• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Monday, March 16, 2026
inew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„მომავალი წლიდან პენსია იმაზე მეტი გაიზრდება ვიდრე გეგონათ…” – ნახეთ, რამდენით გაიზრდება პენსია?

by inew
11 June 2025
in საზოგადოება
0
„მომავალი წლიდან პენსია იმაზე მეტი გაიზრდება ვიდრე გეგონათ…” – ნახეთ, რამდენით გაიზრდება პენსია?
0
SHARES
10.1k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ პარლამენტში წარსადგენ ბიუჯეტში 70 წლამდე ასაკის პირთა პენსია თავდაპირველი 335 ლარის ნაცვლად 350 ლარამდე გაიზრდება.

დღეს, 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის პარლამენტში წარდგენისას, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ მომავალ წელს პენსია 20 ლარის ნაცვლად 35 ლარით გაიზრდება.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ, BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ ზრდაზე ბიუჯეტიდან დამატებით 100 მილიონი ლარი დაიხარჯება.

თავდაპირველი ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 70 წლამდე ასაკის პირთა ასაკობრივი პენსია 2025 წლიდან 335 ლარი უნდა ყოფილიყო, რაც 20 ლარით მეტია 2024 წლის არსებულ პენსიაზე.

2019 წლიდან ქვეყანაში ასაკობრივი პენსიის ზრდა სპეციალურ ფორმულას უკავშირდება; 70 წლამდე ასაკის პირებისთვის ის მხოლოდ ბოლო 12 თვის საშუალო ინფლაციის მაჩვენებელზეა მიბმული, ხოლო 70 წელზე უფროსი ასაკის პირებისთვის პენსიის ყოველწლიური მიმოხილვა მიბმულია როგორც ბოლო 12 თვის ინფლაციის მაჩვენებელზე, ასევე ბოლო 4 კვარტლის საშუალო ეკონომიკური ზრდის ტემპზე.

გარდა ამისა, მთავრობა იღებს ვალდებულებას, რომ 70 წლამდე ასაკის პირებისთვის პენსია ყოველწლიურად მინიმუმ 20 ლარით გაზარდოს, ხოლო 70 წელზე უფროსი ასაკის პირებისთვის პენსია ყოველწლიურად მინიმუმ 35 ლარით უნდა გაიზარდოს.

2025 წლის ბიუჯეტის თავდაპირველი პრეზენტაციის თანახმად, 70 წლამდე ასაკის პირებისთვის პენსია 315 ლარიდან 335 ლარამდე უნდა გაზრდილიყო, რაც კანონით გათვალისწინებული მინიმალური 20 ლარიანი ზრდა იყო, თუმცა, რამდენიმე დღის წინ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 70 წლამდე ასაკის პირებისთვის პენსიის ზრდა 2025 წელს 35 ლარი იქნება. რაც შეეხება 70 წელს გადაცილებული პირებისთვის პენსიების ზრდას, მათი პენსიები 2025 წელს 35 ლარით, 450 ლარამდე გაიზრდება. 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი პროექტის თანახმად, ხანდაზმულებისთვის პენსიებით უზრუნველყოფის ბიუჯეტი 4.42 მილიარდი ლარი იქნება. „ჯერ არ გვაქვს ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტი. ინიციატივა ორივე ასაკობრივი კატეგორიისთვის პენსიების 35 ლარით გაზრდას გულისხმობს. ინიციატივისთვის დაახლოებით 100 მილიონი ლარია საჭირო და ეს ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში უნდა აისახოს“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

სანდრო შელიას და ნინა ხუბუტიას შვილი შეეძინათ – ცნობილია რა დაარქვა წყვილმა ახალშობილს

Next Post

ვალუტის კურსი შეიცვალა! – რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს?

Next Post
ვალუტის კურსი შეიცვალა – რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს?

ვალუტის კურსი შეიცვალა! - რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს?

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

S ქართული საიტების კატალოგი Saitebi.Space
ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.