რას ეკითხებიან და რას სთხოვენ პატარები ღმერთს

უდიდესმა ჰუმანისტმა და პედაგოგმა იანუშ კორჩაკმა (1878-1942) უფროსებს მოუწოდა, რომ ისინი ამაღლდნენ ბავშვების სულიერ სამყარომდე და მეტი მოთმინება გამოიჩინონ მათდამი, რადგან სამყაროს აღქმა ბავშვების მიერ და მათი ემოციები, მგრძნობიარობით და უშუალობით, განსხვავდება უფროსების მიერ აღქმულის და განცდილისგან.

ბავშვები ბოროტების და სიკეთის თავისებური წარმოდგენებით ცხოვრობენ, ისინი თავს არასდროს იკატუნებენ და ყოველთვის სიმართლეს ამბობენ. აქვთ საკუთარი კრიტერიუმები და საკუთარი ხედვა.

კარგად აცნობიერებენ მათ ირგვლივ რა პროცესები მიმდინარეობს და როგორც დაწყებით კლასებში ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, ყველაზე მეტად მათ მშვიდად და ბედნიერად ცხოვრება უნდათ.

გამოკითხვაში 6 – 10 წლის ასაკის ბავშვები მონაწილეობდნენ და მათ შემდეგი კითხვა დაუსვეს: «ღმერთს რას თხოვდით და რას ეტყოდით, ამის შესაძლებლობა რომ გქონდეთ?»

მათი პასუხები წარმოუდგენლად ღრმა, შთამბეჭდავი და ამავდროულად, მხიარული, ცოცხალი და ზოგ შემთხვევაში, სასოწარკვეთილიც კი იყო. ბავშვები ხვდებოდნენ, რომ მშობლებს და მასწავლებელს კი არა, ყველაზე ძლიერს და ყველაზე გამგებს მიმართავდნენ. ამიტომ, კითხვებზე გულწრფელად პასუხობდნენ:

«ცაში როგორ ცხოვრობ? ყველაფერი გაქვს? იქნებ, რამე გჭირდება?» (9 წლის)

«ხალხი ისე იტანჯება დედამიწაზე, ნუთუ ჯოჯოხეთში უარესია?» (10 წლის)

«მე, რა თქმა უნდა, მიყვარხარ. მაგრამ, დედა და მამა უფრო მეტად მიყვარს. არაუშავრს?» (9 წლის)

«შეიძლება, რომ არ მოვკვდე, ა?» (6 წლის)

«როგორ არის, რომ ყველაფერზე ღმერთის ნებაა?! ზაფხულის მოსვლაზე, დედას ავადმყოფობაზე და ომზეც?» (8 წლის)

«რამდენი წლის ხარ, ღმერთო?» (7 წლის)

«სხვადასხვა ხალხებს სხვადასხვა ღმერთი ჰყავთ. სულ რამდენი ხართ?» (10 წლის)

«პირველად სხვა ადამიანი კაცმა გააჩინა (იგულისხმება ადამის ნეკნიდან ევას გაჩენა), ეხლა რატომ აჩენენ ბავშვებს მხოლოდ ქალები?» (10 წლის)

«შენ ადამი და ევა გააჩინე და სხვა ადამიანები მამიუნებისგან არიან?» (9 წლის)

«რა უნდა გავაკეთო, რომ დედა არ მეჩხუბოს?» (8 წლის)

«შემიძლია, რამით დაგეხმარო?» (8 წლის)

«სულ თავიდან რა იყო, ადამი და ევა, თუ დინოზავრები?» (10 წლის)

«რატომ არის, რომ ხან ძალიან მინდება ცუდი რამის კეთება? ეს შენ მიწყობ გამოცდას?» (9 წლის)

«რატომ არის ყველაფერი ძვირი?» (8 წლის)

«ღმერთო, ვიმეგობროთ?» (6 წლის)

«როგორ ვიცხოვრო, რომ დედამიწაზე ყველა ბედნიერი იყოს?» (8 წლის)

«რატომ შექმენი ეს სამყარო, ვერ მიხვდი, რომ ყველაფერი ასე აირეოდა?» (10 წლის)

«სიყვარულში რამდენჯერ უნდა შევცდე? 3-ჯერ უკვე შემეშალა». (7 წლის)

«რატომ ვიტანჯებით?» (9 წლის)

«რატომ არის ბევრი ადამიანი მოწყენილი?» (9 წლის)

«რატომ არის, რომ სიცოცხლეს შენ გვაძლევ, წართმევა კი ნებისმიერს შეუძლია?» (9 წლის)

«თუ რამე მტკივა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემზე გაბრაზებული ხარ?» (10 წლის)

«ბედნიერება ყველას არ ერგება?» (9 წლის)

You may also like...

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *