თურმე „ხელის ბავშვებს“ ნაკლებად აშინებთ აცრები, სისხლის აღების პროცედურები და სამედიცინო ხასიათის სხვა მანიპულაციები.
წლების წინათ ითვლებოდა, რომ, რაც უფრო იშვიათად აიყვანს მშობელი შვილს ხელში, მით უკეთესია, მაგრამ ფსიქოლოგებმა საპირისპიროს დამტკიცება შეძლეს, – წერს გამოცემა SimpleMost.
ფსიქოლოგების მტკიცებით, ბავშვის სურვილი, რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროს მშობლის ხელში, ნორმალურია, რადგან ეს პატარას ზრდასა და განვითარებაში ეხმარება.
ახალშობილისთვის დედა მთელი სამყაროა და მასთან ფიზიკური კონტაქტი საშუალებას აძლევს, უცნობ სამყაროსთან ადაპტაცია მოახდინოს.
ბავშვის ხელით ტარება მშობელსა და შვილს შორის ემოციური კონტაქტის დამყარებას ნიშნავს და თუ ამაზე უარს ეტყვით, შესაძლოა, მოგვიანებით, სხვადასხვა სახის ფობიები, ნევროზები, მეტყველების დარღვევა და ენურეზი (შარდის შეუკავებლობა) განუვითარდეს, რაც აუცილებლად აისახება ბავშვის ხასიათსა და პიროვნულ განვითარებაზე.
მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ იმ ბავშვებს, რომლებსაც მშობლები ხშირად ხელით ატარებენ, გაცილებით მოწესრიგებული გულ-სისხლძარღვთა სისტემა აქვთ, ნაკლებს ტირიან და უკეთ იკვებებიან, ვიდრე ის ბავშვები, რომლებიც მშობლებთან ხშირი კონტაქტის საშუალებას მოკლებული არიან და უმეტეს დროს საწოლში ატარებენ.
2016 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ახალგაზრდები, რომლებსაც პატარაობაში ხელით ატარებდნენ, უკეთ სწავლობენ და ადვილად აღწევენ ფინანსურ კეთილდღეობას. ასეთ ადამიანებს ტვინში რუხი ნივთიერების შემცველობა სხვებთან შედარებით, მაღალი აქვთ.
2013 წლის კვლევა ადასტურებს, რომ მშობლის სხეულთან კონტაქტი ბავშვს უსიამოვნო პროცედურების დროს ტკივილთან გამკლავებაში ეხმარება. სხვებთან შედარებით, „ხელის ბავშვებს“ ნაკლებად აშინებთ სხვადასხვა სახის აცრები, სისხლის აღების პროცედურები და სამედიცინო ხასიათის სხვა მანიპულაციები.
ასე რომ, დაუჯერეთ ექიმებს და რაც შეიძლება ხშირად აიყვანეთ ჩვილი ხელში. ასეთი პრაქტიკა თქვენს პატარას საშუალებას მისცემს სამყაროსთან სწრაფი ადაპტაცია მოახდინოს და ჯანმრთელი და ბედნიერი გაიზარდოს.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია