• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Friday, May 9, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„პირდაპირ ვუპასუხე: ქართველი კაცები რომ კაცებს აღარ გავხართ, იმიტომ ვხდებით მათი ცოლები-მეთქი..“ – რატომ თხოვდებიან ქართველი გოგონები თურქეთში, 2 შვილის დედის სკანდალური აღიარება

by inew
10 March 2023
in საზოგადოება
0
„პირდაპირ ვუპასუხე: ქართველი კაცები რომ კაცებს აღარ გავხართ, იმიტომ ვხდებით მათი ცოლები-მეთქი..“ – რატომ თხოვდებიან ქართველი გოგონები თურქეთში, 2 შვილის დედის სკანდალური აღიარება
0
SHARES
4.2k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
რემონტის შემდგომი დალაგება

პირველივე დღეს, სამუშაოდან დაბრუნებულს სასტიკად მცემა. მითხრა, შორიდან გიყურებდი და კაცებს ეკეკლუცებოდიო რამდენიმე კვირის წინ, რედაქციაში ქალბატონის წერილი მივიღეთ, რომელიც გვწერდა, რომ შვილის საზღვარგარეთ წასვლის შემდეგ, რძალი თურქეთში გათხოვდა.

მართალია, იმ გოგონას ისტორია ცუდად დამთავრდა, მაგრამ ქალბატონს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. როგორც აღმოჩნდა, თურქეთში ქართველი გოგონების გათხოვება ახალი ამბავი არ არის და ბოლო დროს ასეთი შემთხვევები გახშირდა.

27 წლის დიანა, ამ გოგონებს შორის ერთ-ერთია. ორი თვეა რაც თურქი პატარძალია და განსაკუთრებულად საიტზე გამოქვეყნებულმა უარყოფითმა კომენტარებმა გააღიზიანა.

გადაწყვიტა ჩვენთვის საკუთარი ისტორია მოეყოლა.

– 16 წლის ვიყავი რომ გავთხოვდი. ჩემზე ათი წლით უფროსმა – გელამ მომიტაცა. ვოცნებობდი, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ სასწავლებლად თბილისში ჩამოვიდოდი და აუცილებლად გავხდებოდი ჟურნალისტი და ტელევიზიაში ვიმუშავებდი.

მოტაცებული გოგონა მამამ უკან არ მიმიღო და ასე გავხდი მეზობელი სოფლის პატარძალი. ოთხი დედმამიშვილი ვართ და დედა მარწმუნებდა, რომ სიღარიბისგან თავის დასაღწევად ყველაზე კარგი გზა გათხოვება იყო.

მამამ კი მითხრა, რომ ნაადრევი ყველაფერი კარგი იყო სიკვდილის გარდა. ერთ კვირაში მიხვდი, რომ მთელი ცხოვრება უბედური ვიქნებოდი, რადგან ქმარი ხშირად სვამდა და მის მშობლებთან ერთად შეშინებული ველოდებოდი როდის გადაწყვეტდა დაძინებას.

ორჯერ ჩხუბის გამო დაიჭირეს კიდეც, მაგრამ დღემდე არ ვიცი, როგორ მოახერხა თავის დაძვრენა. მეუბნებოდა, ძალიან გინდა, რომ ციხეში გამიშვა და გაბოზდე, მაგრამ არ გეღირსებაო.

– მშობლები მის საქციელზე რას ამბობდნენ?

– შეგუებულები იყვნენ, მათთვის მთავარი იყო, რომ ფიზიკურად არ ეხებოდათ და გინებას მიჩვეულები იყვნენ. ჩემს მშობლებს კი არც აინტერესებდათ, ერთი შვილი შესანახად მოაკლდათ და სანახავადაც კი იშვიათად მოდიოდნენ.

– შენი მეუღლე მუშაობდა?

– მანქანა ჰყავდა და თანასოფლელებს პროდუქტების გასაყიდად გადატანაში ეხმარებოდა. მუშაობა არ ეზარებოდა, მამამთილიც მუშაობდა და არ გვიჭირდა, მაგრამ პრობლემები მას შემდეგ დაიწყო რაც ერთ დღეს მამამთილი დაიღუპა.

ისედაც მძიმე ხასიათის გელა ნამდვილ მონსტრად გადაიქცა, მანამდე ალბათ მამამისის მაინც ერიდებოდა. მე და დედამისს საშინლად გვექცეოდა, ხანდახან ფიზიკურადაც გვისწორდებოდა.

უკვე ორი შვილი მყავდა და ბავშვებისაც არ ერიდებოდა. ჩვენი სახლიდან სულ წივილ-კივილის ხმა გადიოდა.

– მუშაობის დაწყება არ გიცდია?

– განათლება არ მქონდა და სადმე მუშად თუ დავიწყებდი. ერთ დღეს მეზობლის გოგომ მითხრა, რომ ერთ-ერთ ჩვენ სოფლელს რთველში მუშები სჭირდებოდა. სულ სამი დღე უნდა გვემუშავა და დღეში 15 ლარს გადაგვიხდიდნენ.

ვთხოვე, რომ მის ქმარს გელასთვის ეთქვა, მე ვერ გავბედე, ვიცოდი, საშინელ დღეში ჩამაგდებდა. არადა ამ დროს უკვე ძალიან გვიჭირდა. ალბათ ესეც იყო მიზეზი, რის გამოც ქმარი ადვილად დამთანხდა, მაგრამ პირველივე დღეს, სამუშაოდან დაბრუნებულს სასტიკად მცემა.

მითხრა, შორიდან გიყურებდი და კაცებს ეკეკლუცებოდიო. მოვკიდე ბავშვებს ხელი და შუაღამეს მშობლებთან დავბრუნდი. მას შემდეგ ჩემთვის აღარ მოუკითხავს.

– დედამ მიგიღო ორი შვილით?

– სხვა გზა არ ჰქონდა, ალბათ იმ იმედით, რომ მეორე დღეს გავიქცეოდი და ისევ ქმარს შევურიგდებოდი, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ რომ არავინ მომაკითხა, ნერვიულობა დაიწყო.

დავამშვიდე, რომ ჩემი შვილებით ტვირთად არ დავაწვებოდი და მეზობლის ქალთან ერთად სამუშაოდ თურქეთში წავედი.

სწორედ იქ გავიგე, რომ ჩემი ქმარი მეორედ დაოჯახდა და სახლში ორშვილიანი ქალი მიიყვანა. ვერ ვიტყვი, რომ განვიცადე, პირიქით ძალიან გამიხარდა. ორი წლის განმავლობაშ გადავდიოდი სამუშაოთ თურქეთში და პერიოდულად შვილებთან ვბრუნდებოდი.

უამრავი სამსახური გამოვიცვალე და ამასობაში ენაც კარგად ვისწავლე და ერთ სასტუმროში მოვეწყე მზარეულად. მეპატრონე 50 წლის ქვრივი თურქი კაცი იყო.

ორი შვილი ჰყავდა. პირველივე ნახვისას მოვეწონე და ერთ თვეში უკვე ცოლად გაყოლა მთხოვა. თავიდან ჩემი ისტორია დავუმალე, მაგრამ ბოლოს ვუთხარი, რომ ორი შვილი მყავდა საქართველოში და მათ მიტოვებას არ ვაპირებდი.

– შეგიყვარდა?

– ახლა მიყვარს, მაგრამ მაშინ ვერ წარმომედგინა თურქზე გათხოვება. უბრალოდ ძალიან თბილად მექცეოდა. საჩუქრებითაც მანებივრებდა და არ დაიჯერებთ და არასოდეს უთხოვია, რომ მისი საყვარელი გავმხდარიყავი.

სამი თვის შემდეგ საქართველოში დავბრუნდი, ორი კვირა ვაპირებდი გაჩერებას და ჩამომაკითხა. მშობლებს ჩემი ხელი ოფიციალურად სთხოვა და თანხმობის მიღების შემდეგ ისევ თურქეთში დაბრუნდა.

მეზობლები შოკში ჩავარდნენ, საშინელებები მითხრეს, არადა დარწმუნებული ვარ მანამდეც არ აკლებდნენ ჩემზე ჭორაობას, რომ თურქეთში პატიოსანი ქალს რა უნდოდა.

ერთმა კაცმა ისიც მითხრა, ადრე თურქების ხასები რომ არ გამხდარიყვნენ, ქართველი გოგონები კლდიდან ხტებოდნენ და ახლა თქვენ უგორდებით ლოგინშიო. – ქართველი კაცები რომ კაცებს აღარ გავხართ, იმიტომ ვხდებით მათი ცოლები-მეთქი.

ჩემი მომავალი მეუღლე ერთ კვირაში რამდენიმე ნათესავ მამაკაცთან და ერთ ქალთან ერთად ჩამოვიდა და პატარა ქორწილი გადავიხადეთ საქართველოში. ასე გავხდი თურქი პატარძალი.

ახლა ჩემი ქმრის სამშობლოში ვცხოვრობ და ერთი კვირით ჩამოვედი საქართველოში შვილების სანახავად. მომავალ წელს ბავშვებს აუცილებლად წავიყვან. რაღაც პატარა პრობლემები მაქვს მოსაგვარებელი, მათ სწავლასთან დაკავშირებით.

მანამდე კი არაფერს ვაკლებ და მშობლებს ეკონომიურადაც ვეხმარები. ახლა აღარ ვმუშაობ, ჩემი ქმრის შვილებს ვზრდი და ბედნიერი ვარ. ქმარი პატივისცემით მეპყრობა, იმის არ მეშინია, რომ ღამე ნასვამი მოვა და ფიზიკურად გამისწორდება.

მათთვის კი ვინც ქართველ გოგონებს თურქეთში გათხოვების გამო ლანძღავენ, საკუთარ გულში ჩაიხედონ, როგორ ექცევიან ცოლებს და თავად თუ მიიყვანდნენ განათხოვარ, ორშვილიან გოგონას ცოლად, თორემ ბედნიერებას თურქთან იპოვი თუ გერმანელთან რა მნიშვნელობა აქვს.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

ავტორი: სალომე დადიანი; ჟურნალი რეიტინგი

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

კაცი, რომელიც მრავალი წლის უნახავმა ბიძაშვილმა ქორწილში დაპატიჟა, პატარძლად თავისი ყოფილი ცოლი იხილა.. თუმცა ეს ყველაფერი არ იყოო.. – წარმოუდგენელი ამბავი, რომელიც იმერეთის ერთ-ერთ სოფელში მოხდა

Next Post

დედამთილი მეუბნება, რომ ჩემი ეროვნების გამო რცხვენია და სახლიდან მაგდებს.. ჩემი ქმარი არაფერს აკეთებს.. არვიცი როგორ მოვიქცე..

Next Post
დედამთილი მეუბნება, რომ ჩემი ეროვნების გამო რცხვენია და სახლიდან მაგდებს.. ჩემი ქმარი არაფერს აკეთებს.. არვიცი როგორ მოვიქცე..

დედამთილი მეუბნება, რომ ჩემი ეროვნების გამო რცხვენია და სახლიდან მაგდებს.. ჩემი ქმარი არაფერს აკეთებს.. არვიცი როგორ მოვიქცე..

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In