• მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • პოლიტიკა
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
INew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • პოლიტიკა
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • პოლიტიკა
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემმა ცხოვრება დამინგრია ყველაფერში მაინც საწყალ დედაჩემს ვადანაშაულებ..

by inew
23 December 2022
in საზოგადოება
0
მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემმა ცხოვრება დამინგრია ყველაფერში მაინც საწყალ დედაჩემს ვადანაშაულებ..
0
SHARES
1.4k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

გწერთ იმიტომ, რომ გულში ვეღარ ვიტევ ტკივილს. საქმე ისაა, რომ კაცმა, რომელმაც ოდესღაც ჩემი მამა ერქვა (ასე იმიტომ ვამბობ, რომ მან მე ბავშვობა დამიმახინჯა და დედაჩემს სიცოცხლე მოუსწრაფა, ბოლოს კი სულში ჩამაფურთხა და მასზე სამუდამოდ ვთქვი უარი, გვარიც კი შევიცვალე – დედის გვარზე გადავედი), იმის გამო, რომ ვერ შეელია სმას და ვერ დათმო კაზინო, ცხოვრება დამინგრია.

მას შემდეგ, რაც წამოვიზარდე, სულ მამაჩემის ჩხუბი და ლანძღვა-გინება მესმოდა (დედაჩემს ეჩხუბებოდა და აგინებდა და ხშირად მეც ზედ მიმაყოლებდა ხოლმე).

ჩხუბის მიზეზი, როგორც წესი, ის იყო, რომ დედას სულ ფულს სთხოვდა, რომ, ან დაელია, ან კაზინოში ეთამაშა, ხშირად ორივეს ერთად ახერხებდა, შედეგი კი ის იყო, რომ უამრავი ვალი დაიდო, რის გამოც დედამ მამამისის ნაჩუქარი ოთხოთახიანი ბინა გაყიდა და მამაჩემის ვალები გაისტუმრა, რომ არ მოეკლათ, ჩვენ კი ოროთახიან ბინაში გადავედით, მაგრამ, ორიოდე თვის შემდეგ ისევ მოგვადგნენ მოვალეები.

დედას აღარც სამკაული დარჩა, აღარც რამე ძვირფასი ნივთი, რომ გაეყიდა, ბინას კი უკვე პრინციპულად აღარ ახლებდა ხელს, რადგან იმდენი იყო ვალი, ამ ბინის ფასი მთლიანად არ ეყოფოდა და ჩვენ სადღა უნდა გვეცხოვრა?

ბინის გაყიდვაზე რომ ვერ დაითანხმა, მამაჩემი დედას საშინელ  დღეში აგდებდა, ხშირად ხელითაც ეხებოდა და ემუქრებოდა, თუ არ გადამიხდი ვალებს, შენც მოგკლავ და შენს ნაბიჭვარსაც (ანუ – მე) ზედ დაგაკლავ და მერე ყველაფერი მე დამრჩებაო.

ბავშვი ვიყავი და მაშინაც კი მიკვირდა, რატომ უთმენდა დედა, რატომ არ შორდებოდა ან თავის ძმას რატომ არ ეუბნებოდა, რა დღეში აგდებდა ქმარი.

რამდენჯერმე ისე სცემა დედაჩემი ამ ნაძირალამ, ხელდახელ შებმა და ჩხუბი ვერ გავბედე, რადგან, ვიცოდი, ვერ მოვერეოდი, მაგრამ, ისეთი ბოღმა ჩამითესა გულში, გადავწყვიტე, ყველა რომ დაიძინებდა,

მივპარვოდი მძინარეს და, ან დიდი ქვა ჩამერტყა თავში, ან დანით მომეკლა, მაგრამ, კიდევ კარგი, ასე არ მომხდარა, რადგან, ასეთ შემთხვევებში დედა მთელი ღამე ჩემ გვერდით იჯდა და მყარაულობდა (ის ამას იმიტომ აკეთებდა, რომ მამაჩემის ამ დებოშების შემდეგ ხან შოკში ვვარდებოდი, ხან ისტერიკაში და, დედას ეშინოდა, ძილში რამე არ მომსვლოდა).

მე კი თავს ვიმძინარებდი და ხელით მოვსინჯავდი ხოლმე ლეიბის ქვეშ წინასწარ მომზადებულ ბრტყელ ქვასა და სამზარეულოდან მოპარულ პურის დანას. მაგრამ, კიდევ ვიმეორებ, საბედნიეროდ, ღმერთმა (და დედაჩემმაც) არ დაუშვა, რომ მამის მკვლელი გავმხდარიყავი, თუმცა, მთლად შარის გარეშე მაინც ვერ გადავრჩი, ოღონდ, ეს უკვე წლების შემდეგ მოხდა, როცა დედა ცოცხალი აღარ იყო, მე კი ცოლ-შვილით ცალკე ვცხოვრობდი.

მამაჩემი უკვე საკმაოდ გაბომჟებული იყო, თანაც, ასაკშიც გახლდათ, გარდა ამისა, კაზინოებში აღარ უშვებდნენ და მთლიანად ლოთობაზე იყო გადართული, თუმცა, როგორც წესი, ფული არ ჰყოფნიდა ხოლმე, მაგრამ ჩემთან მოსვლას ამ საკითხზე ვერ ბედავდა, რადგან, ძალიან მკაცრად მყავდა გაფრთხილებული, თუ მთვრალს გნახავ, შენს თავს დავაჭერინებ-მეთქი.

ჩემს სახლში საერთოდ არ ვუშვებდი – არ მინდოდა, ეს ცხოველს დამსგავსებული არსება ჩემს შვილებს ენახათ და, მით უმეტეს, მისთვის ბაბუა დაეძახათ. შვილის ვალს მხოლოდ იმით ვასრულებდი, რომ საჭმელ-სასმელსა და ტანსაცმელს ვუგზავნიდი და ერთ სანდო მეზობელს გარკვეულ თანხას ვაძლევდი, რომ საჭიროების შემთხვევაში ექიმი გამოეძახებინა და წამალი ეყიდა.

სიმართლე გითხრათ, გულში ვფიქრობდი, რომ ამისი ღირსიც კი არ იყო, მაგრამ, მეზობლების მერიდებოდა, თან, არც ის მინდოდა, ხალხს ჩემზე ეჭორავა. მოკლედ, მამაჩემს აკრძალული ჰქონდა ჩემს ოჯახთან გაკარებაც კი და, მეგონა, რომ ვერასდროს გაბედავდა ჩემს სახლში მოსვლას, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ვცდებოდი. ერთ დღეს, დაახლოებით დღის 12 საათზე, ჩემმა უფროსმა ბიჭმა (მაშინ 6 წლის იყო) მობილურზე დამირეკა და ტირილით მითხრა, ჩქარა მოდი, ბაბუა მოვიდა მთვრალი და დედას ეჩხუბებაო.

აღარ მახსოვს, როგორ გავვარდი სამსახურიდან და რამდენ წუთში ვიყავი სახლში, მაგრამ, ღვთის წყალობით, დროზე მივუსწარი – ამ ნაძირალას ჩემი ცოლისთვის თმაში ჩაევლო ხელი, კედელზე ჰყავდა აკრული და დორბლმორეული უყვიროდა, ახლავე მომეცი ფულიო.

ჩემი ცოლი კი ტირილით ეუბნებოდა, როცა მაქვს, ხომ გაძლევ ხოლმე, ახლა კი მეც უკაპიკოდ ვარ, გამიშვიო. მაშინ მივხვდი, რომ თურმე, ჩემს ჩუმად მოდიოდა ჩემს ცოლთან და ფულს სძალავდა.

მე რომ ოთახში შევვარდი, ამ არაკაცმა ორივე ხელი ყელში წაუჭირა ჩემს ცოლს და დახრჩობით დაემუქრა. როგორი მოსათმენი იყო ეს ამბავი? მაშინვე ვეცი, გარეთ გავათრიე და ისე ვცემე, თავ-პირი გავუერთიანე.

მგონი, არც ერთი ძვალი მთელი არ დარჩენია. როგორც ჩანს, იმ მომენტში ამომასხა ბავშვობის დროიდან დაგროვილმა ბოღმამ და ისე გამეტებით ვცემე, მეზობელს რომ არ გამოეგლიჯა ხელიდან, ალბათ, შემომაკვდებოდა. მერე იმავე მეზობელმა წაიყვანა საავადმყოფოში და იქ განაცხადა, ვითომ ქუჩაში იპოვა ნაცემი.

