• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Friday, May 9, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა მიზეზით ხვდება ახალგაზრდა ქალი ყოველ ახალი წლის ღამეს დედამთილის საფლავზე ხვდება…

by inew
17 November 2022
in საზოგადოება
0
რა მიზეზით ხვდება ახალგაზრდა ქალი  ყოველ ახალი წლის ღამეს დედამთილის საფლავზე ხვდება…
0
SHARES
1.2k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
რემონტის შემდგომი დალაგება

რამდენიმე წლის წინ, ჩვენს დღევანდელ რესპონდენტს შევხვდი. მას შემდეგ, ყოველ ახალ წელს, ირმა მახსენდება, ყოველ წელს ვურეკავ და ტრადიციულ კითხვას ვუსვამ – დღესასწაულს ისევ დედამთილის საფლავზე შეხვდი?! ისიც ტრადიციულად მპასუხობს – რა თქმა უნდა…

„ყოველ ახალ წელს დედამთილის საფლავზე ვხვდები”, ირმა თავის თავგდასავალს „პრაიმტაიმის” მკითხველს უზიარებს. ჩვენ გასაგები მიზეზების გამო რესპონდენტის ვინაობას არ ვაკონკრეტებთ, რადგან ეს საზოგადოების რისხვისგან ირმას შვილის დაცვის ერთადერთი გზაა.

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ქალის საუბრის პირობაც შვილის დაცვის გარანტიაა და მისი დარჩენილი ცხოვრების მიზანი – პატარაზე ზრუნვა და დედამთილის წინაშე ჩადენილი ცოდვის მონანიება…

„23 წლის ვიყავი, როცა უდიდეს ცოდვაში ფეხი ჩავდგი. ჩვენი დიდი სანათესავოს და ახლობლების წრეში მკვლელი ვარ, ასე მიმიჩნევენ და მეც ასე ვთვლი…

საქმე ისაა, რომ კაზინოს მახეში გავები, ამით აუნაზღაურებელი ზიანი შვილს, მშობლებს, ქმრის ოჯახს მივაყენე და ალბათ, იმიტომ გადავრჩი, რომ მთელი ცხოვრება მონანიებას და შვილის მომავლის შექმნას შევალიო.

შეძლებულ ოჯახში დავიბადე, უდარდელი ცხოვრება მქონდა. ვოცნებობდი, რომ თავდავიწყებით შემყვარებოდა ვინმე და ოჯახი შემექმნა, თანაც მართლა საუკეთესო სტუდენტი ვიყავი, მაგრამ მამამ 19 წლისა თავისი კომპანიონის შვილს მიმათხოვა.

მგონი, არც ქმარს სურდა ჩემი ცოლად შერთვა. გადაგვიხადეს ქორწილი, გვიყიდეს საქორწინო ტანსაცმელი და ბეჭდები, მაჩუქეს საუკეთესო­ მზითევი და გაგვიშვეს საქორწინო მოგზაურობაში.

მალევე დავფეხმძიმდი. სახლში დამხმარეც მყავდა, ბავშვის ძიძაც, მაგრამ მას არავის ვაკარებდი. ვფიქრობდი, რომ ეს ერთი ციდა ბავშვი ერთადერთი იყო, ვინც გამიგებდა… პატარა 3 წლის იყო, როცა ჩემი მამამთილი გარდაიცვალა, ქმარი წამალსა და თამაშზე დამოკიდებული გახდა და მამამთილის ბიზნესწილი გაყიდა. რამდენჯერმე რეაბილიტაციის ცენტრში ვაწვენდით, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ, ყველაფერი თავიდან იწყებოდა.

მაშინ, დედამთილი საზღვარგარეთ ცხოვრობდა­ და ვერ ხედავდა, რა მდგომარეობაში იყო მისი შვილი, ჩემს ნათქვამს კი არ იჯერებდა.­ მითხრა, ახლობელს ვთხოვე, ყველა­ კაზინო შემოიარა და არც ერთგან არ არის ნამყოფიო. ფიქრობდა, რომ მას ვაბრალებდი და ქვემიზნები მქონდა…

ამასობაში ჩემი ქმარი ვალ­ს იღებდა, რომელიც ნარკოტიკებსა და ონლაინკაზინოებში იფლანგებოდა. ბოლოს გაყრა გადავწყვიტე, მაგრამ მამაჩემმა – ქმარია და უნდა ზიდო ეგ ჯვარიო, მითხრა. მოგვიანებით გავიგე, რომ ის „ახლობელი”, რომელსაც დედამთილმა კაზინოების შემოვლა სთხოვა, მამაჩემი ყოფილა…

რამდენიმე თვეში აღმასრულებელი მოგვადგა… სახლი დავკარგეთ და მეც შვილსა­ და მეუღლესთან ერთად მამაჩემს მივადექი. მამამ სიმართლე რომ გაიგო, ვერ გაუძლო და ინფარქტით გარდაიცვალა. როგორც ერთადერთმა მემკვიდრემ, მისი ქონება­ მე მივიღე.

