდებოდა და ბიჭი ავიყვანეთ.. 14 წლის შემდეგ მეუღლე ავტოავარიაში დამეღუპა, თუმცა ბავშვს მაინც არაფერს ვაკლებდი.. ერთ დღესაც ისეთი რამ მოხდა შემიძულა და სამუდამოდ მიმატოვა.. ვერავინ ვერაფერი შეაგნებინა..

by inew
4 March 2023
in საზოგადოება
0
მე და ჩემს ქმარს შვილია რ გვიჩნდებოდა და ბიჭი ავიყვანეთ.. 14 წლის შემდეგ მეუღლე ავტოავარიაში დამეღუპა, თუმცა ბავშვს მაინც არაფერს ვაკლებდი.. ერთ დღესაც ისეთი რამ მოხდა შემიძულა და სამუდამოდ მიმატოვა.. ვერავინ ვერაფერი შეაგნებინა..
0
SHARES
27.3k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ბევრჯერ გადავწყვიტე წერილი მომეწერა, მაგრამ ყოველთვის მიჭირდა საკუთარი ამბის მოყოლა. მე და ჩემს ქმარს 8 წელი არ გვყავდა შვილი. გადავწყვიტეთ, გვეშვილა. მეუღლის დაჟინებული თხოვნით, ბიჭი ავიყვანეთ.

მათე 5 თვის იყო. დედამისს ბავშვთა სახლში ჩაებარებინა – მისი მოვლა-პატრონობა არ შემიძლიაო. თურმე, ის თავის რაიონში ერთმა კაცმა შეაცდინა. გოგო მშობლებმა შინიდან გამოაგდეს, კაცს კარგა ხანს მოსაკლავად დასდევდნენ.

ის გადაიკარგა, 17 წლის გოგო კი ქალაქის გზას დაადგა. ვიღაცამ ურჩია, სანამ სამსახურს იშოვი, შვილი უპატრონო ბავშვთა სახლს მიაბარე, სახელმწიფო იზრუნებს მასზეო…

ასეც მოიქცა, მაგრამ სამსახური რომ იშოვა, თავისუფლების დაკარგვა აღარ მოუნდა და როგორც კი ბავშვის შვილად აყვანის მსურველები გამოჩნდნენ, ხელწერილი დაწერა, რომ შვილზე პრეტენზიას არასოდეს განაცხადებდა… ასე ვიშვილეთ მათე.

ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ 14 წლის შემდეგ მეუღლე ავტოავარიაში დამეღუპა და დავრჩით მე და ჩემი შვილი მარტონი.

ცალკე ერთოთახიანი ბინა გვქონდა – გავაქირავეთ და ამ ფულით იოლად გავდიოდით. მათე მამას განებივრებული ჰყავდა და მისი სიკვდილის შემდეგ ბევრი რამ მოაკლდა, თანაც გარდატეხის ასაკში იყო…

ძალიან მიჭირდა მისი დამორჩილება. სულ უკან დავდევდი და ეს ძალიან აღიზიანებდა… გავიდა სამი წელი. როგორც იქნა, ცოტა დამშვიდდა, სკოლაც დაამთავრა, სტუდენტი გახდა და ამოვისუნთქე.

ახლა იმაზე ვფიქრობდი, კარგი გოგო აერჩია და ცოლად მოეყვანა. ხან ვის მომიყვანდა გასაცნობად, ხან – ვის და მეხუმრებოდა, – აირჩიე სარძლოდ, ვისაც ხელს დაადებ, იმას შევირთავო.

მესამე კურსზე იყო, დედამისი რომ გამოჩნდა. იმის ნაცვლად, რომ მათე ჩემი მადლიერი ყოფილიყო, შემიძულა, ხოლო ვინც მიატოვა, იმისკენ ილტვოდა.

ვინ აღარ ჩავრიე – ნათესავები, მისი მეგობრები, შეყვარებული, რომ რაღაც ერჩიათ, მაგრამ სიტყვას ყურში არ უშვებდა. ერთ მშვენიერ დღეს კი გამომიცხადა: საცხოვრებლად დედაჩემთან გადავდივარო. თუ არ მოვკვდებოდი, არ მეგონა.

ვემუდარე, – ნუ დამტოვებ, მარტო გაჩენა ხომ არაა მთავარი, ამდენი წელი სად იყო დედაშენი, მე და მამაშენი გზრდიდით და არაფერს გაკლებდით-მეთქი.

მშვიდად მომისმინა და ცივად მომიგო: – მადლობა, რომ გამზარდეთ, მაგრამ ჩემს ღვიძლ დედასთან ერთად მირჩევნია ყოფნაო…

თურმე ის ქალბატონი რამდენიმე წელი თურქეთში ყოფილა, ფული მოუგროვებია, თბილისში დაბრუნებულს მაღაზიაც გაუხსნია და ბინაც უყიდია.

ძალიან განვიცდი მის წასვლას. ნუთუ აღარაფერი ახსოვს? არ ვთხოვ, რომ დედამისი მიატოვოს, მაგრამ მეც ნუ დამკარგავს… ძალიან მატკინა გული. გულნატკენი დედა.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

7 წლის ვიყავი, როცა ერთ დღეს გავიღვიძე და მტირალი დედა დავინახე.. მამა წუხელ შინ არ მოვიდა და იმიტო ვტირიო.. ამის მერე მამა კარგა ხანს არ გამოჩენილა. ყველა ეძებდა. რამდენიმე თვის შემდეგ კი დედაჩემი დაიჭირეს მამაჩემის მკვლელობის ბრალდებით..

Next Post

45 წელი უცებ შემოადნა და მიხვდა, მთავარი სამსახური და კარიერა კი არა, შვილი და ოჯახი იყო.. თუმცა ერთ დღეს გურიაში სტუმრობისს სრულიად მოულოდნელად შინაბერა ნინო გათხოვილი ქალი და 5 შვილის დედა გახდა.. – წარმოუდგენელი ამბავი, რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ

Next Post
45 წელი უცებ შემოადნა და მიხვდა, მთავარი სამსახური და კარიერა კი არა, შვილი და ოჯახი იყო.. თუმცა ერთ დღეს გურიაში სტუმრობისს სრულიად მოულოდნელად შინაბერა ნინო გათხოვილი ქალი და 5 შვილის დედა გახდა.. – წარმოუდგენელი ამბავი, რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ

45 წელი უცებ შემოადნა და მიხვდა, მთავარი სამსახური და კარიერა კი არა, შვილი და ოჯახი იყო.. თუმცა ერთ დღეს გურიაში სტუმრობისს სრულიად მოულოდნელად შინაბერა ნინო გათხოვილი ქალი და 5 შვილის დედა გახდა.. - წარმოუდგენელი ამბავი, რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.