სხვათა შორის, არავის გამოუძახებია პატრული. მე თვითონ ვაპირებდი, მივსულიყავი და განმეცხადებინა, რაც ჩავიდინე, მაგრამ, მაინც ოჯახის სახელს გავუფრთხილდი და ამიტომ გადავიფიქრე – როგორ უნდა მეთქვა, ნაძირალა მამა მყავს, ჩემს ცოლს ახრჩობდა და მე, შვილმა, ვცემე-მეთქი?!

ამ ამბის შემდეგ ისე ცუდად გავხდი, კარდიოლოგიური შეტევა დამემართა და ძლივს გამომიყვანეს მდგომარეობიდან, ჩემს ცოლ-შვილზე აღარაფერს ვამბობ. ცოტა უკეთ რომ გავხდი, განცხადება შევიტანე გვარის შეცვლაზე და მეც და ჩემი შვილებიც დედაჩემის გვარზე დავეწერეთ.

მას შემდეგ არც კი მიკითხავს, როგორ არის მამაჩემი, ცოცხალია თუ მკვდარი და ვცხოვრობ ახლა ამ ტვირთით. ამ ყველაფერში კი საწყალ დედაჩემს ვადანაშაულებ (ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული):

რატომ უთმენდა წლების განმავლობაში ამ დესპოტს, სადისტსა და ხელიდან წასულ ადამიანს? ან თვითონ რატომ გაიმწარა თავი და მოისწრაფა სიცოცხლე, ან მე რას მერჩოდა?

თავის დროზე რომ გადაედგა გადამწყვეტი ნაბიჯი და გაჰყროდა ასეთ არარაობა ქმარს, ბავშვობაც ხომ უკეთესი მექნებოდა და ახლა ამ დღეშიც ხომ არ აღმოვჩნდებოდი?!

სხვათა შორის, ხშირად ვფიქრობ ხოლმე ამ საკითხზე, რადგან, მსგავსი მაგალითები გამიგია, მაგრამ, ვერ ვხვდები, ცოლები, ქმრების მიმართ ასეთი მონური ერთგულებითა და მორჩილებით რატომ ღუპავენ შვილებს?

ნუთუ მხოლოდ იმიტომ, რომ კბილით შეინარჩუნონ ოჯახი, რომელიც თავიდანვე დასანგრევად არის განწირული?!

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

გური, 34 წლის. წყარო: თბილისელები

Previous Post

ამ ყველაფერში ლომის წილი ჩემს დაქალს მიუძღვის, რადგან სწორედ მან „აღმოაჩინა“, რომ ჩემი ქმარი თვალებს უჟუჟუნებდა ქალებს და მასწავლა გზები თუ როგორ გამომეჭირა ქმარი ღალატში..

Next Post

ახალგაზრდა დედამ მოყვა, თუ რა მეთოდით ზრდიდა შვილს… რამდენიმე საათში მას უკვე 3 მილიონზე მეტი მხარდამჭერი ჰყავდა.. ორიგინალური მიდგომა, რომელიც დიდ ყურადღებას იმსახურებს

inew

Related Posts

იამაყე, შენი ნამუშევრით: ახალგაზრდა მწერალი საზოგადოებას კარგად ყოფნის წესების საიდუმლოს ასწავლის…
საზოგადოება

11 January 2023
როდესაც მამამ გაიგო, თუ რას ასწავლიდნენ მის 7 წლის გოგონას სკოლაში, კინაღამ სირცხვილით დაიწვა და ლამის ჭკუიდან გადავიდა..
საზოგადოება

როდესაც მამამ გაიგო, თუ რას ასწავლიდნენ მის 7 წლის გოგონას სკოლაში, კინაღამ სირცხვილით დაიწვა და ლამის ჭკუიდან გადავიდა..

23 December 2022
ერთი შეხედვით ეს პატარა გოგონას ჩვეულებრივი ფოტოა… მაგრამ ამ ფოტოს წყალობით ის ნამვილი ვარსკვლავი გახდა და მილიონობით ადამიანმა გაიცნო

გოგონამ თავისი კივილით ყველა გააღვიძა… მშობლები ბავშვის ოთახისკენ გაიქცნენ, თუმცა ერთი წუთის შემდეგ მათ გონება დაკარგეს…

მამა შვილთან ერთად გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.. ფოტოზე ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ დაწერილმა კომენტარმა კი, ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა..

ახალგაზრდა დედამ მოყვა, თუ რა მეთოდით ზრდიდა შვილს... რამდენიმე საათში მას უკვე 3 მილიონზე მეტი მხარდამჭერი ჰყავდა.. ორიგინალური მიდგომა, რომელიც დიდ ყურადღებას იმსახურებს

Stay Connected test

  • 121 Followers
  • 67.7k Followers
  • 187k Subscribers
  • 23.7k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

27 October 2022
„შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

5 უძლიერესი ორ სიტყვიანი ლოცვა, რომელიც ძილის წინ აუცილებლად უნდა თქვათ

ქმარმა გაიგო, რომ ცოლი ღალატობდა და მას დაბადების დღეზე შოკისმომგვრელი სიურპრიზი მოუწო

24 November 2022
ნუ გაუწყრებით შვილებს, ნაცვლად ამისა დალოცეთ ისინი, ისე როგორც ილია გვმოძღვრავს: ”მშობლებსა და შვილებს შორის სიმშვიდე არ არის…”

5
პროდუქტები, რომლებიც წონის დაკლებაში მაქსიმალურად დაგეხმარებათ

2
საკვები, რომელიც დიაბეტის დროს ქვენს ორგანიზმს ძალიან დაეხმარება

1
ალუბლის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები, რომლებიც შესაძლოა აქამდე არ გსმენიათ

ალუბლის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები, რომლებიც შესაძლოა აქამდე არ გსმენიათ

0
იამაყე, შენი ნამუშევრით: ახალგაზრდა მწერალი საზოგადოებას კარგად ყოფნის წესების საიდუმლოს ასწავლის…

იამაყე, შენი ნამუშევრით: ახალგაზრდა მწერალი საზოგადოებას კარგად ყოფნის წესების საიდუმლოს ასწავლის…

11 January 2023
როდესაც მამამ გაიგო, თუ რას ასწავლიდნენ მის 7 წლის გოგონას სკოლაში, კინაღამ სირცხვილით დაიწვა და ლამის ჭკუიდან გადავიდა..

როდესაც მამამ გაიგო, თუ რას ასწავლიდნენ მის 7 წლის გოგონას სკოლაში, კინაღამ სირცხვილით დაიწვა და ლამის ჭკუიდან გადავიდა..

23 December 2022
ერთი შეხედვით ეს პატარა გოგონას ჩვეულებრივი ფოტოა… მაგრამ ამ ფოტოს წყალობით ის ნამვილი ვარსკვლავი გახდა და მილიონობით ადამიანმა გაიცნო

ერთი შეხედვით ეს პატარა გოგონას ჩვეულებრივი ფოტოა… მაგრამ ამ ფოტოს წყალობით ის ნამვილი ვარსკვლავი გახდა და მილიონობით ადამიანმა გაიცნო

23 December 2022
გოგონამ თავისი კივილით ყველა გააღვიძა… მშობლები ბავშვის ოთახისკენ გაიქცნენ, თუმცა ერთი წუთის შემდეგ მათ გონება დაკარგეს…

გოგონამ თავისი კივილით ყველა გააღვიძა… მშობლები ბავშვის ოთახისკენ გაიქცნენ, თუმცა ერთი წუთის შემდეგ მათ გონება დაკარგეს…

23 December 2022

Recent News

ADVERTISEMENT

Browse by Category

  • Uncategorised
  • კულინარია
  • მთავარი
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ურთიერთობები
  • ჯანმრთელობა

Recent News

იამაყე, შენი ნამუშევრით: ახალგაზრდა მწერალი საზოგადოებას კარგად ყოფნის წესების საიდუმლოს ასწავლის…

იამაყე, შენი ნამუშევრით: ახალგაზრდა მწერალი საზოგადოებას კარგად ყოფნის წესების საიდუმლოს ასწავლის…

11 January 2023
როდესაც მამამ გაიგო, თუ რას ასწავლიდნენ მის 7 წლის გოგონას სკოლაში, კინაღამ სირცხვილით დაიწვა და ლამის ჭკუიდან გადავიდა..

როდესაც მამამ გაიგო, თუ რას ასწავლიდნენ მის 7 წლის გოგონას სკოლაში, კინაღამ სირცხვილით დაიწვა და ლამის ჭკუიდან გადავიდა..

23 December 2022
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • პოლიტიკა
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2023 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result

© 2023 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Don`t copy text!