• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Wednesday, March 18, 2026
inew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მიუხედავად იმისა, რომ ვიფქრობდი ყველაფერს სწორად ვაკეთებდი, მგონი შვილები არასწორად გავზარდე.. – 81 წლის კაცის აღსარება

by inew
23 December 2022
in საზოგადოება
0
მიუხედავად იმისა, რომ ვიფქრობდი ყველაფერს სწორად ვაკეთებდი, მგონი შვილები არასწორად გავზარდე.. – 81 წლის კაცის აღსარება
0
SHARES
410
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

თან გადავყევი ჩემი შვილისთვის განათლების მიცემას – ყველა საგანში მასწავლებელი დაუდიოდა. არც უნიჭო იყო, სკოლაშიც კარგად სწავლობდა და უნივერსიტეტიც წითელ დიპლომზე დაამთავრა.

26 წლისამ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, 31 წლისამ – სადოქტორო. 33 წლისა პროფესორი გახდა და ლექციებს კითხულობდა ჩვენს უნივერსიტეტშიც და სხვა ქვეყნებშიც იწვევდნენ ლექციების წასაკითხად (ქართულისა და რუსულის გარდა სამი ენა იცის).

Senior man working with a computer and his old photo cameras and old photos

შესაბამისად, ანაზღაურებაც ისეთი ჰქონდა, არასდროს გაგვჭირვებია არც ჩვენ, მშობლებს და, არც მის ცოლ-შვილს, მაგრამ, მერე ქვეყანა აირია, თბილისის ომიც დაიწყო და ჩემი შვილი  უმუშევარი დარჩა – ასე უთხრეს, არც შენი ლექციები სჭირდება ვინმეს და არც თავად შენო.

ამ ამბავმა ისეთ დეპრესიაში ჩააგდო, ყველაფერზე ხელი ჩაიქნია, სახლში დაჯდა და საშინელ ცინიკოსად იქცა. თავისი წიგნები მოხვეტა და სანაგვეში გადაყარა. ერთ დღეს კი შვილს გამოუცხადა (მაშინ ჩემი შვილიშვილი მეშვიდე თუ მერვე კლასში იყო), სწავლაში რამე რომ ეყაროს, მე ახლა მილიონერი უნდა ვიყო.

ამიტომ, თავს ნუ მოიკლავ წიგნის კითხვით, მაგას აჯობებს, რამე ხელობა ისწავლო და იმით ირჩინო თავიო.

იმასაც მეტი არ უნდოდა და საერთოდ აიღო ხელი სწავლაზე, ის კი არა, სკოლაში სიარულსაც დაანება თავი, ცხრა კლასის ატესტატი თუ მოწმობა რომ აიღო, გამოგვიცხადა, სკოლას თავი დავანებე და სამსახური მიშოვეთო.

მაგრამ, 16 წლის უვიცი ღლაპი კი არა, ზრდასრული, თავისი საქმის პროფესიონალი ხალხი უმუშევრად იყო დარჩენილი და იმისთვის რას ვიშოვიდით. მერე, ვითომ, ხელობა უნდა ვისწავლოო და ხან ვის მივაბარეთ და ხან – ვის, მაგრამ გული არაფერს დაუდო, რადგან სწავლისა და შრომის ჩვევა არ ჰქონდა.

ასე წოწიალ-წოწიალში გავიდა წლები და ლამის ისე მიუკაკუნოს მესამე ათეულს, თითი თითზე არ დაუდევს, ერთი თეთრის საღირალი არაფერი გაუკეთებია, მოთხოვნილებები კი, იცოცხლე, დიდი აქვს:

ჩაცმაც კარგი ნებავს, დახურვაც, უბრალო საჭმელს არ მიირთმევს, დასასვენებლად  წელიწადში ორჯერ ითხოვს წასვლას (ნეტავი ის ვიცოდე, რითია დაღლილი), ახლა კი გამოაცხადა, ჩემი ძმაკაცი ძალიან იაფად ყიდის მანქანას და ფული მომეცით, რომ ვიყიდო, ამხელა კაცმა ფეხით როდემდე უნდა ვიაროო.

ყველაზე სასაცილო კი ის არის (თუმცა, სასაცილო კი არა, სატირალია), რომ, მამამისს კი არ სთხოვს რამეს, ჩემთან აქვს პრეტენზიები. ვერ გავაგებინე, რომ, რაც გამაჩნდა, ყველაფერი მაგათ მივეცი, ჩემი დასამარხი ფული მქონდა შეგროვილი და ისიც კი გამომტყუეს.

Portrait of Elderly man lost in thought

რომ მოვკვდე, ალბათ, მიწის ზემოთ დამტოვებენ, ან, ქალაქის მერია (თუ, რა ორგანიზაციასაც ეხება ეს საქმე) თუ ჩამაგდებს მიწაში სამადლოდ.

ვეჩხუბები ჩემს შვილს, ასე არ შეიძლება, რაც შენ ცოდნა და განათლება გაქვს, ათ ოჯახს შეინახავდა კაცი. სხვა თუ არაფერი შეგიძლია, მოსწავლეები მაინც მოამზადო-მეთქი, მაგრამ, არც კი მისმენს.

შეუძლია, მთელი დღე იჯდეს სავარძელში და ფანჯარაში იყუროს – მე მგონი, ცოტა „გარეკა” კიდეც და ახლა ამაზე მისკდება გული. ამას წინათ კი მითხრა, ამდენი ენების სწავლებას არ ჯობდა, ისე გესწავლებინა, როგორ უნდა გამეტანა თავი ცხოვრებაშიო?!

მე რომ ამას მსაყვედურობს, თვითონ რა ასწავლა თავის შვილს? ცოდვა არ არის, ამხელა კაცს ერთი ღერი სიგარეტიც რომ სამათხოვრო აქვს?!

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

ჩემს შვილებს მამა არასდროს ჰყოლიათ, ისევე როგორც მე არ მყოლია ქმარი.. ჩემი მეგობრები შემომნატრიან და მეუბნებიან, ასეთი ქმრის ხელში რა დაგაბერებსო, მაგრამ, ახლა მე მკითხონ რა ხდება სინამდვილეში..

Next Post

ბიჭმა სასაფლაოზე გოგოს ფოტო დაინახა და ხმამაღლა თქვა ასეთი საცოლე მინდაო, რაც უდიდესი შეცდომა იყო.. სწორედ ამ სიტყვების შემდეგ დაიწყო მის ცხოვრებაში ნამდვილი კოშმარი..

Next Post
ბიჭმა სასაფლაოზე გოგოს ფოტო დაინახა და ხმამაღლა თქვა ასეთი საცოლე მინდაო, რაც უდიდესი შეცდომა იყო.. სწორედ ამ სიტყვების შემდეგ დაიწყო მის ცხოვრებაში ნამდვილი კოშმარი..

ბიჭმა სასაფლაოზე გოგოს ფოტო დაინახა და ხმამაღლა თქვა ასეთი საცოლე მინდაო, რაც უდიდესი შეცდომა იყო.. სწორედ ამ სიტყვების შემდეგ დაიწყო მის ცხოვრებაში ნამდვილი კოშმარი..

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

S ქართული საიტების კატალოგი Saitebi.Space
H Home Problems & Fix Guides HomeProblemFix.space
ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.