იმის გამო, რომ არც მე და არც დედას მუშაობის გამოცდილება არ გვქონდა, კომპანიის მართვა ჩემმა მულმა თავის თავზე აიღო,­ ჩემი ქმარი კი თავის „საქმიანობას” მშვიდად განაგრძობდა – ახლა ჩემს ნათესაობასთან დაიდო ვალი. იძულებული გავხდი, ბინა გამეყიდა და შედარებით პატარა ბინაში გადავსულიყავი, ქმარი კი სახლიდან გავაგდე.

მერე ჩემი მული დედასთან წავიდა საცხოვრებლად და კომპანიის მართვა მე დავიწყე. ერთი წელი წყნარად ვიცხოვრეთ… მერე მოულოდნელად კარზე მული და დედამთილი მომადგნენ – საზღვარგარეთ პრობლემები შეგვექმნა და ცოტა ხანს შეგვიფარეო. ერთ საღამოს კი ნათესავი მესტუმრა და საშინელი რამ მითხრა – შენს ქმარს ბინა ბანკში ჩავუდე და ვკარგავო…

წესით, განქორწინებული­ ქმრის შეცდომის გამოსწორებაზე აღარ უნდა მეზრუნა, მაგრამ ხუთი შვილის დედა შემეცოდა, რომ უბინაოდ დარჩენილიყო…

ერთადერთი, რაც ჩემს სახელზე მქონდა, ბიზნესი იყო და სწორედ მაშინ მივიღე საბედისწერო გადაწყვეტ­ილება – ვიფიქრე, თავს ვერაფერი დამაკარგვინებს-მეთქი და ონლაინკაზინოს ვებგვერდზე დავრეგისტრირდი. პირველ მცდელობაზე 300 დოლარით 5 000 დოლარი მოვიგე. მაშინვე მოვხსენი ანგარიშიდან და ნათესავს მივურბენინე.

შევპირდი, ერთი თვე დამაცადე და ჩემი ყოფილი ქმრის ვალს სრულად გადავიხდი-მეთქი, კიდევ 40.000 უნდა მეშოვა.­ ამ თანხის მოგების იმედით ყველა­ფერი წავაგე… ვცხოვრობდი ფულის შოვნიდან წაგებამდე და წაგებიდან ფულის შოვნამდე­.

ამ საზარელ წრეზე სიარულში გარშემო ვერაფერს ვამჩნევდი. ვეღარც ბავშვს ვუვლიდი… გამოვიტანე დედამთილ-მამამთილისა და ჩემი მშობლების ნაჩუქარი ძვირფასი სამკაულები და ლომბარდის კარიც შევაღე… ესეც წავაგე… გავიდა დათქმულ დროზე მეტიც და ნათესავი სახლში მომადგა. დედა შემეხვეწა, სამკაულები გაყიდე და რასაც მოგცემენ, ის მაინც მიეციო.

ვერ ვუთხარი, რომ აღარ მქონდა… დედამთილმაც თავისი ნაჩუქარი­ ძვირფასეულობის დაბრუნება მთხოვა. როცა აღმოაჩინა, რომ ვერაფერს მივცემდი, ნერვიულობით ისიც გარდაიცვალა. დედამ როგორც კი გაიგო, რომ თამაშზე დამოკიდებული გავხდი, ისიც გამომეცალა ხელიდან. დავკარგე ბინაც და ყველაფერი, რაც გამაჩნდა…

ცოტა ხანს მეგობრებმა შემიფარეს. ნათესა­ვები არ მიკარებდნენ – მათთვის მე დედამთილის მკვლელი ვიყავი. ქუჩაში­ დავრჩი. ერთხელაც სკვერში აღმოვჩნდი ღამის­ გასათევად და მაშინ გავაცნობიერე ყველაფერი – მოვკალი ჩემი დედამთილი, დავკარგე დედა, შვილიც მამიდას შესციცინებდა, რადგან ის უწევდა დედობას…

ქუჩიდან ფსიქიატრიულ განყოფილებაში აღმოვჩნდი. კლინიკაში გონს რომ მოვედი, სიკვდილი მინდოდა. ვფიქრობდი, რომ კლინიკიდან გასული თავს მოვიკლავდი. სამ თვეში გამომიშვეს, მაგრამ თავის მოკვლა ვერ შევძელი.

ამასობაში უკვე, 6 წელი გავიდა. მუშაობა დავიწყე, სარდაფი ვიქირავე სამსახურთან, რომ გზის ფული არ დამეხარჯა და შვილისთვის ფული შემეგროვებინა. ცოტა ფეხზე რომ დავდექი, მულთან მივედი, დედის გარდაცვალების გამო ბოდიში­ მოვუხადე, ჩემს შვილზე ზრუნვისთვის კი მადლობა გადავუხადე…

წელს, მე-5 ახალი წელი იყო, რომელსაც დედამთილის საფლავზე შევხვდი და პატიება ვთხოვე. მან იცის, რომ ონლაინკაზინოსთან ყველაფრის შენარჩუნების სურვილმა მიმიყვანა, მაგრამ ყველაფერი სწორედ იქ დავკარგე… ახლა ჩემთვის მთავარია შვილისთვის შევქმნა რაღაც, მოვინანიო მიუტევებელი ცოდვა და ვუთხრა, რომ მისთვის ფეხზე დადგომა შევძელი.

ჩემს სარდაფში შუქსაც არ ვანთებ. ვყიდულობ ერთჯერად სუპებს. სამი წელი ვმუშაობდი მაღაზიის მენეჯერად, უკვე ორი წელია, სხვადასხვა კომპანიების ბუღალტერიასაც ვაკეთებ, რათა დამატებითი შემოსავალი მქონდეს.

სანამ თურქეთის საზღვრის გადალახვის საშუალება მქონდა, თვეში ერთხელ, დასვენების დღეებში, თურქეთში დავდიოდი. ფეხით დამქონდა უზარმაზარი ჩანთები და იქიდან ჩამოტანილ ტანსაცმელს ვყიდდი. ბინებს ვალაგებ. გამომუშავებული თანხა კი სრულად ბანკში, ანაბარზე შემაქვს.

რამდენიმე თვის წინ ბინის ყიდვა შევძელი, ახლა შვილის სწავლის ფულის შეგროვება დავიწყე. არ მოვკვდები, სანამ დათუნას ფეხზე არ დავაყენებ, თვით სიკვდილის ანგელოზს შევებრძოლები და მას ჩემი შვილის კარგად ყოფნისთვის სიკვდილის თამაშში დავამარცხებ.

თან დრო მჭირდება, სიკვდილამდე ჩემი ცოდვები უნდა მოვინანიო. მერე სადმე, მთაში წავალ და იქ მოვკვდები…

მე ის დავიბრუნე, ახლა უკვე ერთად ვართ. ჩვენ ჩვენი პატარა, მაგრამ ყველაზე მყუდრო ნავსაყუდელი შევქმენით. დათუნამ ისევ ადამიანად მაქცია, მიზნები დამასახინა და შემასრულებინა.

გგონიათ, მორალისტების რისხვა მაშინებს? რა უნდა თქვან ისეთი, რაც აქამდე საკუთარ თავზე არ მსმენია? არ ვამხელ სახელსა და გვარს ისევ და ისევ დათუნასთვის. მისი პატარა, ისედაც დაჩაგრული გული ვერ გაუძლებს დაცინვას. ასე შვილს ვიცავ…” – ამბობს ირმა.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

„მე რომ დედა ვერასოდეს გავხდები, ეს ქართველებო მხოლოდ თქვენი ბრალია, იმდენი გააკეთეთ, რომ დედაშვილობა შემაძულეთ…“ – ემიგრანტი ქალის ემოციური მიმართვა

Next Post

„პირველად მაშინ შევცოდე, როდესაც ნასვამ ქმარს, სრულიად გადარეულს და წყობიდან გამოსულს, სახლიდან რომ გვყრიდა ქუჩაში მე და ჩვენს ჩვილს ეს გავუკეთე“ – ემიგრანტი გოგონას საჯარო აღსარება უწმინდესს

Next Post
„პირველად მაშინ შევცოდე, როდესაც ნასვამ ქმარს, სრულიად გადარეულს და წყობიდან გამოსულს, სახლიდან რომ გვყრიდა ქუჩაში მე და ჩვენს ჩვილს ეს გავუკეთე“ – ემიგრანტი გოგონას საჯარო აღსარება უწმინდესს

„პირველად მაშინ შევცოდე, როდესაც ნასვამ ქმარს, სრულიად გადარეულს და წყობიდან გამოსულს, სახლიდან რომ გვყრიდა ქუჩაში მე და ჩვენს ჩვილს ეს გავუკეთე“ - ემიგრანტი გოგონას საჯარო აღსარება უწმინდესს

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In