• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Sunday, May 18, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მითხრა თუ არ გინდა არ გაგაუპატიურებ, უბრალოდ წამომყევი და მენდეო… თან ჩემს მუხლს თავს არ ანებებდა..

by inew
9 March 2023
in საზოგადოება
0
მითხრა თუ არ გინდა არ გაგაუპატიურებ, უბრალოდ წამომყევი და მენდეო… თან ჩემს მუხლს თავს არ ანებებდა..
0
SHARES
4.1k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
რემონტის შემდგომი დალაგება

სოციალურ ქსელში პროექტი „ჯერ მკითხე” ახალგაზრდა ქალის მიმართ სექსუალური ძალადობის მცდელობის ისტორიას ავრცელებს, რომელსაც თავად დაზარალებული მოგვითხრობს:

მეოთხე წელია, ქმარს გავშორდი. „დეითებზე“ სიარულით თავს არ ვიკლავ, სულ სამჯერ თუ ვიქნები ოფიციალურ პაემანზე ნამყოფი და ისიც ალბათ იქვე დასრულებულა ან ვერ გაგრძელებულა ვერაფერი.

პანდემიის დროს, ყველანი რომ ონლაინ ცხოვრებაში ჩავიკეტეთ, ერთი ბიჭი გავიცანი. რამდენიმე თვის წინ შევხვდით კიდეც, კარგი საღამო გავატარეთ, ვისეირნეთ, ჩაი დავლიეთ და სახლამდე მომაცილა.

იმ დღის მერე კიდევ ვიფიქრე, რომ შეიძლებოდა, მეცადა ურთიერთობის დაწყება, რადგან ერთმანეთს გავუგეთ, საერთოც ბევრი აღმოგვაჩნდა – მასაც ჰყავდა უკვე ყოფილი მეუღლე და შვილი, იცოდა ოჯახური ცხოვრება და არც მას უნდოდა მეორედ ამ უღელში თავის შეყოფა, არც – მე.

ჰქონდა საკუთარი საქმე, საკმაოდ წარმატებული, როგორც ვხვდებოდი, მუსიკალური გემოვნებაც ერთი გვქონდა და მოკლედ რომ ვთქვა, სასიამოვნო საუბრებისა და შეხვედრის შემდეგ, ვერ ვხვდებოდი, რატომ უნდა მეთქვა უარი მცდელობაზე.

ისევ შევხვდით. ამ უტრანსპორტობაში მომაკითხა, თუმცა მაინც უნდობლობის გამო, სახლისაგან მოშორებით დავიბარე, – რა საჭიროა, ჩემი მისამართი სცოდნოდა. თბილი მოკითხვის შემდეგ, რადგანაც იცოდა, რომ გადატვირთული დღეები მქონდა, მკითხა, დღეს რამე თუ ჭამეო. მესიამოვნა, ჩემზე ზრუნვა შევატყვე და კითხვაზე კითხვითვე ვუპასუხე, სად აპირებდა წასვლას.

მალე ნახავ, სიურპრიზიაო.

გავცდით რესტორნებს, გავცდით კაფეებს. კოვიდის გამო დედაენის ბაღში შევიდეთ, თან ღია სივრცეა, თან კვების ობიექტებიცაა-მეთქი.

მოეწონა აზრი. მაგარამ მანქანა “ვერ გააჩერა”. ჩავცდით მოსახვევს, შემდეგში შევუხვევო, მითხრა. შემდეგ რიყე გამოჩნდა. მოდი, საჰაერო ბუშტით ავისეირნოთო. ბავშვივით გამიხარდა, ღამის თბილისი ციდან არ მინახავს არასდროს, მერე – ეს მუსიკა საიდან მოდის, მოდი რომელიმე კაფეში შევიდეთ შარდენზე, აბანოებთან გავაჩერებო.

ამაზეც დავთანმხდი, მაგრამ, არც აბანოებთან შეუჩერებია. ცოტა ვიძაბებოდი უკვე და მობრუნებას ან გაჩერების თხოვნებს მოვუმატე.

ნუ გეშინია, არ მენდობიო? მაქვს-მეთქი, ნდობის საფუძველი? – ღიმილით ვკითხე.ბინა მაქვს აღებული airbnb-ზე და იქ მივდივართო.

ძალიან დავიძაბე. რა ბინა გაქვს აღებული, რატომ არ შემეკითხე-მეთქი. არ ვიცი, ხმაზე შემეტყო, თუ სახეზე, მაგრამ გეხუმრე, გამოგცადეო.

აქ უკვე მართლა დავიძაბე და გაჩერება მოვითხოვე. ბენზინს ჩავასხამ და მივბრუნდეთო. მანამდე ჩემს საუკეთესო მეგობარ ბიჭს მივწერე, რომ ასეთი სიტუაცია იყო. როგორც კი შეძლებ, გადმოდი მანქანიდანო. ვერ შევძელი. არც ბენზინზე გაჩერდა და ეს შუქნიშნებიც ჩემს ჯინაზე არასდროს აინთო.

გაგასეირნებ, რუსთავში ჩავიდეთ, ქალაქი დავათვალიეროთ და წამოგიყვან უკანო. უკვე ტირილი მინდოდა, მაგრამ თავი მოვთოკე, ყველანაირი მკაცრი და მუდარის შემცვლელი სიტყვით ვთხოვე, რომ დავებრუნებინე უკან.

უკვე მაგისტრალზე ვიყავით, რაღაც მომენტში ალბათ ჩემი ტელეფონი არ იჭერდა და ჩემი მეგობრის მესიჯები დამხვდა, რატომ მქონდა გათიშული, შემდეგ დამირეკა და ხმამაღლა ვეუბნებოდი, რომ რუსთავში მივდიოდი. მეგონა, შეეშინდებოდა, რომ გაიგებდა, ვინმე მელოდებოდა. დიდად არ უმოქმედია.

ავტობაზრობასთან მკითხა, ამ ადგილას ბოლოს როდის იყავიო, როცა მოწმობა ავიღე, კარგი მძღოლი ვარ, დამსვი საჭესთან და ახლა მე წაგიყვან-მეთქი.

ეს ნომერიც არ გამივიდა. იცით როგორ მეშინოდა? უცხო ქალაქში, უცხო ადამიანთან ერთად, თან ისტერიკის მოწყობის გარეშე, რომ არ იცი თავში რა უტრიალებს, რა გადაუტრიალება და რას იზამს. მაქსიმალურად ვცდილობდი რამდენიმე რამეს:

გაფაციცებით ვიყურებოდი და ვათვალიერებდი გარემოს, რომ როგორც კი შესაძლებლობა მექნებოდა, გადმოვსულიყავი მანქანიდან და დამემახსოვებინა, რა ადგილები გამოვიარე 2. ვცდილობდი, არ გამეღიზიანებინა და ხუმრობაში ვყვებოდი, მაგრმ ყოველი მესამე სიტყვის შემდეგ ვთხოვდი, რომ ან გაეჩერებინა, ან უკან მოვებრუნებინე 3. ცივად და უგრძნობლად ვიღებდი მის დიდ ხელს ჩემი მუხლიდან და რამდენჯერაც მეხებოდა, იმდენჯერ მინდოდა, რომ ან მანქანას დაერტყა ჩვენთვის, ან რამე ასეთი გაუთვალისწინებელი მოგვსვლოდა, რომ იმას მაინც გადავერჩინე.

ამასობაში გამახსენდა, რომ რუსთავში პარკია. წავიდეთ, ის დავათვალიეროთ მეთქი – პარკში გადასვლისათვის ხომ უნდა გაეჩერებინა მანქანა და იქ კიდევ, ჩემი სავარაუდო გათვლებით, პატრულის ეკიპაჟი თუ არა, ბევრი ხალხი მაინც იქნებოდა.

ბოლო-ბოლო, მანქანიდან გადმოვიდოდი და უფრო მეტს შევძლებდი, ვიდრე ჩაკეტილ სივრცეში. მიმიყვანა პარკთან და შეანელა, მანამდე ჩემს მეგობარს, რომელიც კონტაქტზე იყო, ლოკაცია გავუზიარე და ვთხოვე, ჩვენი რუსთაველი მეგობრისთვის დაერეკა, სიტუაცია აეხსნა და გაეგებინებინა, სად ვიყავი.

ისიც უნდა ვთქვა, რომ ტელეფონში როცა ვიყავი ჩამძვრალი, არც ისეთი ბედნიერი არ იყო – ჩემთან ხარ და ჩემთან გაატარე დროო. სანამ მას ვწერდი, გამომრჩა ის გარემო, რაც გამოვიარეთ, ანუ უკვე ვეღარ ვაკონტროლებდი მიდამოს და უცებ აღმოვჩნდი რომელიღაც კორპუსის ეზოში. გამორთო ძრავი და წავედითო.

