• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Monday, May 19, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„როგორ გავიგე დედაჩემი 16 წლის იყო როცა გამაჩინა.. მამაჩემი მისი თანაკლასელი იყო“ – ქართველმა მოსწავლემ ოჯახური საიდუმლო საკონტროლო წერის რვეულში, თავისუფალი თემის წერისას გაამხილა

by inew
10 March 2023
in საზოგადოება
0
„როგორ გავიგე დედაჩემი 16 წლის იყო როცა გამაჩინა.. მამაჩემი მისი თანაკლასელი იყო“ – ქართველმა მოსწავლემ ოჯახური საიდუმლო საკონტროლო წერის რვეულში, თავისუფალი თემის წერისას გაამხილა
0
SHARES
14.6k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
რემონტის შემდგომი დალაგება

“იმ დღეს მასწავლებელს თვალი მიუდევნებია ჩემი ნაწერისთვის და თავზარი დასცემია, როდესაც მისი დანაშაული საკონტროლო წერის რვეულში ამოუკითხავს…”

“სამი კვირის ვყოფილვარ, როდესაც ოჯახის წევრების და ნათესავების დაჟინებული “რჩევით” დედამ ქუჩაში დამტოვა” “რაც გიწერია, ვერ ასცდები”, – ამბობს ეკა დანელია.

მან ბავშვობაშივე გაიგო, რომ იმ ქალის ბიოლოგიური შვილი არ იყო, ვინც ზრდიდა. მაშინ ვერც იფიქრებდა, რომ ოდესმე მშობელ დედას შეხვდებოდა.

ეკა დანელია: – მეექვსე კლასში ვიყავი, როდესაც დედას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მაშინ გამიმხილა, რომ მისი ღვიძლი შვილი არ ვიყავი… მისმა ავადმყოფობამ გული მომიკლა, იმის გაფიქრებაც კი მზარავდა, რომ ჩემი საოცარი დედიკო შეიძლებოდა ერთ დღეს ხელიდან გამომცლოდა…

ერთ დილას ქუჩაში ვუპოვივარ, საბანში გახვეული. წერილში, რომელიც თან მქონდა, ჩემი დაბადების თარიღი და სახელი  ეწერა.

– ძალიან ლამაზი და უსუსური იყავი. შემეშინდა, ვაითუ, ავად იყოს-მეთქი და საავადმყოფოში გაგაქანე. სრულიად ჯანმრთელი აღმოჩნდი. პირველად რომ ხელში აგიყვანე, იმ წამიდან მიყვარდი. რახან ქმარი არ მყავდა, შვილად აყვანის უფლებას არ მაძლევდნენ, წელიწად-ნახევარი დამჭირდა შვილად აყვანის უფლების მისაღებად.

შენთვის სახელი არ შემიცვლია, წერილიც შენახული მაქვს. თუ ოდესმე სასწაული მოხდება და ნამდვილი დედა გამოჩნდება, იქნებ ერთმანეთის ამოცნობაში დაგეხმაროთ, – მითხრა დედამ. ატირებული ჩავეხუტე, – სულ ჩემ გვერდით უნდა იყო, ჩემი მიტოვების უფლება არ გაქვს-მეთქი.

იმ დღიდან შეიცვალა ჩემი ცხოვრება. სულ ვცდილობდი დედისთვის მესიამოვნებინა. საუკეთესო მოსწავლე ვიყავი, რაც ყველაზე მეტად ახარებდა. სკოლაში არავინ იცოდა, რაც ხდებოდა ჩვენს ოჯახში, გარდა   ქართულის მასწავლებლისა, რომელიც ისე მიყვარდა, ყველაფერს ვუყვებოდი, მაგრამ ჩემი ოჯახის საიდუმლო მაინც არ გავუმხილე.

თუმცა, ერთი-ორჯერ გავიფიქრე, თუ გამზრდელს სიკვდილი წამართმევდა, მასწავლებლისთვის მეთხოვა, დედობა გაეწია. ისიც მარტოხელა იყო…

უკვე მერვეკლასელი დედაჩემის ტკივილებმა ნაადრევად დამაბრძენა. სულ შინ გამირბოდა გული – ნეტავ როგორ დამხვდება-მეთქი. იმ დღეს ქართულ ენასა და ლიტერატურაში საკონტროლო წერა გვქონდა.  თავისუფალი თემა, “დედა”, ავირჩიე. მომინდა მომეთხრო ჩემს გამზრდელ დედაზე, რომელიც უზომოდ მიყვარდა.

მივმართავდი დედას, – “მიხარია, რომ შესაძლებლობა მომეცა, შენ შესახებ ყველას მოვუთხრო. მასწავლებელს და ბავშვებს ჰგონიათ, რომ შენ გამაჩინე და რადგან ერთმანეთს არ ვგავართ, ხშირად მეკითხებიან, ალბათ მამას ჰგავხარო, მე კი მეღიმება და ვამბობ, რომ მხოლოდ შენ გგავარ.  მე ნამდვილად შენი შვილი ვარ.

არ ვიცი, სად და როდის დავიბადე. ალბათ არც არავინ იცის იმ ქალის გარდა, ვინც გამაჩინა, სახელიც დამარქვა, მერე საბანში გამახვია და წერილთან ერთად ქუჩაში დამტოვა…”

Mother and son hugging

უცებ ზურგზე მასწავლებლის ხელი ვიგრძენი, რომელიც მერხებს შორის დადიოდა და  დროდადრო მოსწავლეების ნაწერს თვალს ჩაჰკრავდა ხოლმე. შენიშვნა მომცა, როგორ სწრაფად წერ, ფრთხილად, შეცდომები არ დაუშვაო… უცებ მთელი კლასი შევკრთით, როდესაც მძიმედ დაცემის ხმა გავიგონეთ. მასწავლებელი იატაკზე უგონოდ ეგდო…

რამდენიმე კვირის შემდეგ გავიგე, რომ ერთი ჩვეულებრივი საკონტროლო წერის შედეგად ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი საიდუმლო აღმოვაჩინე. იმ დღეს მასწავლებელს თვალი მიუდევნებია ჩემი ნაწერისთვის და თავზარი დასცემია, როდესაც მისი დანაშაული საკონტროლო წერის რვეულში ამოუკითხავს…

ჩემს ბიოლოგიურ დედას 16 წლისას გავუჩენივარ თანაკლასელისგან. მამამისს, ანუ პაპაჩემს, უარი უთქვამს შერცხვენილი ქალიშვილის და შვილიშვილის ოჯახში მიღებაზე. სამი კვირის ვყოფილვარ, როდესაც ოჯახის წევრებისა და ნათესავების დაჟინებული “რჩევით” დედამ ქუჩაში დამტოვა. მას შემდეგ ჩემ შესახებ არაფერი იცოდა.

გამოხდა ხანი და დედა ოჯახიდან წამოვიდა, ისწავლა, მარტო დაიწყო ცხოვრება და ჩემს ძებნას ხელი მიჰყო საბავშვო სახლებში, თუმცა, ამაოდ. სწორედ მაშინ გადაწყვიტა, ცხოვრება სხვისი შვილების აღზრდისთვის მიეძღვნა…

ჩემი გამზრდელი დედა გულდამშვიდებული წავიდა იმ ქვეყნად, უხაროდა, რომ პატრონი მეყოლებოდა. სამწუხაროდ, ათი წლის შემდეგ მშობელი დედაც მძიმე სენმა წამართვა – დიდხანს არ დაგვცალდა ერთად ყოფნა, მაგრამ უბედნიერესი ვიყავი მასთან ყოფნით, ვაპატიე, რომ ჩვილი ქუჩაში მიმატოვა. ალბათ, მამის ამბავსაც  იკითხავთ.

მიუხედავად იმისა, რომ მეორე ცოლი ჰყავს, ჩემს მეტი შვილი არ ჰყოლია. ახლა მისი გვარი მაქვს. მამასაც  ვაპატიე სისუსტე. ხშირად მეუბნებიან, როგორი გული გქონია, როგორი პატიება შეგძლებიაო.

მე ისეთმა ქალმა გამზარდა, ისეთი სიყვარული მასწავლა, რომ ბოღმით და ტკივილით ცხოვრება არ შემიძლია.  დედამიწაზე ხომ მაინც მცირე ხნით ვჩერდებით ყველანი…

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

სოფო გამრეკელი; კვირის პალიტრა

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

ქალი , რომელიც სიგიჟემდე მიყვარდა, ჩემ გამო მოკვდა.. არაფერი გამიკეთებია, მაგრამ მისი სიკვდილი მე დამაბრალეს და ჩემი თავისუფლების რამდენიმე საათიც ამით დამთავრდა

Next Post

ოთხი შვილის დედამ სიკვდილის წინ სრულიად წარმოუდგენელი რამ ჩაიდინა – რა საჩუქარი მოუმზადა მან ქმრის ახალ ცოლს

Next Post
ოთხი შვილის დედამ სიკვდილის წინ სრულიად წარმოუდგენელი რამ ჩაიდინა – რა საჩუქარი მოუმზადა მან ქმრის ახალ ცოლს

ოთხი შვილის დედამ სიკვდილის წინ სრულიად წარმოუდგენელი რამ ჩაიდინა - რა საჩუქარი მოუმზადა მან ქმრის ახალ ცოლს

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In