ერთ საღამოს ზურა სახლში მთვრალი დაბრუნდა, ჩვენს ოთახში შემიყვანა და სახეში ისეთი სილა გამაწნა, თავი ვერ შევიკავე და წავიქეცი ჩვენი რესპონდენტი ნინო ოჯახის დანგრევაში თავის უახლოეს დაქალს ადანაშაულებს, თუმცა, როგორც მისი საუბრიდან ჩანს, სწორად არც მისი ქმარი მოიქცა.
კაცი ანონიმურ ზარებს ენდო და მეუღლე სახლიდან ისე გააგდო, არაფერი აუხსნა…
– ძალიან მიჭირს ამ თემაზე ლაპარაკი, რადგან არ მეგონა, თუ მე და ლიკას ოდესმე კაცის გამო უსიამოვნება მოგვიხდებოდა. დღემდე ისე მოვედით, არაფერზე გვიჩხუბია, მაგრამ… ლიკას სექტემბერში
ქორწილი აქვს. ცოლად კი იმ ადამიანს მიჰყვება, ვინც დღემდე ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ალბათ ამ დღეს ვერ გადავიტან…
– ლიკამ თუ იცის, რომ ცოლად თქვენს საყვარელ ადამიანს მიჰყვება?
– რა თქმა უნდა, ზურა ჩემი ქმარი იყო… მიუხედავად ყველაფრისა, ის დღესაც მიყვარს.
– თუ შეიძლება უფრო გასაგებად გვიამბეთ…
– შეიძლება ითქვას, რომ ლიკამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, ქმარს დავშორებოდი და ის ხელში ჩაეგდო… ზურას გაცნობისთანავე ლიკასთან გავიქეცი და ყველაფერი დეტალებში ვუამბე. ახლა რომ ვიხსენებ, ასე მითხრა, საჩვენო კაცი გიპოვიაო!
– „საჩვენო“ რას ნიშნავს?
– ლიკასთან ბავშვობიდან ვმეგობრობდი, ძალიან ახლოს ვიყავით. ისე გადავშორდით 20 წელს, არც ერთს ნორმალური თაყვანისმცემელი არ გვყოლია. ამაზე ხან სიცილით, ხან კი გულისტკივილით ვსაუბრობდით. ყველაფერი საერთო გვქონდა – ნივთებიც და ტანსაცმელიც. როგორც ჩანს, ლიკამ ზურაც საერთოდ მოიაზრა…
ჩემი და ზურას ურთიერთობა თავიდანვე კარგად აეწყო. ბევრი საერთო გვქონდა და არ მახსოვს რამეზე გვეკამათა. მოკლედ, სრული ჰარმონია გვქონდა და თავს ბედნიერად ვგრძნობდი.
ამ დროს ლიკას მორიგი თაყვანისმცემელი მანქანის გატაცებისთვის დააკავეს. ჩემი მეგობარი დეპრესიაში ჩავარდა და სახლიდან არ გადიოდა. ყველანაირად ვცდილობდი მის დახმარებას და გახალისებას. გვერდიდან არ ვშორდებოდი და მთელ დღეებსა და ღამეებს მასთან ვატარებდი.
ერთ დილას ლიკამ კარგ ხასიათზე გაიღვიძა და მითხრა, მოდი, დღეს ზურა ჩემთან დაპატიჟე, რამდენი ხანია ერთად ხართ და არ ვიცნობო.
ზურა იმავე საღამოს გვეწვია. ლიკა გავაცანი, ყავა დავლიეთ, ვისაუბრეთ და როცა ის სადარბაზოში კიბეებზე ჩავაცილე, არ ვიცი რატომ, მაგრამ ზურამ პირდაპირ მითხრა, შენი მეგობრებიდან მხოლოდ ლიკა არ მომეწონა, სუფთა სულის ადამიანი არ ჩანსო. სწორედ მაშინ ვიჩხუბეთ პირველად, მე მის ძმაკაცებს გადავწვდი და რამდენიმე გამოვულაძხე.
ცუდად დავშორდით და ლიკასთან ტირილისგან თვალებდაწითლებული ავბრუნდი. კარი რომ გამიღო, თითქოს ჩემი ასეთ მდგომარეობაში დანახვა გაუხარდა კიდეც, – იჩხუბეთ?!
არ გეწყინოს, მაგრამ ეს კაციც ისეთი ჩანს, როგორც ყველა დანარჩენი. ჯობს, დროზე დაშორდე, თორემ მერე უფრო გაგიჭირდება. შენ ჩემზე სუსტი ხარ და გულის ტკენას ადვილად ვერ გადაიტანო, – მითხრა.
– თქვენ რა უპასუხეთ?
– არაფერი… მეორე დღიდან ლიკა სრულიად გამოიცვალა და გახალისდა. მე კი პირიქით, მომხდარს განვიცდიდი, დავითრგუნე. მერე ლიკამ მითხრა, უკვე კარგად ვარ, შეგიძლია, სახლში დაბრუნდე და თავს მიხედოო. მეც ასე მოვიქეცი, სახლში დავბრუნდი და ტკივილს ჩემში ვკლავდი…
ჩვენი ჩხუბიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ზურა სამსახურთან დამხვდა და ბოდიში მომიხადა. არც კი მოვუსმინე. ვერ ვპატიობდი, ჩემი უახლოესი მეგობარი ცუდად რომ მოიხსენია. დრო გადიოდა და ვგრძნობდი, რომ ნელ-ნელა ყველაფრის ხალისს ვკარგავდი. ვეღარ ვჭამდი, ისე გავხდი, ძლივს დავლასლასებდი.
ერთხელაც, ზურას სრულიად შემთხვევით შევხვდი ქუჩაში. რომ დამინახა, ძალიან შეწუხდა, როგორ გამხდარხარ, ავად ხომ არ ხარო? ან რამე ხომ არ გიჭირსო?! თავი ვეღარ შევიკავე და გულში ჩავეკარი, ახლა უკვე მე ვთხოვდი პატიებას…
მე და ზურა იმავე საღამოს გავიპარეთ და პირველი, ვისაც დავურეკე, ლიკა იყო. როგორც კი ვუთხარი, მომილოცე, მე უკვე ზურას ცოლი ვარ-მეთქი, ისეთი ყვირილი ატეხა, კინაღამ ტელეფონი ხელიდან გამივარდა.
ეს როგორ გააკეთე, თავი რატომ დაიღუპე, დროზე უკან დაბრუნდი, სანამ ჯერ კიდევ გვიან არ არისო. ლიკას სიტყვები გულზე ისე მომხვდა, ლამის მართლა ვთხოვე ზურას უკან დავბრუნდეთ-მეთქი, მაგრამ თავი ხელში ავიყვანე და კარგად გავიაზრე, რომ ეს ნაბიჯი მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტი იყო…
ბათუმში შესანიშნავი დღეები გავატარეთ. ზურა იმაზე თბილი და ყურადღებიანი აღმოჩნდა, ვიდრე მე მეგონა. თბილისში დაბრუნებულებმა დიდი ქორწილი გადავიხადეთ და ჩემი ქმრის მშობლებთან ერთად ცხოვრება დავიწყეთ.
ერთ დღეს ჩემი დედამთილი შეშფოთებული სახით დამხვდა, ვიღაცამ დარეკა და მითხრა, ქალბატონო მარიკა, თქვენ არ იცით სახლში ვინ შემოიყვანეთ, მაგრამ სულ მალე მის ნამდვილ სახეს დაინახავთო. ძალიან ვინერვიულე, მაგრამ ჩემმა დედამთილმა დამამშვიდა და შვილივით დამიყვავა.
იმ დღის შემდეგ მსგავსმა ანონიმურმა ზარებმა სისტემატური ხასიათი მიიღო. მე და მარიკა ამ ამბავს არ ვამხელდით, მაგრამ ერთხელაც ვეღარ მოვითმინე და ჩემს ქმარს ყველაფერი მოვუყევი. არ გაოცებულა, მითხრა, უკვე დიდი ხანია მეც ვიღაც მირეკავს და შენ გლანძღავს, მაგრამ მეც არაფერი მითქვამს, რომ არ გენერვიულა, მთავარია, მე გენდობი და კარგად გიცნობო. ის ღამე თეთრად გავათენე…
ეს ყველაფერი ლიკას მოვუყევი, გულგრილად მისმენდა და მითხრა, შენი ოჯახი გენდობა, ამქვეყნად კი ბოროტ ადამიანებს რა დალევსო. ერთ საღამოს ზურა სახლში მთვრალი დაბრუნდა, ჩვენს ოთახში შემიყვანა და სახეში ისეთი სილა გამაწნა, თავი ვერ შევიკავე და წავიქეცი. საუკეთესო მსახიობი ყოფილხარ, ახლავე ჩაალაგე ბარგი და ამ სახლში აღარ დაგინახოო. ქმარმა სახლიდან ისე გამაგდო, დღემდე არ ვიცი რა დავაშავე…
აღარ მოვყვები, რა გადავიტანე. იმავე საღამოს დავურეკე ლიკას. იმის მაგივრად, რომ ჩემთან გამოქცეულიყო და გვერდში დამდგომოდა, მითხრა, ახლა დაბადების დღეზე მოვდივარ და ამ დღეებში შემოგივლიო.„ეს დღეები“ კი ძალიან გაიწელა. ლიკა ჩემ სანახავად არ მოსულა.
ლოგინად ჩავვარდი და ვერ ვდგებოდი. პატრონი არავინ მყავდა, მარტო დედამთილი მაკითხავდა. მარიკა რომ არა, ისე მოვკვდებოდი, ვერავინ ვერაფერს გაიგებდა. ერთ დღესაც ჩემმა დედამთილმა დამირეკა და მითხრა, ზურამ შენი ნახვა ამოკრძალა.
განქორწინების საბუთებს აგროვებს. ძალიან ჩქარობს, რადგან დაქორწინებას აპირებსო. და იმ ქალის ვინაობაც მითხრა… წარმოიდგინეთ, ეს ლიკა აღმოჩნდა, ჩემი უახლოესი დაქალი! მან საწადელს მიაღწია, ჩემი ქმარი ხელში ჩაიგდო.
– დარწმუნებული ხართ, რომ იმ ანონიმური ზარების ავტორი ლიკა იყო?
– რა თქმა უნდა. ახლა უკვე დარწმუნებული ვარ, ლიკამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ზურას და მის ოჯახს ჩემზე ათასგვარი სიბინძურე დაეჯერებინა.
უბრალოდ, ზურასი მიკვირს, ასე ადვილად როგორ წამოეგო, არადა აბსოლუტურად„სუფთა“ ვარ. ჩემი ბრალია, ბოლომდე არავის და არასოდეს არ უნდა ენდო…
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია