• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Wednesday, May 14, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„მოკლედ, ბიძაშვილის ხელშეწყობით მომიტაცა, თუმცა მშობლებმა დარჩენა მირჩიეს და მეც დავრჩი. საბოლოოდ ისე მოხდა რომ 2 წლის შემდეგ ჩემს შეყვარებულს შევხვდი.. ახლა კი არ ვიცი როგორ უნდა მოვიქცე…

by inew
20 March 2023
in საზოგადოება
0
„მოკლედ, ბიძაშვილის ხელშეწყობით მომიტაცა, თუმცა მშობლებმა დარჩენა მირჩიეს და მეც დავრჩი. საბოლოოდ ისე მოხდა რომ 2 წლის შემდეგ ჩემს შეყვარებულს შევხვდი.. ახლა კი არ ვიცი როგორ უნდა მოვიქცე…
0
SHARES
1.2k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
რემონტის შემდგომი დალაგება

შეძლებულ ოჯახში გავიზარდე. დედმამიშვილებიდან მე განსაკუთრებულად მანებივრებდნენ, ალბათ იმიტომ, რომ საკმაოდ ლამაზი ვიყავი. ჩემით ამაყობდნენ და არაფერს მაკლებდნენ.

იურიდიული დავამთავრე და პატარა გოგომ რაიონში საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე დავიწყე მუშაობა, მაგრამ მალე არეულობა დაიწყო, მე სამსახური დავკარგე, ჩემმა მშობლებმა – გავლენები და ერთ ჩვეულებრივ ოჯახად ვიქეცით.

ჩემი ცხოვრება აბსოლუტურად შეიცვალა. ადრე, სკოლასა თუ უნივერსიტეტში ვერც დავუშვებდი, რომ ვინმე ჩემს დაბრიყვებას, დაჩაგვრას მოახერხებდა. ასეც რომ მომხდარიყო, ვიცოდი, ისეთი მამა მყავდა, ამას არაფრით დაუშვებდა.

ერთაბაშად ყველა საყრდენი გამოგვეცალა ხელიდან. მამას ფსიქოლოგიურად ძალიან გაუჭირდა, დედა იძულებული იყო, თურქეთში ევლო სავაჭროდ. არადა მოგეხსენებათ, მაშინ თურქეთში წასულ ქალებზე რეებს ამბობდნენ, ლუდით იმ კაცების სადღეგრძელოს სვამდნენ, რომლებიც ცოლებს თურქეთში უშვებდნენ სავაჭროდ.

მამაჩემი ამ ყველაფერმა ძალიან გატეხა და როცა საჭირო გახდა, გვერდით ვეღარ დამიდგა. ჩემმა მომავალმა ქმარმა ალბათ ამიტომაც დამიბრიყვა და საშინლად მომექცა.

სანამ ამ ამბავს მოვყვები, მანამდე გეტყვით, რომ შეყვარებული მყავდა. თბილისში გავიცანი. სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი იყო. უზომოდ ვუყვარდი. არ უნდოდა, რაიონში წავსულიყავი, მაგრამ ჩემი კარიერის აწყობა მინდოდა.

თანაც მამაჩემმა სამსახური დიდი ნაცნობობით მიშოვა და ვერ გავაწბილებდი. ჩემი შეყვარებული თბილისში დარჩა, ინსტიტუტში სწავლობდა. ერთმანეთთან კავშირი ტელეფონის საშუალებით გვქონდა.

მერე მის ოჯახშიც აირია სიტუაცია, ცოლის მოსაყვანად მზად არ იყო, ვაჭიანურებდით ამ ამბავს. ამასობაში კი ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, რომელიც ჩემი შვილების მამა გახდა. ეს ჩემი ნებით არ მომხდარა, მომიტაცა!

ერთხელ ბიძაშვილმა კახეთის ერთ-ერთ სოფელში წამიყვანა, მარტო ნუ გამიშვებ, ჯგუფელი მეპატიჟება და შენც წამოდიო. წავედი და ჩემი ტანჯვაც დაიწყო. გაგიკვირდებათ, მაგრამ ბიძაშვილმა გამწირა. თურმე ის ბიჭი მოელაპარაკა, სადმე გაიტყუე, ცოლად მოყვანა მინდაო. ჩემი ბიძაშვილი კი იმას დახარბდა, რომ მდიდარი მშობლები ჰყავდა. ის არაფრად ჩააგდო, რომ მე სხვა მიყვარდა. მერე მითხრა, შენთვის კარგი მინდოდა და ასე იმიტომ მოვიქეციო.

მოკლედ, ბიძაშვილის ხელშეწყობით მომიტაცა. მშობლემა მეორე დღეს მომაგნეს, მაგრამ დარჩენა მირჩიეს. არ მიყვარდა, ისევ მამის ხათრით დავრჩი, მას ვერ ვანერვიულებდი.

არც ერთ ქალს ვურჩევ იმ სატანჯველს, რაც მე გამოვიარე. ქმრის გვერდით ვიყავი, მაგრამ ჩემს შეყვარებულზე ვფიქრობდი. დღე არ გავიდოდა, არ გამხსენებოდა. ბევრჯერ სიმწრითაც მიტირია, ისე მომნატრებია. თავს ძალას ვატანდი, მისი სიყვარული გულიდან ამომეგდო და ვერ ვახერხებდი. ოჯახის დანგრევა მინდოდა, მაგრამ ისევ მშობლები გადამეღობნენ წინ, მამამ ისევ დარჩენა მირჩია.

საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ მშობლებმა რაც გამანებივრეს, ორმაგად ჩამაშხამეს ყველაფერი. ჩემს და-ძმას ასე არ ექცეოდნენ, მათ ყველაფრის უფლებას აძლევდნენ, ჩემს ცხოვრებაში კი გამუდმებით ცხვირს ყოფდნენ.

ქმართან ურთიერთობა მას შემდეგ დავალაგე ცოტათი, რაც პირველი შვილი გამიჩნდა. მასზე გადავერთე, ჩემთვის სამყაროს ცენტრი ის გახდა. მერე მეორეც გამიჩნდა და მათ გაზრდაში ვპოულობდი შვებას.

დედამთილი უცაბედად გარდამეცვლა სიმსივნით და ოჯახში ჩემმა ქმარმაც აიწყვიტა და მამამისმაც. მამამთილი მალე სხვა ქალთან წავიდა. იძულებულები გავხდით, თბილისში წამოვსულიყავით, რადგან ყველას გვეშინოდა, რომ მამა-შვილი ერთმანეთს დახოცავდა.

ჩემი ქმარი მამაზე რომ ბრაზობდა, ჯავრს ჩემზე იყრიდა, მცემდა, მაწამებდა. ისევ ოჯახის შენარჩუნებაზე ვიზრუნე, მიუხედავად იმისა, რომ 48 წლის ქალი ქმრისგან ისევ უამრავ რამეს ვითმენ. ზოგჯერ მგონია, რომ მასაც ისევე ვეზიზღები, როგორც მე მეზიზღება, მაგრამ მაინც ერთად ვართ.

2 წლის წინ ძველ შეყვარებულს შევხვდი. ერთმანეთი მოვიკითხეთ, ერთიმეორის ამბები გავიგეთ და ტელეფონებიც გავცვალეთ. ერთ დღეს დამირეკა, შევატყვე, ნასვამი იყო, მაგრამ მაინც ველაპარაკე. მითხრა, ისევ ისე მიყვარხარ, როგორც ადრეო. მეგონა, მეორე დღეს ეს სიტყვები აღარ ემახსოვრებოდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ისევ დამირეკა და მითხრა, გუშინ იმიტომ დავლიე, რომ ძალა მომცემოდა ამ სიტყვების სათქმელადო.

მას შემდეგ ჩვენ მუდმივად ვხვდებით ერთმანეთს. ის ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს, ცოლიც ჰყავს და შვილებიც. ვიცით, რომ ჩვენი ერთად ყოფნა არ შეიძლება, მაგრამ გრძნობებს ვერაფერს ვუშვრებით.

მასაც რთული სიტუაცია აქვს სახლში. ცოლი გამუდმებით ამადლის, რომ თავის დროზე მოსკოვში წაიყვანა, ბიძის დახმარებით იქ სერიოზულ კლინიკაში დაასაქმა და საქართველოში კარიერის აწყობაში დაეხმარა. ის ქალიც ექიმია და სხვებისგანაც ვიცი, რომ საშინელი ხასიათი აქვს.

კარგად ვაცნობიერებ, არასწორად ვცხოვრობ, მაგრამ ყოველი დღის გათენება იმიტომ მიხარია, რომ მისი ხმა უნდა გავიგონო ან უნდა შევხვდე. ის რომ დამშორდეს, შეიძლება თავიც მოვიკლა.

თავის დროზე რომ არ გადამედგა ეს ნაბიჯი, შეიძლება ძველი სიყვარული ისევე დამევიწყებინა, როგორც ეს ადრე შევძელი, მაგრამ ახლა უკვე გვიანია. ჩემმა მოძალადე ქმარმაც მიბიძგა აქეთკენ. ის რომ კარგი ადამიანი იყოს და თბილად მექცეოდეს, ღალატზე არ ვიფიქრებდი.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

ქმარი ვერც კი ხვდება, რომ ამდენი წელია საყვარელი მყავს.. თან ვგრძნობ რომ ეს ამბავი დღე დღეზე გასკდება.. არვიცი როგორ მოვიქცე

Next Post

ქმარი აღარ მიყვარს, ფიტნეს-ინსტრუქტორთან ვღალატობ, მაგრამ მიტოვება არ შემიძლია.. არვიცი როგორ მოვიქცე..

Next Post
ქმარი აღარ მიყვარს, ფიტნეს-ინსტრუქტორთან ვღალატობ, მაგრამ მიტოვება არ შემიძლია.. არვიცი როგორ მოვიქცე..

ქმარი აღარ მიყვარს, ფიტნეს-ინსტრუქტორთან ვღალატობ, მაგრამ მიტოვება არ შემიძლია.. არვიცი როგორ მოვიქცე..

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In