სახლში ვარ და ამოდი, ყავა დავლიოთო. კარის გაღებას ვცდიობდი – გადავალ და წავალ ჩემით-მეთქი. დაახლოებით 20 წუთი ამ ამბავში გავატარეთ, კარს არ აღებდა და მეც არ მიშვებდა.

მანამდე დამირეკეს ჩემმა მეგობრებმა და ისევ ვიმეორებდი, რუსთავში ვარ, აქა და აქ და უკვე ვბრუნდები თბილისში-მეთქი, მაგრამ გათიშვისას მითხრა – თუ არ გინდა, არ გაგაუპატიურებ, უბრალოდ წამოდი და მენდეო. თან ისევ ერჩოდა ამ ჩემს მუხლს.

მართლა არ მახსოვს, როგორ დავითანხმე უკან დაბუნებაზე. არც ის მახსოვს, გზაში რას ამბობდა, არც ის გზა ვიცი, უკან როგორც წამოვედით, მხოლოდ ლამპიონები და მაგისტრალი ვიცანი, შემდეგ უკვე ძველ თბილისში ვიყავი და მოვატყუე, რომ ეს ჩემი მეგობარი ბიჭი იუსტიციის სახლთან მელოდებოდა.

იქ არავინ იყო. მანქანას მაინც არ აჩერებდა და მოვატყუე – აი პარკში შევიდნენ, გააჩერე, არ გამასწრონ მეთქი. გააჩერა. არ მეშვებოდა, კოცნა უნდოდა, ორივე ხელი მომკიდა სახეზე და კეფაზე და მისკენ მიმიზიდა. ხელიდან დავუსხლტი და გადავედი მანქანიდან. კარის მიჯახუნება და ჩემს სხეულში ისტერიკის დაწყება ერთი იყო… პარკში შევვარდი და ვიღაცებს ვუყვიროდი, დამელოდეთ-მეთქი.

ჩარკვიანის ძეგლთან ჩავიკეცე, მაშინ დამეწყო კანკალი, ტირილი და სუნთქვის გართულება. არაფერი მახსოვს ბევრი იმის გარდა, რომ მეგობრების ნაწილმა გარკვეულწილად დამადანაშაულა იმაში, რაც მოხდა, თითქოს მე ძალიან ბედნიერი ვიყავი ამით. მისაყვედურეს, რომ ინერვიულეს ჩემს გამო.

დასაფასებელია, ბოდიში მოვიხადე, ძალიან შევწუხდი, მაგრამ ისეთ მდგომრეობაში ვიყავი, ძალიან მიჭირდა ყველა მესიჯის კონტროლი, გზის დამახსოვრება, მისი კეთილგანწყობის მოპოვება და მისივე ტორების ჩემი სხეულიდან მოშორება პოზიტიურ ნოტზე.

რატომ არ დავრეკე 112-ში? – იმიტომ, რომ არ მინდოდა განყოფილებაში დაახლოებით 30 კაცისათვის მოყოლა და თავის მართლება იმაზე, თუ რატომ მივეცი ჩემს თავს შანსი, რომ ვიღაცას შევხვედროდი.

ყოველთვის ყველაზე ცუდი ის კი არ არის, რაც თავს გადაგხდება, არამედ ის, რომ თავი უნდა იმართლო იმის გამო, რაც საერთოდ არ გინდოდა, რომ დაგმართნოდა. იმავე წუთას, როცა აზრზე მოვედი, ის ადამიანი დავბლოკე ყველაფრის აუხსნელად, ჩემთვის ისიც კი საკმარისი იყო, რომ გადავრჩი.

მიჭირს ადამიანების ნდობა, ახლობლებისაც კი მიჭირს. ძლივს ნაბიჯი გადავდგი და ისიც ასეთი რთული აღმოჩნდა. მეორედ როგორ გავბედავ მსგავსს, არ ვიცი.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

გოგონას კლასელები მისი ჩაცმულობის გამო დასცინოდნენ და „ბომჟს ეძახდნენ“, მაგრამ სკოლის დამთავრების 10 წლის თავზე, ბანკეტზე მათ გოგონასგან მიიღეს უცნაური საჩუქრები, რომლითაც მძიმე ცხოვრებისეული გაკვეთილი მიიღეს

Next Post

როგორ შეძლო გერმანელმა რძალმა ქართველი დედამთილის გაოცება – „სულზე მოგვისწრო”

Next Post
როგორ შეძლო გერმანელმა რძალმა ქართველი დედამთილის გაოცება – „სულზე მოგვისწრო”

როგორ შეძლო გერმანელმა რძალმა ქართველი დედამთილის გაოცება – „სულზე მოგვისწრო”

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In