• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Sunday, May 18, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ორი შვილის დაღუპვის შემდეგ ქალი ქმარმაც მიატოვა.. – ახალგაზრდა ქალის წარმოუდგენელი ამბავი

by inew
15 December 2022
in საზოგადოება
0
ორი შვილის დაღუპვის შემდეგ ქალი ქმარმაც მიატოვა.. – ახალგაზრდა ქალის წარმოუდგენელი ამბავი
0
SHARES
2.4k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
რემონტის შემდგომი დალაგება

ქალბატონი, რომელიც მარინას სახელით გაგვეცნო, საკუთარი მეგობრის ტრაგიკულ ბედზე სასაუბროდ დაგვიკავშირდა. რამდენიმე დღეში პირადად ისურვა შეხვედრა, რომ ყველაფერი დეტალებში მოეთხრო…

– პირველი შვილის დაღუპვის შემდეგ ნინოს ხასიათი ძალიან შეეცვალა. ბუნებრივია, ეს არავის გვიკვირდა, უბრალოდ, გვწყინდა, რომ ვერაფრით ვეხმარებოდით. ასეთ დროს ნუგეშისცემა ძალიან რთულია.

მიუხედავად იმისა, რომ მე მისი უახლოესი მეგობარი ვიყავი, ერთი პერიოდი არც ჩემთან კონტაქტი სურდა და არც ოთახში მიშვებდა. ნინოს საოცრად კარგი მეუღლე ჰყავდა და მას ყველანაირად ედგა მხარში.

რასაკვირველია, შვილის გარდაცვალება არც მისთვის იყო მარტივად გადასატანი, მაგრამ ცოლის შემხედვარე, თავს მოვალედ თვლიდა, რომ მთასავით მდგარიყო და მძიმე პერიოდი ერთად გადაეტანათ.

– რა ხნის ბავშვი დაეღუპათ?

– ირაკლი სამი წლის იყო. მშობლებს ზამთარში ბაკურიანში ჰყავდათ, გაუცივდათ და თურმე პატარას საშინელი ხველა დააწყებინა. სიცხე მისცა თუ არა, მაშინვე თბილისში წამოიყვანეს. გზა დიდთოვლობის გამო გაუგრძელდათ.

რამდენიმე საათის განმავლობაში მანქანა გაჩერებული იყო და ადგილიდან ვერ იძროდა. სანამ თბილისში ჩამოიყვანდნენ, ბავშვი გზაში გაიგუდა. ფაქტობრივად, მშობლების ხელში დალია სული.

– ამის შემდეგ წყვილს ბავშვი აღარ ეყოლა?

– ხუთი თუ ექვსი წლის განმავლობაში ნინო და მისი მეუღლე ამ ტრაგედიიდან თავის დაღწევას ცდილობდნენ. უფრო სწორად, თემური ცდილობდა, რომ მათი ოჯახი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაბრუნებოდა, მაგრამ ნინომ ფეხი ვერ აუწყო.

ხანდახან მგონია, რომ იმ წლებში ნინო თავის ქმარს არც გაჰკარებია. სხვა შემთხვევაში დაორსულდებოდა, რადგან ჯანმრთელი ქალი იყო და არავითარი პრობლემა არ ჰქონია. არაერთხელ მინახავს ნინო თავის ოთახში მარტო, ხოლო მისი მეუღლე მისაღებ ოთახში შლიდა ტახტს და იქ ეძინა.

– ექვსი წელი საკმაოდ დიდი დროა იმისათვის, რომ ცოლ-ქმარი ცალ-ცალკე იწვეს და ამას ქმარი იტანდეს…

– გეთანხმებით, მაგრამ იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ თემურს სხვა ქალი არ ეყოლებოდა. ახალგაზრდა კაცი იყო, 30 წლის, და ბუნებრივია, ვიღაცასთან სიახლოვის სურვილი ექნებოდა. თუმცა ერთ ზაფხულსაც ნინომ და თემურმა ზღვაზე წასვლა დაგეგმეს.

ეს გადაწყვეტილება ნინომ ქმრის დაჟინებული თხოვნის შემდეგ მიიღო. იქიდან საოცრად შეცვლილი დაბრუნდა. წონაშიც მომატებულიყო და ლამაზი ფერიც ჰქონდა. რამდენიმე თვის შემდეგ კი შევიტყვეთ, რომ ორსულად იყო და ექოსკოპიაზე მისულებს გვითხრეს, რომ ნინო ბიჭის დედა გახდებოდა.

ალბათ, ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, ამ ამბავმა რა სიხარული გამოიწვია. საბედნიეროდ, ორსულობის პერიოდმა და მშობიარობამ კარგად ჩაიარა. მათ ოჯახში ხალისი დაბრუნდა. ნინოს პირველი შვილის ნათლია მე ვიყავი, მეორე კი ჩვენს ერთ უახლოეს მეგობარს მოანათვლინა.

გიორგი საოცრად კარგი ბავშვი იზრდებოდა. გარეგნულად ძალიან ჰგავდა თავის გარდაცვლილ ძმას. სამი წლის რომ გახდა, ირაკლისა და გიორგის ფოტოები გვერდი-გვერდ რომ დაგეწყოთ, ვერ გაარჩევდით, რომ ეს ორი სხვადასხვა ბავშვი იყო. როცა სკოლაში შევიდა, მშობლებს დაჰყავდათ კალათბურთზე, ცურვაზე, ცეკვაზე.

