ამბობენ, ქალები მოღალატეები არ არიან, მათ ამისკენ ქმრები უბიძგებენო. როგორც ჩანს, ყოველთვის ასე არ არის. ზოგს ძალიან კარგი ქმარი ჰყავს, მაგრამ რქებს მაინც ადგამენ.
ან შეიძლება მე ვცდები და მხოლოდ მე შევხვდი ხარბ და გაუმაძღარ ქალს, რომელიც ფულისა და ქონებისთვის ყველაფერზე წამსვლელი აღმოჩნდა.
მთელი ცხოვრება ვშრომობ. სკოლა რომ დავამთავრე, ბაზარს მივაშურე. ჩემმა თანატოლმა ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დიპლომები დაეჭირათ ხელში.
ოჯახებს ლამის სახლები გააყიდინეს და უნივერსიტეტებში ისე ისწავლეს, ჩემს ოჯახს იმის საშუალება არ ჰქონდა, თბილისში ბინა ექირავებინა. ამიტომ უნივერსიტეტის ნაცვლად ბაზარს მივაშურე.სხვაზე ნაკლებად არ ვსწავლობდი, მაგრამ რეალურად ვაფასებდი ოჯახის მდგომარეობას.
დავიწყე ისე, როგორც უმეტესობა იწყებდა იმ წლებში – ერთ ადგილას ვყიდულობდი და მეორე ადგილას ვყიდდი. ამ საქმეში ნიჭი აღმომაჩნდა, გამოცდილებაც შევიძინე და რამდენიმე წელში ჩემი მაღაზია მქონდა, მერე უკვე – საბითუმო პუნქტი.
ქსელი შევქმენი და საკმაოდ კარგი ბიზნესი ავაწყვე. ერთ დღეს ჩემთან სამუშაოდ მოვიდა ახალგაზრდა ქალი.
მას ქმარი და ორი შვილი ჰყავდა…ერთ საღამოს საქონელი გვიან მივიღე, მერე მის დალაგებას მოვუნდი და შემომაღამდა. ეს ქალიც ჩემ გვერდით იყო. რამდენჯერმე ვუთხარი, სახლში წასულიყო, მაგრამ უარი თქვა.
მოგვშივდა, იქვე პატარა სუფრა გავშალეთ, მე არაყი გავხსენი და… ცოტა არაყი, სიბნელე, სიჩუმე, წინ ლამაზი ქალი და ცდუნებამ მძლია. არც მას გაუწევია წინააღმდეგობა, იმავე ღამეს მითხრა, დიდი ხანია მიყვარხარო…
ვიცი, ნამდვილმა მამაკაცმა სხვის ცოლს რომ არ უნდა შეხედოს. ამიტომ იმ ღამის შემდეგ ვუთხარი, რომ ჩვენ შორის აღარაფერი მოხდებოდა.
რამდენიმე დღეში მოვიდა და მითხრა, ქმრისგან წამოვედიო დავიჯერე, რომ ოჯახი ჩემი სიყვარულის გამო დაანგრია. მისთვის სიყვარული რომ დამემტკიცებინა, სახლი ვუყიდე და მის სახელზე გავაფორმე.
ქორწინების ოფიციალურად დაკანონებაზე არ ფიქრობდა, მეგონა, ჩემთან ქორწინება კი არა, მისთვის მთავარი ჩემი სიყვარულია-მეთქი და ამასობაში საჩუქრებით ვანებივრებდი.
საჩუქრები კი იყო დიდი და ძვირადღირებული – მანქანა, ოქროს სამკაულები, სოფელში მისი სახლის რემონტი, ავეჯი და ა.შ.
ერთ დღეს გამომიცხადა, რომ ყველაფერი დასრულდა.მერე ნათესავი ბიჭები დამახვედრა, რომლებმაც საქმის გარჩევა დამიწყეს, რომ თურმე სხვის ცოლს და სხვისი ბავშვების დედას ვავიწროვებდი.
იძულებული გავხდი, სიმართლე მეღიარებინა, რომ საყვარელმა გამძარცვა და მომატყუა.
როცა ვუთხარი, რომ ყველაფერი უკან უნდა დაებრუნებინა, ისე მიპასუხა, როგორც მეძავმა – ეს ფული ჩემი სხეულით გამოვიმუშავე, შენი არაფერი მმართებსო… ამ ამბავს ვერ ვინელებ! წლები გადის, მაგრამ ვერაფრით ვიმშვიდებ თავს.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია, ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში…
ყურადღება: ფოტო პირობითია