• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Friday, May 9, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა შეუძლია ძლიერ ლოცვას – წარმოუდგენელი სასწაული, რომელიც შეიძლება ერთ წამში მოხდეს..

by inew
20 March 2023
in საზოგადოება
0
რა შეუძლია ძლიერ ლოცვას – წარმოუდგენელი სასწაული, რომელიც შეიძლება ერთ წამში მოხდეს..
0
SHARES
1.9k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
რემონტის შემდგომი დალაგება

შეუძლია ლოცვას, შეცვალოს სინამდვილე? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრა.

„ზოგისთვის ლოცვაა ლოცვითი კანონის შესრულება და ეს თავისთავად ცხადია: ძველქართულად ლოცვა, ანუ გლოცავ თხოვნაა; ებრალებისთვის „ლოცვა“ მწყობრში მოყვანაა.

უბრალოდ თხოვნა კი არა, გააზრება, გაცნობიერება, დაფიქრება. მაგალითად, ბიბლიაში წერია, ისააკი გავიდა ველად (სანამ რებეკას მოუყვანდნენ ცოლად) ფიქრისთვის თავის მისაცემად.

მეტსაც გეტყვით: ლოცვასაც აქვს საფეხურები. პატარა ბავშვს, ხომ, ვამეორებინებთ უცხო, ახალ სიტყვას? მივუთითებთ, ვაჩვევთ?! ბავშვი იმეორებს, გვიჯერებს მექანიკურად, მაგრამ იზრდება და მისი დამოკიდებულება ამ შეგონებების მიმართ იცვლება.

ლოცვის პირველი საფეხურიც ბავშვურია: ავალებ შვიდგზის ლოცვებს, დილისა და საღამოს ლოცვებს, ეს, დიახაც, საჭიროა, მაგრამ ამის მიზანია, რომ მივაჩვიოთ ლოცვას, შევაყვაროთ, რომ შემდეგ ის ადამიანის უწყვეტ მდგომარეობად იქცეს.

მოდი, ესეც ვთქვათ: ვინ ლოცულობს ჩვენგან? სული, სამშვინველი, სხეული თუ ტვინი?! სამშვინველი, სხეული და ტვინი აპარატია, ლოცულობს სული! მაგრამ ჩვენ, ხომ, ცოდვის გამო მატერიაში ვართ ჩაფლულნი და ლოცვა საშუალებაა, რომ სულმა გაიღვიძოს!

მოძღვრებს ხშირად გვეკითხებიან: ვერაფერს ვგრძნობ და მაშინ რა აზრი აქვს ლოცვას, თუ მექანიკურად ვასრულებ კანონს?

ლოცვა სულის თვისებაა; ვამბობ, მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო… არ მწამს, მაგრამ ღმერთისადმი მიმართვით ვცდილობ, გავაღვიძო სული; მოვასმენინო მას ეს სიტყვები. თუმცა არ ესმის, ვინაიდან მკვდარია, ცოდვითაა გადაფარული, ერთხელაც, როგორც „იავნანამ“ გაახსენა ქეთოს თავისი სახლი, ისე გაახსენოს ამ ლოცვამ ჩვენს სულს, თუ ვინ არის სინამდვილეში.

ამიტომ შეიძლება, თავიდან მექანიკურადაც კი ილოცო, მაგრამ იქ არ უნდა დარჩე: მაშინ შენი ლოცვა ფარისევლობაში გადაიზრდება.

ძალიანაა დაზიანებული ჩვენი სული ფიზიკური სიკვდილით და ლოცვის, თუნდაც, მექანიკურად გამეორებით, მას ვწყვეტთ მიწას, რომ ისმინოს სულიერი. და, როგორც კი სული ლოცვით, ნელ-ნელა გალღვება, გაიღვიძებს და დააგემოვნებს ღმერთს.

ჩვენ, ხომ, გრძნობის 5 ორგანოთი აღვიქვამთ სამყაროს?! სამყარო კი მატერიალურია, ღმერთი ამ მატერიალური სამყაროს მიღმაა და მასთან გრძნობის ამ 5 ორგანოთი ვერ მიხვალ. სულმა უნდა მიგიყვანოს ღმერთამდე, სული კი ცოდვითაა ჩახერგილი;

ლოცვით ერთგვარად ვასუფთავებთ სინათლის იმ ჩახერგილ გვირაბს, სადაც სულია გამომწყვდეული და ერთხელაც ეს სხივი ჩააღწევს სულში. ამის შემდეგ ადამიანს აღარ დასჭირდება ლოცვითი კანონის შესრულება.

ლოცვებს სული ღმერთთან მიჰყავს და როგორც კი ის იგრძნობს ღმერთის სიტკბოს, მას აღარაფერში დასჭირდება ლოცვის წესების დაცვა: ადამიანისთვის ლოცვა ხდება უწყვეტი! საბოლოოდ, ლოცვა სრული მყუდროება და მდუმარებაა, ჭვრეტა და შინაგანი გახევებაა;

ფიქრიც კი აღარ მოძრაობს უკვე. სიტყვებით ლოცვა მაინც ფიზიკური აქტია, იმიტომ რომ ლაპარაკობ, რაც დამახასიათებელია მატერიალური სამყაროსთვის, ანუ ჯერ კიდევ არ მიგიღწევია იმ დონისთვის, რასაც ჰქვია ღვთის ჭეშმარიტი შემეცნება,

ვინაიდან, როდესაც ღვთის სანახები იწყება, უშუალოდ მისგან გამოსულ ნათელში ხვდები და ამ დროს ადამიანი წყვეტს მოქმედებას, ჩუმდება, იმიტომ რომ მეტასამყაროში გადადის, სადაც უბრალოდ ათვალიერებს, ჭვრეტს და აღარანაირი აქტივობა აღარ სჭირდება. უხეშ შედარებას მოვიტან:

ლოცვა ცვლის. რაც მთავარია: ყველაფერი შეიძლება, დაკარგოს ადამიანმა, ფიზიკური თავისუფლება, ეკლესია – ვერ იაროს ტაძარში, „სახარება“ არ ჰქონდეს, ერთი ლოცვაც კი, რომ წაიკითხოს, დილეგში იყოს, სიბნელეში, მაგრამ ლოცვა ისეთი რამაა, რასაც ვერაფრით წაართმევ სულს.

ჩამოხრჩობის მომენტშიც კი, მაღალი შენობიდანაც რომ გადმოვარდე, ცეცხლშიც რომ ჩაგაგდონ, რაც უნდა დაგემართოს, ყოველთვის შეგიძლია, წარმოთქვა ლოცვა და ერთ წამში შეუძლია ძლიერ ლოცვას, ადამიანის ცხოვრება შეცვალოს.

სხვათა შორის, ლოცვა მით უფრო მიდის ღმერთთან, რაც მეტად აქვს ადამიანს გამოცლილი საყრდენი. ჯვარცმულმა ავაზაკმა ერთი სიტყვა თქვა: შემიწყალეო და ცხონდა. მას მეტი გამოსავალიც არ ჰქონდა და არც დრო!

ნამდვილი ლოცვა სასწაულს იქმს მაშინ, როდესაც ეს განწირული სულის ძახილია, მაგრამ, როდესაც ადამიანს აქვს საყრდენი: პრობლემა არ აწუხებს, ნაჭამ-ნასვამია, ჩაცმულ-დახურული, მისთვის ლოცვა დეკორაციასავითაა. ლოცულობს, მაგრამ ასეთ ლოცვას გემო არ აქვს.

ლოცვას შემოაქვს ღვთაებრივი ნათელი, გვაერთებს დაკარგულ პირველწყაროსთან. 10-15-წუთიანი ლოცვით ცხონების იმედით ლოცულობ, თუ იმ იმედით, რომ ერთხელაც გაარღვევ წყვდიადს ლოცვის მეშვეობით და სული აღგდგება სიკვდილიდან?!

ამბობენ, დათვს, სანამ თაფლთან მიიყვანეს, ცალი ყური აახიეს, იმიტომ რომ არ იცოდა, სად მიჰყავდათ, მაგრამ, გემო რომ გაუსინჯა, რომ გამოეყვანათ, მეორე ყური აახიესო.

ლოცვა მიზანი კი არ უნდა იყოს, არამედ საშუალება, რომ მანამდე არ მოეშვა, სანამ შენს დაცემულ ბუნებას არ მიიყვან იმ მდგომარეობამდე, როდესაც ის გემოს გაუგებს ღმერთს! ამის შემდეგ არავის შეგონება აღარ დაგჭირდება, შენ უკვე იპოვე შენი გზა ღმერთთან.“,- ამბობს მამაო.

ძალიან გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია..

ყურადღება: ფოტო პირობითია

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

როგორ გადაურჩა 20 წლის ბიჭი სასიმამროსგან დასაჭურისებას.. წარმოუდგენელი ამბავი

Next Post

ეს სრულიად შემთხვევით დაინახა ერთმა კეთილმა მოხუცმა – რა მოხდა ავტობუსში

Next Post
ეს სრულიად შემთხვევით დაინახა ერთმა კეთილმა მოხუცმა – რა მოხდა ავტობუსში

ეს სრულიად შემთხვევით დაინახა ერთმა კეთილმა მოხუცმა – რა მოხდა ავტობუსში

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In