14 წლის ასაკში სამი უცხო ენა იცოდა. მოგეხსენებათ, ოჯახში ერთი შვილი რომ იზრდება, ყველა მასზეა გადართული და უნდათ, რომ მაქსიმალური განათლება მიიღოს. ნინოს ქმარი სამსახურში დააწინაურეს, ხელფასი მოემატა და გაფართოება გადაწყვიტეს. ბინა შეიცვალეს და სხვა უბანში გადავიდნენ.

ბუნებრივია, გიორგის ახალი მეგობრები გაუჩნდნენ. სამწუხაროდ, არცთუ ისე კარგ წრეში მოხვდა. ჯერ სწავლას უკლო, მერე უმადობა დასჩემდა, თუ ჭამდა, მხოლოდ ტკბილეულს ეტანებოდა. მოკლედ, ძალიან შეიცვალა და თვალსა და ხელს შუა “გაფუჭდა”. იმდენად აგრესიული გახდა, რომ მამაც ვერ აკონტროლებდა.

– ნარკოტიკების მომხმარებელი ხომ არ გახდა?

– დიახ. მალე მათი ოჯახიდან ნივთებიც დაიკარგა. ეჭვი გიორგის მეგობრებზე მიჰქონდათ და როცა ეს ბავშვს შეაპარეს, მან სკანდალი მოაწყო და ბოლოს ისიც კი აღიარა, რომ ძვირფასეულობა სახლიდან თავად გაჰქონდა და ყიდდა.

თემური შეეცადა, ბავშვი სამკურნალოდ საზღვარგარეთ წაეყვანა – ყველაფერს მივატოვებ და მის გვერდით ვიქნებიო. ფაქტობრივად, ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. მამა-შვილი აეროპორტში წავიდა, საიდანაც გერმანიაში უნდა გაფრენილიყვნენ, მაგრამ გიორგი აეროპორტიდან გამოიპარა და სამი დღე სახლში არ გამოჩენილა.

ბოლოს დაბრუნდა ჭუჭყიანი, დასაბანი, გაუბედურებული. იმ საღამოს მეც ნინოსთან ვიყავი და გიორგის კარი რომ გაუღეს, დედ-მამას მისთვის ერთი სიტყვაც არ უთქვამს.

ვფიქრობ, სწორად მოიქცნენ, რადგან საყვედურს აზრი არ ჰქონდა. ბავშვი აბაზანაში შევიდა, იბანავა, ახალი ტანსაცმელი ჩაიცვა და ოთხივემ ერთად ვივახშმეთ.

მერე ბოდიში მომიხადა, ძალიან დაღლილი ვარ, უნდა დავწვე და დავიძინოო. მერე ნინო მიყვებოდა, გიორგის მეორე დღის 3 საათამდე სძინებია. როცა ადგა, მითხრა, დედა, მაღაზიაში სიგარეტის საყიდლად გავალო. წავიდა და აღარ დაბრუნებულა. ერთი კვირის განმავლობაში ეძებდნენ და ბოლოს ერთ-ერთ ბაღში გარდაცვლილი იპოვეს.

სხეულზე არანაირი ძალადობის კვალი არ ეტყობოდა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ძილის წამლის ჭარბი დოზის მიღების შედეგად გარდაიცვალა. როგორც ჩანს, თავი მოიკლა, თუმცა მიზეზი დღემდე დაუდგენელია.

– თქვენს მეგობარს მეტი შვილი აღარ ჰყოლია?

– არა. ამ ამბის შემდეგ თემური რუსეთში გადაიხვეწა და ნინო მიატოვა. არ ვამართლებ, მაგრამ მისი მაინც მესმის. აღარ შეეძლო ხელმეორედ აეტანა ის, რაც მათი პირველი შვილის სიკვდილის შემდეგ მის ცოლს დაემართა.

ახლა ნინო მარტოა. კვირაში რამდენჯერმე დიშვილები შეუვლიან ხოლმე და მე ვნახულობ. ვცდილობ, გარეთ გამოვიყვანო და მცირე ხანს მაინც ვატარო სუფთა ჰაერზე.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

ანა კალანდაძე; ჟურნალი “რეიტინგი”

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

„რძალი ჩემს შვილზე 18 წლით უფროსია.. ჩემთან თავის შვილებით გადმოვიდა.. ცოტაც და გავგიჟდები..“

Next Post

„მითხრა, ქმარს გაშორდი ქმარს და მეც გავშორდები ცოლსო.. ასეც მოვიქეცი, თუმცა მალევე მივხვდი თუ რა საშინელი შეცდომა დავუშვი..“ – 28 წლის გოგოს წერილი

Next Post
„მითხრა, ქმარს გაშორდი ქმარს და მეც გავშორდები ცოლსო.. ასეც მოვიქეცი, თუმცა მალევე მივხვდი თუ რა საშინელი შეცდომა დავუშვი..“ – 28 წლის გოგოს წერილი

„მითხრა, ქმარს გაშორდი ქმარს და მეც გავშორდები ცოლსო.. ასეც მოვიქეცი, თუმცა მალევე მივხვდი თუ რა საშინელი შეცდომა დავუშვი..“ – 28 წლის გოგოს წერილი

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In