• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Sunday, May 18, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„მოკლედ, ფეხმძიმედ ვარ და კატასტროფული „მიზეზობა“ მაქს.. ერთ დღესაც რაღაც მომინდა.. თან მერიდება ვინმეს რამე ვუთხრა..“ – ერთი ძალიან სახალისო იმერული ამბავი ორსულ გოგონაზე

by inew
19 March 2023
in საზოგადოება
0
„მოკლედ, ფეხმძიმედ ვარ და კატასტროფული „მიზეზობა“ მაქს.. ერთ დღესაც რაღაც მომინდა.. თან მერიდება ვინმეს რამე ვუთხრა..“ – ერთი ძალიან სახალისო იმერული ამბავი ორსულ გოგონაზე
0
SHARES
9.6k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
რემონტის შემდგომი დალაგება

მსახიობი ლალი შიუკაშვილი, რომელიც წლებია ემიგრაციაშია და ხშირად წერს სახალისო ამბებს სოციალურ ქსელში, ამჯერად ორსულობის შესახებ აქვეყნებს მხიარულ მოგონებას:

“ნიკუშაზე ვარ ფეხმძიმედ და საშინელი “მიზეზობა” მაქვს. თან მერიდება ვინმეს რამე ვუთხრა და ვცდილობ მოვითმინო პერიოდულად „რაცხა უცნაურობების” მონატრება…

შემოდგომის პირია და ფაიქრიძეების საძმო ტარაველზე გადაწოლილი ადესა იწყებს შეთვალებას… სუნი დგას ისეთი, მკვდარს აცოცხლებს…

ლევანის (ჩემს ქმარს) ბიჭებმა დაუძახეს და ქეიფობენ ტარაველის ქვეშ, სახელდახელოდ გაშლილ სუფრაზე….

თანდათან აუტანელი გახდა ადესის სურნელის ატანა და ყურძნის გასინჯვის სურვილი… წოლითი რეჟიმი მაქვს და ვერ ვდგები… ფანჯრიდან გავკნავლე ლევანს, მცირეხნიანი ტანჯვის მერე…

დაბზრიალდა ფაიქრიძე, ბოშო ყურძენზე „რავა” გეტყვი უარსო, მაცადე, ახლავეო… თან სუფრიდან ალავერდი მოაყოლა ვიღაცამ ფეხებში და ერთი სული აქვს, უპასუხოს…

მიადგა სკამი უცებ ტარაველს, „ჩამობრდღვნა” რამდენიმე მტევანი ნაჩქარევად და შემომაწოდა ფანჯრიდან… გარეთ კარგად ჩამობნელებულია და ალბათ ამის გამო, სიბნელეში დაკრეფილი „მწიფე” ადესა, ოთახის სინათლეზე მკუხე და მწვანე გამოდგა….

– ლევანიი, – გავკნავლე ისევე ფანჯრიდან.

– რა იყო, ლალუჩი? („მეიწონა თავი” ბიძაშვილობასთან)

– მწვანეა ეს ადესა…

წამოხტა ისევე ფაიქრიძე, ეცა ტარაველს მეორე მხრიდან, თან მამშვიდებს, ააა, მეიცა, აქანააა არის მწიფე! (რას ხედავს, თვალთან თითს ვერ მიიტან, ღამეა უკვე!)… შემომაწოდა ისევე ნაჩქარევად ფანჯრიდან მტევნები… და გავარდა მორიგი სადღეგრძელოს გასაგრძელებლად!…

დავხედე მტევნებს და… შეთვალული, მაგრამ მწვანეა ისევე ყველა… ამეშალა ნერვები… გაუსაძლისი გახდა ყურძნის გასინჯვის სურვილი… და მოვცხე ტირილი: ლევანიიიი… ვჭამო მკუხეე?

– რაი, რას ამბობ, კაცო, მაცაა, ვნახავ მწიფეს…

მოკლედ ნელ-ნელა აივსო მაგიდა ადესის მკუხე მტევნებით… და ლევანის ბიძაშვილი ზაზას მოთმინების ფიალა…

მიატოვა სუფრა და ამოვარდა სახლში, რომ ნახოს რა ხდება. ან ლევანი რატო დარბის წარამარა ტარაველსა და სახლს შორის, ან მე რატო ვკნავი ფანჯრიდან! ვზივარ მე ღვინის და თრობის მეფის – დიონისეს ქალიშვილივით, კისრამდე მკუხე მტევნებში და ვზლუქუნებ მოთქმით… გადაირია ზაზა და დაეტაკა ლევანის:

– ბიჭოოო, ადესისთვის ატირებ ბავშვს? წამო, მე ვიცი სადაც არის მწიფე ადესა… – და ეუბნება სოფლის შემოსასვლელში მცხოვრები კაცის სახელს… – იმას აქვს.

გადაირია ლევანი: – 5 კილომეტრია, ბიჭო, იქამდე… ამ ტალახში და შუაღამეს რა ავა იქ…. გადოუვლის, კაცო, ამას, არაფერი უჭირს!..

რაც ვიცნობ, პირველად ვნახე ბრაზისგან „ტანსაცმლიდან ამომხტარი”, მანამდე სიმშვიდის განსახიერება, ზაზა!

– რა გადაუვლის, ბიჭო, გაგიჟდი? ფეხმძიმედაა გოგო, და ბოვშს უნდა მაგ ყურძენი, ჰე, ამეიცვი „ვალინკი” და „გევეით”, – გაიგდო წინ აბუზღუნებული ლევანი, ღამის ფარნით შეიარაღებულმა და გაუდგნენ გზას სოფლის ბოლოსკენ…

ბედი რომ არ ექნება კაცს… დასცხო კოკისპირულმა წვიმამ ამასობაში… შემაწუხა სინდისმა: რა ჯანდაბად ავიტეხე ახლა ეს ყურძენი? მივეცი თვითგვემას…

თან ალაგ-ალაგ შეთვალებულ მარცვლებს „ვკიკნი” მაგიდაზე დახვავებულ მტევნებს…. აგვიანდებათ ბიჭებს… ამასობაში კი შემომეჭამა მე ეს ვერდამწიფებული მტევნები და…

კარები ამაყი ღიმილით და ბედნიერებისგან გაბრწყინებული სახით შემოაღეს ბიჭებმა… ერთიანად გალუმპულებს და ტალახში ამოგლაგნულებს ძვირფასი განძივით უჭირავთ ხელში ადესის მწიფე მტევნები და ისე მიყურებენ, გეგონება ბიზონი მოინადირეს ბორის გაშლილ მდელოებზე!..

ვუყურებ ორივეს და ამიტყდა სიცილი…

– რა გაცინებს, გოგო? გამოგვართვი აგერ, ეს შენი ნანატრი ადესა, დავწყდით ხალხი მაგის ძებნაში! – დამამადლა ლევანმა…

– აღარ მინდა! გამიარა უკვე სურვილმა, – ამოვილუღლუღე მე და… ვიღამ აცადა ლევანს რამის თქმა: სამი წრე დაარტყა კედელზე წყობიდან გამოსულმა ზაზამ:

– შიუკაშვილოო, ახლა ეს ადესა არ გიჭამია შენ და სულ მარცვალ-მარცვალ დაგაწურავ თავზეო!…”

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია..

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

„ჩემი გათხოვების შემდეგ ერთადერთი რასაც მთელი ცხოვრება ვინანებ, ის არის, რომ დედამთილს დედა დავუძახე..“ – ახალგაზრდა ქალის წერილი

Next Post

„წარმოდგენა არ მაქვს რა ვუპასუხო შვილიშვილს, რომელიც მეკითხება დედა სად არისო.. არვიცი როგორ უნდა ვუთხრა, რომ გათხოვდა და ის მიატოვა..“

Next Post
„წარმოდგენა არ მაქვს რა ვუპასუხო შვილიშვილს, რომელიც მეკითხება დედა სად არისო.. არვიცი როგორ უნდა ვუთხრა, რომ გათხოვდა და ის მიატოვა..“

„წარმოდგენა არ მაქვს რა ვუპასუხო შვილიშვილს, რომელიც მეკითხება დედა სად არისო.. არვიცი როგორ უნდა ვუთხრა, რომ გათხოვდა და ის მიატოვა..“

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In