ბრიტანელი პატარძალი ალექს ლენჩესტერი საქორწილო სამზადისში იყო, როდესაც დაურეკეს და საშინელი ამბავი შეატყობინეს:მისი საქმრო დაიღუპა.
ტელეფონში მამაკაცი საქმროს მამად გაეცნო და აუწყა, რომ “ტაკერი მანქანამ გაიტანა”.
თავზარდაცემულმა გოგონამ ცოტა ხნის შემდეგ გადაწყვიტა ტაკერის დედისთვის დაერეკა ამერიკაში და მიესამძიმრებინა, თუმცა დედამისმა გაოცებით უპასუხა, რომ ტაკერი კარგადაა და არავითარი მანქანის ქვეშ არ მოყოლილა.
მალე ისიც გაირკვა, რომ “დამწუხრებული მამა”, რომელმაც ალექსის დაურეკა თვით მისი საქმრო იყო. “როგორ მიყვარდა იგი, ყველაფერს ვაკეთებდი მისი გულისთვის, ახლა უკვე ვეჭვობ, საერთოდ ოდესმე შეიძლება მამაკაცისგან რაიმე დავიჯერო?”
ალექსმა და ტაკერმა აშშ-ში, კოლუმბიის უნივერსიტეტში გაიცნეს ერთმანეთი 2012 წელს.ალექსი კინოთეატრში მუშაობდა, ხოლო ტაკერი სახვით ხელოვნებას სწავლობდა. მათ წელიწადზე მეტი ერთად გაატარეს.
შემდეგ ალექსი დიდ ბრიტანეთში აპირებდა დაბრუნებას.მაგ დროს სთხოვა ხელი ტაკერმა.შეარჩიეს ქორწილის გამართვის ადგილიც, -კამპუსის უნივერსიტეტი.
გოგონა დაბრუნდა სამშობლოში და ქორწილისთვის მოემზადა, იყიდა საქორწინო კაბა, დაჯავშნა ტაკერისთვის ბილეთი ამერიკიდან გადმოსაფრენად..თუმცა ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე საქმრო “გარდაიცვალა”.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.