• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Saturday, May 10, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მე-7 კლასში იყო, როცა კლასთან ერთად ქეიფის დროს ხინკალს პური მიატანა და ყველამ დასცინეს, მას შემდეგ ის აღარსად უნახავთ, წარმოუდგენელი ისტორია..

by inew
18 March 2023
in საზოგადოება
0
მე-7 კლასში იყო, როცა კლასთან ერთად ქეიფის დროს ხინკალს პური მიატანა და ყველამ დასცინეს, მას შემდეგ ის აღარსად უნახავთ, წარმოუდგენელი ისტორია..
0
SHARES
2.4k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
რემონტის შემდგომი დალაგება

ეს ისტორია ერთ-ერთ სუფრაზე მოვისმინე და მინდა თქვენც გიამბოთ…

ზაფხულის საღამო იყო. დიდი კაკლების ძირში 50-60 კაციანი სუფრა იყო გაშლილი. სახლი მოშორებით იდგა და დიასახლისი დამხმარე გოგონებთან ერთად წინ და უკან დარბოდა. არაფერს აკლებდა სუფრას. უკვე ყველას საკმირისი ჰქონდა დალეული და ყველა კარგ ხასიათზე იდგა.

სუფრის თავში უშველებელი თამადა იდგა და სადღეგრძელოებს უმარჯვებდა თანასუფრელებს. როგორც ვიცით ქართველებმა გვერდით უნდა გვყავდნენ მოსკუპულები ჩვენი პატარა შვილები და შვილიშვილები. დიასახლისმა მაინც არ მოისვენა, უნდოდა რაც ჰქონდა ყველაფერი სუფრაზე დაედო, არც აცია არც აცხელა და ამ პაპანაქება სიცხეში ცხელ-ცხელი ხინკალი არ ჩამოარბენინა?

ვიღას ჰქონდა ხინკლის დარდი. ყველა ნაჭამ ნასვამები იყვნენ და ხუმრობა-შაყირისკენ ეჭირათ თვალი და ყური. შუაში მწვანილებზე დადგმულ ხინკალს თვალი 4 წლის ნიკოლოზმა მოჰკრა და ბავშვებს როგორც ჩვევია მოითხოვა.

დედამაც, აქ არ ჩამიბჟირდეს და არ შემარცხვინოსო გადაუღო ერთი ცალი. ნიკოლოზმაც მოიმარჯვა ერთ ხელში პური, მეორეში ხინკლის კუჭზე გამოდებული ჩანგალი და შეუდგა ჭამას. ეს ფაქტი არ გამოპარვიათ და ყველამ ხმამაღლა დაიწყო სიცილი. ყურადღება მოკლებულმა თამადამაც ნიკოლოზისკენ გაიხედა, რომელიც გაშეშებული იყურებოდა აქეთ იქით და ის ის იყო თვალებიდან ცრემლი უნდა წამოსცვენოდა…

ეს ორმეტრიანი კაცი ფეხზე წამოხტა, ნიკოლოზთან მივიდა ჯიბიდან პატარა ბრელოკი ამოიღო და მისცა. ნიკოლოზსაც უცბად გადაურა წყენამ და გახარებულმა, მაგრამ თვალებში ცრემლებ მომდგარმა მადლობა გადაუხადა ბიძიას.

თამადამ უთხრა, კიდევ ბევრი მაქვს და გინდა მოგცეო? ნიკოლოზმა თავი ჩაღუნა და ბავშვური მიამიტობით თავი დაუქნია, მაშინ გამომყევიო უთხრა თამადამ, თან მშობლებსაც გადაულაპარაკა ახლავე დაგიბრუნებთ თქვენს ანგელოზსო.

სუფრის თავში მიიყვანა ნიკოლოზი, თეფში გვერძე გადადო, ნიკოლოზს რაღაც ჩასჩურჩულა და იმანაც კვლავ დაუქნია თავი.

” 3 წლის იყო ლადო, როცა მშობლები ავარიაში დაეღუპნენ. მოხუცმა ბებიამ და ბაბუამ გაზარდეს გაჭირვებით. სხვისი გამონაცვალი შარვალ-კოსტუმით წავიდა პირველად სკოლაში. ყველგან დაკერებული იყო სადაც არ უნდა შეგეხედათ მაგრამ ყოველთვის სუფთა. მე-3 კლასამდე ამ შარვალ კოსტუმით იარა სკოლოში.

არც ექსკურსიებზე, არც სასკოლო ზეიმებზე, არც მშობლების და ბავშვების მოწყობილ ქეიფზე არასდროს ყოფილა. არასდროს დაუნახავთ ბუფეტის წინ რიგში, არც ჩამოტარებული მენაყინე გაუჩერებია ხურდით ხელში ნაყინი რომ ეყიდა. უღარიბესი იყო მისი ცხოვრება, მაგრამ ყოველთვის პატიოსანი და თავმდაბალი იყო. ყველას ეცოდებოდა, მისი ცოდვით ქვაც კი დაიწვებოდა.

მე-7 კლასში იყო, როცა თანაკლასელებმა ფული აუგროვეს და ხვეწნა მუდარით წაიყვანეს ერთ-ერთის ოჯახში, სადაც უნდა ექეიფათ. მშობლებმა ყველამ ჩამოარიგეს ბავშვები სუფრაზე, ის კი დარცხვენილი იდგა კუთხეში თვალებ ამღვრეული და ის ის იყო უნდა გასულიყო დამრიგებელმა ხელი მოჰკიდა და გვერდით დაისვა.

ხინკალი რომ ჩამოატარეს სინებით ლადომ იმის გადაღებაც ვერ მოასწრო ისე დაესივნენ ბავშვები, მაგრამ დამრიგებელმა აქაც ივაჟკაცა და ერთი ცალის გადაღება ძლივს მოასწრო ლადოს თეფშზე.

თურმე ლადო იმდენად გახარებული ყოფილა რომ თვალებიდან სიხარულის ნაპერწკლები სდიოდა. პირველად დაუნახავთ ლადოს ბროლივით თეთრი და ჩაწიკ-წიკებული კბილები ძალიან ლამაზი ღიმილის დროს. მოკლედ გახურდა ხინკლის ჭამა, სიცილი და კისკისი, ბავშვების სიხარული და სიყვარული.

ლადომ ამ დროს ძალა მოიკრიბა და ის რაც აქამდე არ გაუკეთებია საზოგადოებაში სუფრისკენ გადაიწია სადაც პური იდო და გადაიღო. საუბარში გართულმა დამრიგებელმა ეს ვერ დაინახა. ლადოს ყურადღება მაშინღა მიაქცია როცა მთელი კლასის ბავშვები და მშობლები თითებს ლადოსაკენ იშვერდნენ და დასცინოდნენ, თურმე ხინკალისთვის პური მიუტანებია.

ერთ ხელში ნახევარი ხინკლით და მეორეში პურით გაშეშებული ლადო, გაშტერებული იყურებოდა აქეთ იქით, მაგრამ რატომ დასცინოდა ყველა იმას ვერ ხვდებოდა. უცბად დამრიგებელმა უხეშად გამოსტაცა პური ხელიდან და მკაცრად ჩასჩურჩულა ხინკალს პურს არ ატანენო. ლადოს ოცნება ალბათ იმ მომენტში მიწის გასკდომა და შიგნით ჩავარდნა იყო.

ამ დროს ერთმა წამოიძახა – “ლადო ხინკალაო”. ლადო ფეხზე წამოხტა და სახლში გაიქცა, ამის შემდეგ მას “ხინკალას” ეძახდნენ, მისი ფეხი კი აღარც ექსკურსიებზე, აღარც ღონისძიებებზე და არც ბოლოზარზე ყოფილა.

ლადოსაც აღარავინ ეძახდა, მთელს სოფელში ხინკალად იცნობდნდნ. არადა იცით როგორი კეთილი და პატიოსანი იყო? სულს ამოიღებდა და მოგცემდა, ისე გააკეთებდა საქმეს პურის საჭმელადაც არ რჩებოდა. ყველა ზემოდან უყურებდა და ბევრიც დასცინოდა.

ჩემს მეზობელს კავკასიური ნაგაზი ჰყავდა, ძუ იყო მაგრამ ლეკვები არ უჩნდებოდა. ძალიან დიდი იყო და აგრესიული. მისი ხმა მეორე სოფელშიც ისმოდა. მე კიდევ 6 წლის ვიყავი, ნიკოლოზზე 2 წლით დიდი. სკოლიდან რომ მოვიდოდი და დავინახავდი ჩემი მეზობლები ეზოში არ ტრიალებდნენ ბათურას ვაბრაზებდი.

ხან ჯოხებს ვესროდი, ხან ქვებს, ვეღრიჯებოდი და ყეფას ვაჯავრებდი. დიდი ჯაჭვით იყო დაბმული და რიდიც არ მქონია რომ აშვებულიყო. ზაფხული იყო, ბაბუაჩემს დიდი თუთის ძირში პამიდვრის სარები ჰქონდა, გათლილი და გამზადებული. იქვე ვიყავი მეც თუთის ქვეშ და არ მახსოვს რას ვაკეთებდი, ჩემი მეზობლის განწირული ხმა რომ გავიგე, ბათურამ აიწყვიტა და ყველა სახლში შედითო.

ამ ხმაზე გავიხედე თუ არა ბათურა უკვე ღობის იქიდან გადმოსასვლელს ეძებდა, და გადმოხტა კიდეც. მე იმდენად შემეშინდა რომ სახლისკენ გაქცევის ნაცვლად თუთაზე ავედი, შევხტი თუ არა ტოტზე ბათურას კბილების ღრჭიალი და როხ-როხა ყბებით დგლაფუნი გავიგე ფეხთან, სულ რამდენიმე სანტიმეტრით ამცდა, თორემ ფეხს მომაჭამდა და ხიდან ჩამომათრევდა.

იმდენად შემეშინა უკან არც ჩამიხედავს ისე მივცოცავდი ხეზე, მეგონა რომ ის ის იყო ფეხზე მწვდებოდა. ამასობაში ხის კენწეროშიც აღმოვჩნდი. ბათურა როგორც იქნა გაიყვანეს დიდი ცემა ტყეპითა და წკმუტუნით, მაგრამ მე ვინ მიშველიდა? ხის კენწეროზე ვიყავი, ქარი საითაც დაუბერავდა იქით გადავყავდი.

ჩემი ყვირილი ყველას ესმოდა, მამა სახლში არ იყო დედა და ბებია კი ხეზე ვერ ამოდიოდნენ რომ ჩამოვეყვანე. ყვირილზე ხინკალა მოვარდა. ამომძახა ჩამოსვლას შეძლებო? მე იმდენად მქონდა ხელები დაღლილი და შეშინებული ისე ვიყავი ტოტს მიკრული რომ არ ვიცოდი რა მეთქვა.

საბძლიდან ბებიამ თოკი გამოუტანა, ხინკალამ წელზე შემოიხვია და ხეზე ამოვიდა. ქარი იმდენად ამოვარდა რომ ტოტი მოტეხვის პირას იყო, ამას ხინკალას წონაც დაემატა, ხელი გამეშვა და ჩამოვვარდი, კიდევ კარგი დამინახა, ხელი მტაცა და დამიჭირა.

დედას გული წაუვიდა ეგონა ჩამოვვარდი, ბებია ასულიერებდა, ხმაურზე შემოსული ხალხი კი უძახოდნენ ძლიერი ქარია და თოკი ტოტს მოაბი და ისე ჩამოდიო. თუთა ძალიან მყიფე ხეა და ოდნავ დაწოლაზეც შეიძლება მოტყდეს. ხინკალაც იმ სიმაღლეზე იყო, რომ სულ წვრილი ტოტები იყო, მე გვერდითა ტოტზე დამაყენა და მთელი ძალით მოეჭიდე მე ცოტა დაბლა მოვაბამ თოკს და ჩავალთო.

თოკის კვანძს რომ აკეთებდა, არც ერთი ხელით ეჭიდებოდა ხეს, უცბად ქარმა დაუბერა, წონასწორობა ვერ შეიკავა და ჩავარდა. გონს მოსული დედა ისევ გადავარდა, ზემოდან ვუყურებდი რომ დაეცა ახალ გამოთლილ სარებს ლადო. თვალთ დამიბნელდა, ყურებში ათასი ხმა ჩამესმოდა, ტირილის, წივილის, ღრიალის. ზოგი მე მიყვიროდა არ გაინძრეო, ზოგი კი სარებზე დაგებულ სისხლის ტბორში მცურავ ლადოს დასტრიალებდნენ…

გვიშველეთ კვდებაო ერთბაშად ყვიროდა ყველა, საიდანღაც მამაჩემი მორბოდა, შემოხვეულ ხალხში შევარდა, მუხლებზე დაეცა და დაიყვირა

– ხინკალა ბიჭო! რას აკეთებო!!!

ქალივით ყვიროდა და ეხუტებოდა სისხლში მცურავ ლადოს.

ლადომ თვალები გაახილა, თან ცრემლები მოსდიოდა და თქვა:

– სულ მშივრები ვიყავით. საჭმელი რომ არ გვქონდა გამხმარ მჭადებს ვჭამდით. როცა კი საჭმელი გვექნებოდა ბებია მეუბნებოდა შვილო პური მიატანე, პური მიატანეო. იმ დღემდე ხინკალი არასდროს მქონდა ნაჭამი და მეც მეგონა იმისთვისაც პური უნდა მიმეყოლებინაო.

და ასე დარჩა თვალები გახელილი, მე კი ტოტზე შემოხვეული ვუყურებდი იმ უბედურებას და ვიცოდი რომ ყველაფერი ჩემი ბრალი იყო”.

თამადა დაჯდა

ლხინის სუფრაზე ყველა მოიღუშა, ქალებს ცრემლები წასკდათ, კაცებმაც ვერ შეიკავეს თავები. მთასავით თამადა ფეხზე იდგა და ნიკოლოზი კი ნაჩუქარი ბრელოკით ხელში, მომლოდინე თვალებით უყურებდა თამადას, როდის აჩუქებდა დაპირებულ ბრელოკს…

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

“დედამთილი ისე გამოვიჭირე სხვა კაცთან ფაქტზე რომ ,, … არ ვიცი როგორ ვუთხრა ჩემს ქმარს დედაშენი ქმარს ღალატობს მეთქი… როგორ მოვიქცე…”

Next Post

ქმარიც მყავს და საყვარელიც. ორივე მიყვარს, ორივე მინდა – რას ამბობს ქალი, რომელსაც ერთდროულად ქმარიც ჰყავს და საყვარელიც…

Next Post
ქმარიც მყავს და საყვარელიც. ორივე მიყვარს, ორივე მინდა – რას ამბობს ქალი, რომელსაც ერთდროულად ქმარიც ჰყავს და საყვარელიც…

ქმარიც მყავს და საყვარელიც. ორივე მიყვარს, ორივე მინდა - რას ამბობს ქალი, რომელსაც ერთდროულად ქმარიც ჰყავს და საყვარელიც…

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In