10 წელი გერმანიაში ცხოვრების შემდეგ ჩემი მონატრებული ბიჭი ევროპელ რძალთან და ნანატრ შვილიშვილთან ერთად სტუმრად ჩამოვიდა.
რა თქმა უნდა, ნამდვილი დღესასწაული მოვუწყვეთ, რძალს თავს ვევლებოდით, თვეების შვილიშვილს ხელიდან ვტაცებდით მე და ჩემი ქმარი ერთმანეთს. რა თქმა უნდა, ყველაზე მყუდრო ოთახში მოვასვენეთ, რომ ბავშვს მშვიდად დაეძინა დღის განმავლობაში და გახშირებულ სტუმრიანობას მისი სიმშვიდე არ დაერღვია.
მოხერხებულად კი მოეწყვნენ და დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენი ხმაური იმ ოთახში პატარას არ გააღვიძებდა, სამაგიეროდ, ის მაწუხებდა, რომ ვერც ბავშვის ტირილის ხმა გამოაღწევდა იქიდან და პატარა
შესაძლოა, უყურადღებოდ დარჩენილიყო. დედამისს შევთავაზე, მძინარე ბავშვთან დავრჩები, თორემ ტირილის ხმას ვერ გავიგებთ-მეთქი. რა საჭიროა, მიპასუხა არხეინად, ოთახიდან გამომიყვანა, კარი მჭიდროდ მიიკეტა და მისაღებში გაშლილ სუფრას შეუერთდა. ხუთჯერ მაინც გამოვედი ჩუმად და დავხედე ბავშვს,სულ იმის განცდაში ვიყავი ბავშვი ტირილით რომ გასკდეს, ხმას ვინ გაიგებს-თქო.
იგივე გაგრძელდა მომდევნო დღეებში, დაძაბულს სულ მძინარე ბავშვის ოთახის კარზე მედო ყური. იცით როდის შემრცხვა ჩემი საქციელის? გაგანია სადილობისას პირგამოტენილი დედა რომ წამოხტა და შურდულივით გავარდა ოთახისკენ, ბავშვი ტირისო. ამ დროს კი ტირილის ხმა არავის გვესმოდა.
ჯერ გამოვშტერდი, ნუთუ ინტუიციით გრძნობს ბავშვის ტირილს-მეთქი.მეორედაც რომ დაამტკიცა დედამ „გულთმისნობა“ და აივნიდან შევარდა სახლში, ბავშვმა გაიღვიძაო, გულაჩუყებულმა ჩემს შვილს მივაძახე – ყველა გერმანელ ქალს ასეთი ინტუიცია აქვს თუ ჩვენთვის გამოიმეტა ღმერთმა ასეთი ანგელოზი-მეთქი.
ჩემს ბიჭს გაეცინა- ვიდეოძიძა გვაქვს დაყენებული და მობილურით გვატყობინებს ბავშვის გაღვიძებასო.
თავიდან მეგონა ეს ვიდეო ძიძა გერმანიიდან ჩამოიტანეს, მაგრამ თურმე აქვე უყიდიათ „აიტექნიკში“.Merlin-ის ვიდეო თვალი სპეციალური აპლიკაციის დახმარებით უკავშირდება თქვენს iPhone-ს და მთელი დღის განმავლობაში გაძლევს საშუალებას, ონლაინ რეჟიმში უყუროთ ბავშვის ოთახში განვითარებულ მოვლენებს.
მოკლედ ახალი თაობის დედებს ამ აპლიკაციამ ნამდვილად სულზე მოუსწრო. აპლიკაციის დახმარებით მათ სამსახურიდან შეუძლიათ აკონტროლონ ბავშვის ყველა შერხევა და გადაბრუნება.
დისტანციურად შეცვალონ კამერის მიმართულება და სასურველი კადრი დაინახონ.
აღარც აბანოში შესვლის შეეშინდებათ ბავშვი ატირდესო და აღარც მეზობელთან ყავის დასალევად გასვლა. კამერა ყველა მიმართულებით ბრუნავს და მთელი სივრცე ხელისგულივით მოჩანს. დღევანდელ ახალგაზრდა დედებს ეს მართლა სჭირდებათ.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია