• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Friday, May 9, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„რას აჩენდი ამდენს? ისიც კი უთქვამთ, ამას რომ ქმარი ჰყვარებოდა, გაუფრთხილდებოდა და ამდენ შვილს არ გაუჩენდაო” – 4 შვილის დედის მძიმე წერილი

by inew
18 March 2023
in საზოგადოება
0
„რას აჩენდი ამდენს? ისიც კი უთქვამთ, ამას რომ ქმარი ჰყვარებოდა, გაუფრთხილდებოდა და ამდენ შვილს არ გაუჩენდაო” – 4 შვილის დედის მძიმე წერილი
0
SHARES
1.9k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
რემონტის შემდგომი დალაგება

მწერალი, მასწავლებელი, 4 შვილის დედა მაია სარიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ჩანაწერს, რომელიც ბევრი მრავალშვილიანისთვის არის აქტუალური და მტკივნეულიც:

“რას აჩენდი ამდენს?

მხოლოდ ღმერთს შეუძლია იცოდეს, რა ძალიან მეშინია, როცა ვინმე მრავალშვილიან დედაზე ამბობენ: რას აჩენდა ამდენს, თუ რჩენა არ შეეძლოო?

ჩვენ იმედად აჩენდაო? რამდენი არგუმენტიც არ უნდა მედოს წინ, რომ მართლები არიან, მაინც მეშინია… შესაძლოა იმიტომაც, რომ დაახლოებით იგივე გამოვიარე თავად.

ახლობლების თუ შორებლების უმრავლესობა ძალიან შეშფოთებული იყო ჩემი მესამე და განსაკუთრებით მეოთხე ფეხმძიმობით. ისიც უთქვამთ, ამას რომ ქმარი ჰყვარებოდა, გაუფრთხილდებოდა და ამდენ შვილს არ გაუჩენდაო.

იმდენად დამფრთხალი ვიყავი, მეოთხეჯერ რომ დავფეხმძიმდი, ვმალავდი, ვიდრე 5 თვის არ გავხდი და მუცელი ძალიან არ დამემჩნა.

მესმის, ვინც წუხდებოდა ჩემი ყოველი მომდევნო დაფეხმძიმების გაგებით, მხოლოდ სიყვარულით მოსდიოდათ, ზრუნვით და საერთოდ არ მაქვს მათი მძიმე სიტყვები თუ მძიმე მზერა გულში შემონახული, მაგრამ დანაშაულის განცდა დღემდე მომყვება.

არ ვიცი, რა დანაშაულის, მაგრამ მრცხვენია ყოველ ჯერზე, როცა ჩემი ქმრის თავგანწირული შრომა თუ ფულის გამომუშავების ჩემი უმწეო მცდელობები მაინც არ არის ხოლმე ზოგჯერ საკმარისი და ვინმესგან თანხის სესხება გვიწევს. ამ დროს სულ ეს წინადადება გადამეჭირება ხოლმე დამსახურებული როზგივით: რას აჩენდი ამდენს?

დიახ, ერთმა გასაცოდავებულმა ქალმა გააჩინა 4 შვილი და მეხუთესაც აპირებდა, მაგრამ დაიწვნენ. ყველანი. რატომ აჩენდა ამდენს? არ ვიცი. ამბობენ გონებაშეზღუდული იყო ეს დედაო, პრობლემები ჰქონდაო. პატრიოტიზმის გამო სულაც არ გაუჩენიაო.

დაბალი დონის მაჩვენებელია, ქალი რომ თავს ვერ იცავს ამდენჯერ დაორსულებისგანო.

როგორც ყოველთვის, უამრავ რამეს ამბობენ ისინი, ვინც მარად მართალია და ხილული თუ უხილავი მტკიცებულებები და ფაქტები მათ მხარეს ამყარებენ, მაგრამ როგორც ზემოთ დავწერე, რამდენი არგუმენტიც არ უნდა მედოს წინ, ძალიან მეშინია ამ წინადადებების:

რას აჩენდა ამდენს?

ჩვენს იმედზე აჩენდა?

დიახ, წესით, ჩვენ ყველანი ერთმანეთის იმედით ვიბადებით და ვარსებობთ ამ არც თუ ისე მხიარულ სამყაროში. დიახ, ჩვენ იმედზე იყო მეხუთე ბავშვზე ფეხმძიმედ და თუ მაინცადამაინც რამე სამაგიეროს ველოდით მისგან, ეს მისი შვილების თვალები იყო და მათი პატარა გულები.

კიდევ 5 წყვილი სუფთა თვალის არსებობა ამ ჩვენს სასოწარმკვეთად გასაცოდავებულ და დაცოტავებულ ქვეყანაში ცოტაა?

ზოგჯერ მინდა ვთქვა: მე თქვენ არავის გელაპარაკებით, საერთოდ არავის! ვთქვა და სამუდამოდ დავმუნჯდე, მაგრამ მარტო არა ვარ. 4 შვილი მყავს. ამიტომ ვერსადაც ვერ წავალ.

ვიქნები ამ გულების გადამაქვავებელ საზარელ სამყაროში. ვიქნები სულ სხვა მზის ამოსვლის მოლოდინით. ვიქნები, ვიდრე გავძლებ!”

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

„გუშინ ქუჩაში ბებოს ვასეირნებდი და დავინახე შენი ტოლი ბიჭი როგორ წაიქცა… გიჟივით მივვარდი და წამოვაფრინე, მერე გულში ჩავიკარი” – დედის ემოციური წერილი

Next Post

„თუ ეს პოსტი ერთ ადამიანს მაინც ააღებინებს ტელეფონს ხელში და ათქმევინებს ვინმესთვის ამ სიტყვებს, გამოდის, რომ ჩემი თქვენთან კონტაქტი შედგა”… – აუცილებლად წასაკითხი და გასაზიარებელი თბილისური ამბავი

Next Post
„თუ ეს პოსტი ერთ ადამიანს მაინც ააღებინებს ტელეფონს ხელში და ათქმევინებს ვინმესთვის ამ სიტყვებს, გამოდის, რომ ჩემი თქვენთან კონტაქტი შედგა”… – აუცილებლად წასაკითხი და გასაზიარებელი თბილისური ამბავი

„თუ ეს პოსტი ერთ ადამიანს მაინც ააღებინებს ტელეფონს ხელში და ათქმევინებს ვინმესთვის ამ სიტყვებს, გამოდის, რომ ჩემი თქვენთან კონტაქტი შედგა"... - აუცილებლად წასაკითხი და გასაზიარებელი თბილისური ამბავი

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In