• მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • პოლიტიკა
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
INew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • პოლიტიკა
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • პოლიტიკა
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„როდესაც ჩემს შესახებ დედამთილმა სიმართლე გაიგო, თვითონაც ბოლომდე შემიძულა და იმდენი გააკეთა ქმარსაც შეაძულა ჩემი თავი..“

by inew
28 November 2022
in საზოგადოება
0
„როდესაც ჩემს შესახებ დედამთილმა სიმართლე გაიგო, თვითონაც ბოლომდე შემიძულა და იმდენი გააკეთა ქმარსაც შეაძულა ჩემი თავი..“
0
SHARES
282
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

თათა ბავშვთა სახლში გაიზარდა. ოთხი წლის იყო, მეზობლებმა დედამისი პოლიციაში რომ დაასმინეს და ქალის დასჯა მოითხოვეს: დროზე მოაშორეთ ამ უზნეოს საბრალო ბავშვი, სანამ არა მარტო მის სულს, ფიზიკურ არსებობასაც საფრთხეს შეუქმნისო…

ქალი თავს მეძაობით ირჩენდა. ისიც კი არ იცოდა, თათა ვისი შვილი იყო და დროზე რომ მიმხვდარიყო ორსულობას, არც გააჩენდა ალბათ პატარას…

მამაკაცები სახლში მიჰყავდა. სვამდა და გალეშილი ორგიებს აწყობდა, რისი მოწმეც პატარა, შეშინებული გოგო იყო. დედა ხშირად სახლიდანაც აგდებდა და მეზობლები რომ ხედავდნენ სადარბაზოში, დახურულ კართან ჩაძინებულს, დედამისს ამიტომაც უჩივლეს.

ბავშვთა სახლში ნამდვილად არ იყო იდეალური პირობები, მაგრამ იქაურობა მაინც სამოთხედ მოეჩვენა და შეიყვარა, რადგან არც არავინ სცემდა, საჭმელიც ჰქონდა და საწოლიც. დედას კარგა ხანს არ გახსენებია და ამას არც დარდობდა. პირიქით, თავადაც ცდილობდა სასტიკი დედის დავიწყებას.

დედა მაშინ მივიდა, თოთხმეტი წელი რომ შეუსრულდა და მისი სახლში წაყვანა მოინდომა: მოვხუცდი, ავად ვარ და პატრონობა მჭირდება. იმიტომ გაგაჩინე, რომ მომხედო და მიპატრონოო…

ქალი მართლაც, მძიმედ იყო დაავადებული და ორმოცი წლის ასაკში ასი წლის დედაბერივით გამოიყურებოდა. რადგან მამაკაცები აღარ ეკარებოდნენ, წამოზრდილი შვილის ჩაგდება უნდოდა მათ ხელში…

არც თათამ გაიკარა და არც სახელმწიფომ ანდო შვილი. ქალი მალე გარდაიცვალა. თექვსმეტი წლის თათა მისი ერთადერთი ჭირისუფალი გახლდათ. ვერ შეძლო და დედის უკანასკნელ გზაზე გაცილებაზე უარი ვერ თქვა…

გოგონამ ინტერნატი წარჩინებით დაამთავრა და პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩააბარა. ძალიან უნდოდა მასწავლებლად დაბრუნებულიყო იმ ბავშვთა სახლში, სადაც თავად გაიზარდა და სხვა პატარებისთვის მიეცა ის სითბო და სიყვარული, ასე რომ სჭირდებოდა მარტო დარჩენილს…

თათას შესახებ წლების წინ დავწერე ერთ-ერთ ჟურნალში. მერე ისე მოხდა, რომ მისი კვალი დავკარგე და აღარ ვიცოდი, როგორ წარიმართა გოგონას ბედი.

რამდენიმე დღის წინ, ქუჩაში ახალგაზრდა ქალმა შემაჩერა და მორიდებით მკითხა: თქვენ ხომ ის ჟურნალისტი ხართ, ჩემზე რომ დაწერეთ და მკითხველისგან გამოგზავნილი უამრავი საჩუქარი მომიტანეთო?

გავიხსენეთ ძველი ამბები, მერე კი ვკითხე: როგორ ხარ-მეთქი? უნიფორმაზე დაიხედა:

– ვერ დავამთავრე ინსტიტუტი… მეორე კურსზე ვიყავი, რომ გავთხოვდი, უფრო სწორად, მომიტაცა მომავალმა ქმარმა. პატრონი მე არ მყავდა, რომ დავეცავი და დარჩენა მომიხდა. დათოს ქალაქში ბინა არ ჰქონდა და იმ ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობდით, დედაჩემისგან რომ მერგო მემკვიდრეობით.

როცა დავფეხმძიმდი, წოლითი რეჟიმი დამჭირდა და სოფელში წავედი. დედამთილი თავიდან კარგად შემხვდა, მაგრამ მერე ვიღაცამ ჩემ შესახებ უამბო: დედამისი ბოზი იყო და თავადაც არ იცოდა, რომელი კაცისგან შეეძინა შვილი. ეს გოგო ბავშვთა სახლში გაიზარდაო…

ბავშვთა სახლში რომ გავიზარდე, იცოდნენ, მაგრამ თავის დროზე სიმართლე ვერ გავამხილე და მოვიტყუე, – დედ-მამა ავარიით დამეღუპა-მეთქი. სიმართლის გარკვევის შემდეგ, დედამთილმაც შემიძულა და ქმარსაც შეაძულა ჩემი თავი.

სამწუხაროდ, ხელი მოწერილი არ გვქონდა და იოლად გამომაგდეს სახლიდან, წლინახევრის შვილთან ერთად. საბედნიეროდ, ბინა მაინც მქონდა, სადაც ღამის გათევა შეიძლებოდა.

ერთი წელიწადი ძალიან გამიჭირდა. სამათხოვროდაც კი გავდიოდი ქუჩაში, ბავშვისთვის საჭმელი რომ მომეტანა.

მერე მეზობელი დამეხმარა. შევეცოდე, რომ დაინახა, დედაჩემისგან განსხვავებით, როგორ ვზრუნავდი შვილზე და ნამუსზე ხელის აღებაც არ მიფიქრია. ჰოდა, მან დასუფთავების სამსახურში მომაწყო და კარგი ანაზღაურება მაქვს.

ექვს საათზე უკვე ქუჩაში ვარ და ცხრაზე სახლში მისვლასაც ვასწრებ, რომ ნუციკო, რომელიც უკვე ხუთი წლისაა და ძალიან ჭკვიანი გოგოა, საბავშვო ბაღში მივიყვანო. როცა შინ არ ვეგულები, ვიცი, ეშინია ბავშვს, მაგრამ არასოდეს ტირის და მოთმინებით მელოდება.

ის ჩემი ერთადერთი იმედი და სიხარულია. ყველაფერს გავაკეთებ, რომ უზრუნველი მომავალი შევუქმნა და არავინ წამოაძახოს, ცუდი დედა გყავდა და შენც უნამუსო იქნებიო… ღვთის წყალობით, მე და ჩემს შვილს გვაქვს ყველაზე მთავარი – ჯანმრთელობა და ამიტომ სხვას აღარ შევაწუხებთ.

სამსახურიც მაქვს და ხელფასსაც არა უშავს. ინსტიტუტშიც მინდა თავი აღვიდგინო და ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ოდესმე მასწავლებელი გავხდები.

– ძალიან ვამაყობ შენით! – გადავეხვიე თათას, რომელმაც უკან დაიხია:

– არ დაგსვაროთ…

– ნეტავ, ყველა შენსავით სუფთა იყოს!..

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

ინგა ჯაყელი ჟურნალი “გზა”

Previous Post

ბევრისთვის დაუჯერებლად ჟღერს, რომ დღეს გვარის გამო შეიძლება, სადმე პრობლემა შეგექმნას, განსაკუთრებით თუ ეს პირად ცხოვრებას ეხება.. მაგრამ ჩემმა დედამთილმა სწორედ გვარის გამო შემიძულა და ქორწილი ჩამიშალა..

Next Post

ეს დედა შვილზე ერთი წლით უფროსია – 24 წლის წინათ გაყინული ემბრიონის წარმოუდგენელი ისტორია

inew

Related Posts

იამაყე, შენი ნამუშევრით: ახალგაზრდა მწერალი საზოგადოებას კარგად ყოფნის წესების საიდუმლოს ასწავლის…
საზოგადოება

11 January 2023
როდესაც მამამ გაიგო, თუ რას ასწავლიდნენ მის 7 წლის გოგონას სკოლაში, კინაღამ სირცხვილით დაიწვა და ლამის ჭკუიდან გადავიდა..

23 December 2022
ერთი შეხედვით ეს პატარა გოგონას ჩვეულებრივი ფოტოა… მაგრამ ამ ფოტოს წყალობით ის ნამვილი ვარსკვლავი გახდა და მილიონობით ადამიანმა გაიცნო

გოგონამ თავისი კივილით ყველა გააღვიძა… მშობლები ბავშვის ოთახისკენ გაიქცნენ, თუმცა ერთი წუთის შემდეგ მათ გონება დაკარგეს…

მამა შვილთან ერთად გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.. ფოტოზე ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ დაწერილმა კომენტარმა კი, ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა..

ახალგაზრდა დედამ მოყვა, თუ რა მეთოდით ზრდიდა შვილს… რამდენიმე საათში მას უკვე 3 მილიონზე მეტი მხარდამჭერი ჰყავდა.. ორიგინალური მიდგომა, რომელიც დიდ ყურადღებას იმსახურებს
საზოგადოება

ახალგაზრდა დედამ მოყვა, თუ რა მეთოდით ზრდიდა შვილს… რამდენიმე საათში მას უკვე 3 მილიონზე მეტი მხარდამჭერი ჰყავდა.. ორიგინალური მიდგომა, რომელიც დიდ ყურადღებას იმსახურებს

23 December 2022
Next Post
ეს დედა შვილზე ერთი წლით უფროსია – 24 წლის წინათ გაყინული ემბრიონის წარმოუდგენელი ისტორია

ეს დედა შვილზე ერთი წლით უფროსია - 24 წლის წინათ გაყინული ემბრიონის წარმოუდგენელი ისტორია

Stay Connected test

  • 121 Followers
  • 67.7k Followers
  • 187k Subscribers
  • 23.7k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

27 October 2022
„შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

5 უძლიერესი ორ სიტყვიანი ლოცვა, რომელიც ძილის წინ აუცილებლად უნდა თქვათ

ქმარმა გაიგო, რომ ცოლი ღალატობდა და მას დაბადების დღეზე შოკისმომგვრელი სიურპრიზი მოუწო

24 November 2022
ნუ გაუწყრებით შვილებს, ნაცვლად ამისა დალოცეთ ისინი, ისე როგორც ილია გვმოძღვრავს: ”მშობლებსა და შვილებს შორის სიმშვიდე არ არის…”

6
პროდუქტები, რომლებიც წონის დაკლებაში მაქსიმალურად დაგეხმარებათ

2
საკვები, რომელიც დიაბეტის დროს ქვენს ორგანიზმს ძალიან დაეხმარება

1
ალუბლის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები, რომლებიც შესაძლოა აქამდე არ გსმენიათ

ალუბლის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები, რომლებიც შესაძლოა აქამდე არ გსმენიათ

0
იამაყე, შენი ნამუშევრით: ახალგაზრდა მწერალი საზოგადოებას კარგად ყოფნის წესების საიდუმლოს ასწავლის…

იამაყე, შენი ნამუშევრით: ახალგაზრდა მწერალი საზოგადოებას კარგად ყოფნის წესების საიდუმლოს ასწავლის…

11 January 2023
როდესაც მამამ გაიგო, თუ რას ასწავლიდნენ მის 7 წლის გოგონას სკოლაში, კინაღამ სირცხვილით დაიწვა და ლამის ჭკუიდან გადავიდა..

როდესაც მამამ გაიგო, თუ რას ასწავლიდნენ მის 7 წლის გოგონას სკოლაში, კინაღამ სირცხვილით დაიწვა და ლამის ჭკუიდან გადავიდა..

23 December 2022
ერთი შეხედვით ეს პატარა გოგონას ჩვეულებრივი ფოტოა… მაგრამ ამ ფოტოს წყალობით ის ნამვილი ვარსკვლავი გახდა და მილიონობით ადამიანმა გაიცნო

ერთი შეხედვით ეს პატარა გოგონას ჩვეულებრივი ფოტოა… მაგრამ ამ ფოტოს წყალობით ის ნამვილი ვარსკვლავი გახდა და მილიონობით ადამიანმა გაიცნო

23 December 2022
გოგონამ თავისი კივილით ყველა გააღვიძა… მშობლები ბავშვის ოთახისკენ გაიქცნენ, თუმცა ერთი წუთის შემდეგ მათ გონება დაკარგეს…

გოგონამ თავისი კივილით ყველა გააღვიძა… მშობლები ბავშვის ოთახისკენ გაიქცნენ, თუმცა ერთი წუთის შემდეგ მათ გონება დაკარგეს…

23 December 2022

Recent News

ADVERTISEMENT

Browse by Category

  • Uncategorised
  • კულინარია
  • მთავარი
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ურთიერთობები
  • ჯანმრთელობა

Recent News

იამაყე, შენი ნამუშევრით: ახალგაზრდა მწერალი საზოგადოებას კარგად ყოფნის წესების საიდუმლოს ასწავლის…

იამაყე, შენი ნამუშევრით: ახალგაზრდა მწერალი საზოგადოებას კარგად ყოფნის წესების საიდუმლოს ასწავლის…

11 January 2023
როდესაც მამამ გაიგო, თუ რას ასწავლიდნენ მის 7 წლის გოგონას სკოლაში, კინაღამ სირცხვილით დაიწვა და ლამის ჭკუიდან გადავიდა..

როდესაც მამამ გაიგო, თუ რას ასწავლიდნენ მის 7 წლის გოგონას სკოლაში, კინაღამ სირცხვილით დაიწვა და ლამის ჭკუიდან გადავიდა..

23 December 2022
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • პოლიტიკა
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2023 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result

© 2023 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Don`t copy text!