• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Sunday, May 18, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მოსწავლის მიერ შესრულებული წარმოუდგენელი საშინაო დავალება, რომელიც შოკში მყოფმა მასწავლებელმა, წაკითხვისთანავე მთელ ქვეყანას გააგებინა..

by inew
16 March 2023
in საზოგადოება
0
მოსწავლის მიერ შესრულებული წარმოუდგენელი საშინაო დავალება, რომელიც შოკში მყოფმა მასწავლებელმა, წაკითხვისთანავე მთელ ქვეყანას გააგებინა..
0
SHARES
3.1k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
რემონტის შემდგომი დალაგება

თურმე რატომ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყნის ბუნება, პატარა მოწაფემ ეს აღმოაჩინა – ამის წაუკითხაობა არ შეიძლება! რუსი პედაგოგის მოგონებებიდან:

ოთხმოციან წლებში სოფლის სკოლაში მომიწია მასწავლებლობამ. ეს სკოლა სვერდლოვსკის ოლქში, ტავატუში მდებარებდა. ძირითადად, მეტყევეებისა და რკინიგზის მუშების დასახლება გახლდათ. სოფელში თვალით ვერ ნახავდით აბანოს, მაღაზიას და კინოთეატრს.

სამაგიეროდ ბიბლიოთეკა და რვაწლიანი სკოლა ჰქონდათ. ისე ნუ იფიქრებთ, თითქოს იქაურებს წიგნითა და სწავლა-განათლებით ედგათ სული… ასე არ იყო, რაც მართალია, მართალია.

ამ ხალხს აბანოსა და მაღაზიის გარეშე გაძლება არასოდეს გაჭირვებიათ. თხილამურებსა და ციგებზე სრიალებდნენ, ტრაქტორით დასეირნობდნენ და თქვენ წარმოიდგინეთ, ადგილობრივი “ელექტრიჩკით” მეზობელ სოფლებსაც შეუვლიდნენ ხოლმე.

მეტსაც გეტყვით, ამ კულტღონისძიებებისგან თავისუფალ დროსაც არ აცდენდნენ უქმად და მთელი სოფელი ერთსულოვნად ეძლეოდა ლოთობით ტკბობას.

რაც შეეხება სკოლას. რა თქმა უნდა, ბევრი მოსწავლე არ დამხვედრია. მეოთხე კლასში 5 მოწაფე იყო, მეხუთეში – სამი, მეექვსეში – 4, მეშვიდეში – თერთმეტი და მერვეში – ექვსი.

არც მასწავლებლები ვებლანდებოდით ფეხებში ერთმანეთს – სულ 4 პედაგოგი გახლდით ჩემი ჩათვლით. ჰო, დირექტორიც გვყავდა, ტაისია ანდრეევნა. ლიმონსა და ფორთოხალს ახარებდა სათბურში და ფერადი ტელევიზორი ჰქონდა – ეს უკანასკნელი ავტომატურად აქცევდა მას სოფლის სულიერ ლიდერად. ტაისია ანდრეევნას სიტყვას პარტიისა და სოფლის საბჭოს განკარგულებაზე ნაკლები ფასი როდი ჰქონდა.

ტავატუელი ბავშვები მართლაც რომ გაგიხარებდნენ გულს – კეთილები, ლამაზები, საოცარი წარმოსახვის პატრონები… მერვეკლასელებს კი გამოარჩევდა კაცი… ისე დატყობოდათ სქესობრივი სიმწიფე, რომ ბავშვებს კი არა პატარა, “მატრიოშკებს” ჰგავდნენ.

ტავატუელ მოწაფეებს ერთადერთი პრობლემა ჰქონდათ: მარცვალ-მარცვალ ძლივს კითხულობდნენ. და როგორ წერდნენ? ამის გახსენება ახლაც ცუდად მხდის, ფაქტობრივად, არ წერდნენ… სასწრაფოდ რაღაც იყო მოსაფიქრებელი.

რა აღარ ვცადე, ხმამაღლა კითხვა, შინაარსის თხრობა, წაკითხულზე მსჯელობა… ბავშვებიც აფასებდნენ ჩემს მონდომებას და დღითი დღე მაოცებდნენ არაორდინალური აღქმის უნარით. მაგალითად, რატომ დარჩა პუშკინის ტატიანა მეუღლესთან და არ გაჰყვა ონეგინს.

იქაურებმა ასე ამიხსნეს: “ტატიანა ისევ თავის ბებერთან დარჩა იმიტომ, რომ ის კაცი არც სვამდა არც სცემდა, ონეგინს კი ვინ იცის, რა ხუშტური წამოუვლიდა”.

ზეპირი მსჯელობების შემდეგ თხზულებებზეც გადავედით. წერაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო, ზეპირად უნდა მოეთხროთ. თემა თავისუფალი იყო. საუკეთესო შეფასება წითურმა ნატაშამ დაიმსახურა, სკოლის დამლაგებლის შვილმა, რომელიც მეექვსე კლასში სწავლობდა.

გოგონამ ბუნებაზე გვიამბო. სხვათა შორის, ნატაშკა მარცვალ-მარცვალ კი არა, ასო-ასოც ძლივს კითხულობდა. არ აღიარებდა წერის არც ერთ ნორმას, სამაგიეროდ, ცოცხალი გონება ჰქონდა. მისი თზულება ნამდვილად იმსახურებს ფართო ასპარეზს. ვეცდები სიტყვა-სიტყვით გადმოვცე ეს უნიკალური ამბავი.

“ერთხელ მამა სადგურიდან მოდის და დედასთვის არაყი მოაქვს. თვითონ მაღაზიაში გადაკრა და გზაში ძილი მოუნდა. დაწვა, დაიძინა, მერე ადგა და სახლში წამოვიდა.

დედილო ეკითხება: არაყი სადაა? ნახეს – არ არის არაყი. დედამ წაუთაქა, მაგრამ არ უტკენია. საერთოდ დედა კეთილია, ისე გცემს, არაფერს გატკენს. მერე ჰკითხა: – სად ეგდე? მამა ეუბნება: – ნაძვის ძირას მეძინა, სადგურიდან მოვდიოდი.

წავიდნენ ორივენი უკან სადგურისკენ და დაუწყეს არაყს ძებნა.

ყველა ნაძვის ძირში ეძებეს, მაგრამ სად არის? არ არის არაყი. მობრუნდნენ უკან. დედილომ წაუტირა, მერე მამიკოს ისევ მოსდო, მაგრამ ძალიან არა… კეთილია დედა.

ისევ წავიდნენ არყის საძებნელად. ეძებეს, ეძებეს და… იპოვეს. ნაძვის ძირში კი არა, ფიჭვის ძირას ყოფილა.

ამიტომ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყნის ბუნება და უნდა იცნობდე მას. მამას რომ სცოდნოდა, რით განსხვავდება ნაძვი ფიჭვისგან, არაყს ხომ მაშინვე იპოვიდნენ?! არც დედა მოსდებდა მეორედ”.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

მაქს ფრაი. 2004 წელი.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

ცოლს უკვე წლები იყო ღალატობდა.. თვლიდან რომ არ უყვარდა. ქორწინების 15 წლის თავზე განქორწინებისთვის საჭირო საბუთებს ეძებდა, როცა კარადაში ანალიზებით სავსე საქაღალდე იპოვა.. დიაგნოზი დაგუგლა და ნახა 6-18.. მხოლოდ ეს დრო და ამით ყველაფერი შეიცვალა..

Next Post

ერთ საღამოს ბიჭი დედასთან შევიდა სამზარეულოში, სადაც ის ვახშამს ამზადებდა, და ქაღალდის ფურცელი გადასცა… ფურცელზე დაწერილი იყო თანხა, რომელსაც ითხოვდა მის მიერ გაკეთებული საქმისთვის.. ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ კალამი აიღო და იმავე ფურცლის მეორე მხარეს წარმოუდგენელი რამ მიაწერა..

Next Post
ერთ საღამოს ბიჭი დედასთან შევიდა სამზარეულოში, სადაც ის ვახშამს ამზადებდა, და ქაღალდის ფურცელი გადასცა… ფურცელზე დაწერილი იყო თანხა, რომელსაც ითხოვდა მის მიერ გაკეთებული საქმისთვის.. ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ კალამი აიღო და იმავე ფურცლის მეორე მხარეს წარმოუდგენელი რამ მიაწერა..

ერთ საღამოს ბიჭი დედასთან შევიდა სამზარეულოში, სადაც ის ვახშამს ამზადებდა, და ქაღალდის ფურცელი გადასცა... ფურცელზე დაწერილი იყო თანხა, რომელსაც ითხოვდა მის მიერ გაკეთებული საქმისთვის.. ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ კალამი აიღო და იმავე ფურცლის მეორე მხარეს წარმოუდგენელი რამ მიაწერა..

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In