• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Tuesday, March 17, 2026
inew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„საბოლოოდ ჩემს ქმარს შევთავაზე, რომ შვილი სხვა ქალისგან გაეჩინა..“

by inew
2 March 2023
in საზოგადოება
0
„საბოლოოდ ჩემს ქმარს შევთავაზე, რომ შვილი სხვა ქალისგან გაეჩინა..“
0
SHARES
781
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ცოტა ხნის წინ რუბრიკაში“ვწერდით მაკა ნინუას შესახებ, რომელიც სხვის შვილებს საკუთარივით ზრდის. ამ წერილს უშვილობით გატანჯული უამრავი ქალბატონი გამოეხმაურა, – ურთულესი და ხანგრძლივი პროცედურის მიუხედავად, თუ როგორ შეძლო  ერთი კი არა, რამდენიმე ბავშვის შვილად აყვანაო.

მაკას ბავშვების მშობლებისგან აქვს მინიჭებული მეურვის უფლება და, შესაბამისად, იურიდიული პროცედურა, რომელიც მან გაიარა, განსხვავდება შვილად აყვანის პროცედურისგან, რომელიც, მისი თქმით, რთულია.

ბავშვები თავშესაფრებში ოჯახის მოლოდინში იტანჯებიან, ჩვენ კი, დედობას მონატრებულნი, წლობით ველოდებით, როდის მოგვეცემა შესაძლებლობა, შვილი გავზარდოთ. უაზრო რიგებსა და ბიუროკრატიაში იმხელა დრო გადის, რომ ბებიობის ასაკში შეიძლება ვეღირსოთ შვილად აყვანის უფლებას,“- ამბობენ ქალები.

ვიდრე კანონი დილემად ქცეულა უამრავი ქალისთვის და შვილოსნობის მოლოდინში წლები გარბის, გადავწყვიტე, კიდევ ერთი ქალბატონის ამბავი მომეთხრო, რომელიც ასევე დაიტანჯა დედობის რიგში დგომით, მაგრამ გამოსავალი იპოვა და ამბობს, რომ უზომოდ ბედნიერია.

ნათია კ. 41 წლის არის. მისი და მისი მეუღლის ყველა სამედიცინო კვლევა ადასტურებდა, რომ წყვილი ჯანმრთელი იყო, ბავშვი კი არ უჩნდებოდათ.

ნათია კ.: – როდესაც ექიმი გეუბნება, პრობლემა გაქვსო, ცდილობ მის აღმოფხვრას, მაგრამ როდესაც გეუბნებიან, ჯანმრთელი ხარო და შვილი მაინც არ გიჩნდება, არ იცი, რა გააკეთო, რომ დედა გახდე. ჩემს ქმარს ისიც კი შევთავაზე, შვილის გაჩენა სხვა ქალთან სცადე-მეთქი…

ღვთის ნებას მივენდოთო, – მიპასუხა. ჰოდა, მივყევი მეც ღვთის ნებას  და გადავწყვიტე, პროფესია შემეცვალა. გავხსენი  საბავშვო ბაღი.  სხვის შვილებს საკუთარივით ვევლებოდი თავს. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ფინანსურად გაგვიჭირდა და ერთ დღეს იძულებული გავხდი, ბაღი დამეხურა.

დეპრესიაში ჩავვარდი. მეუღლემ შემომთავაზა, – ჩემთან  ცოლ-ქმარი მუშაობს, ძალიან ახალგაზრდები დაქორწინებულან, უკვე სამი შვილი ჰყავთ და უჭირთ ერთდროულად სწავლა, მუშაობა და ბავშვების პატრონობა.

ორი ბაღში დაჰყავთ, საიდანაც გამუდმებით გრიპიანები ბრუნდებიან და დედაც იძულებულია, სამსახური გააცდინოს. იქნებ ამ ბავშვებს შენ მიხედოო. სიამოვნებით დავთანხმდი.

– არ გიფიქრიათ,  ეს ბავშვები რომ დაიზრდებოდნენ,  მშობლებს იოლად შეეძლებოდათ მათი მიხედვა და თქვენ ისევ მარტო დარჩებოდით?

– არაფერზე მიფიქრია, მხოლოდ მინდოდა, რომ შვილები მყოლოდა, თუნდაც დროებით. ხშირად ღამითაც ვიტოვებდი. ჩემი სახლი ბედნიერებისგან გაფერადდა. ჩემს ქმარს შინ დაბრუნება უხაროდა.

– პატარების მშობლები არ ეჭვიანობდნენ?

– რას ამბობთ, ეს ამბავი გუშინ კი არ დაწყებულა. ჩვენი საერთო უფროსი ბიჭი უკვე 14 წლის არის, მომდევნო – 13-ის და გოგონა – 11-ის. მათი მშობლები უცხოეთში სასწავლებლადაც გავუშვით. ბავშვების სრული მოვლა-პატრონობა ჩვენ ვიკისრეთ.

იცით, რა ბედნიერება მომიტანეს მათ? ერთ დღესაც აღმოვაჩინე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. არ მ\ჯეროდა, სანამ ექიმმა რამდენჯერმე არ გამიმეორა, – გილოცავთ, თქვენ დედა გახდებითო.  მხოლოდ მაშინ დავწყნარდი, როდესაც ექოსკოპიის სურათს დავხედე, რომელზეც ჩემი პატარის სხეულის კონტურები ბუნდოვნად ჩანდა.

ახლა ჩემი ანგელოზი  სამი წლის არის. საკუთარი შვილი მყავს, მაგრამ იმ სამ არაჩვეულებრივ ბავშვს არანაირად არ ვასხვავებ პატარა საოცრებისგან, რომელიც სწორედ იმ ონავრების სიყვარულის გამო მომეცა ჯილდოდ.

ამას დაემატა ისიც, რომ ჩვენ არ ვიყავით შვილად აყვანის მსურველთა რეგისტრაციიდან მოხსნილი და 8 წლის შემდეგ შეგვატყობინეს, თქვენი რიგი დადგაო.

გგონიათ, უარი ვთქვით? ჩემმა ქმარმა სიხარულით გამომიცხადა, ჩვენ კიდევ ერთი შვილი გვეყოლებაო. გაოცებული ვუყურებდი და ვერ გამეგო, რას გულისხმობდა, რადგან თავის დროზე, როდესაც მე თვითონ შევთავაზე, შვილი სხვისგან გაეჩინა, უარი მითხრა.

ნუთუ ახლა მოხდა რამე-მეთქი, ვფიქრობდი და ხმას ვერ ვიღებდი. მიმიხვდა და მითხრა, – მიტოვებული ბავშვის შვილად აყვანის ჩვენი რიგი მოვიდა, უკვე განვაცხადე, რომ ბავშვს წამოვიყვანთო… ახლა ორი საკუთარი გოგონა და სამიც სხვებთან საერთო შვილები გვყავს.

ჩემი ამბით იმის თქმა მინდა, რომ თუ კანონი არ გაძლევს საშუალებას, შეგიძლია დედა ამის გარეშეც გახდე.

დაფიქრდით, ქალებო, ნუთუ თქვენს სამეზობლოში არ გეგულებათ ისეთი ოჯახები, რომლებსაც გააბედნიერებთ, თუ ბავშვების მოვლაში დაეხმარებით? გაიღეთ მათთვის ის, რასაც საკუთარ შვილებს გაუკეთებდით და საოცარ შედეგს მიღებთ.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

სოფო გამრეკელი, კვირის პალიტრა

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

„პირველ ჩხუბს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე. ჩემი ქმარი ყვირილს აღარ სჯერდებოდა.. თუმცა მამაჩემმა არაფერი გააკეთა და მოძალადის გვერდით დამტოვა..“

Next Post

„ქმარმა ღალატი მაპატია, მაგრამ თავი მძულს, რომ ასეთ კეთილშობილ ადამიანს ამხელა ტკივილი მივაყენე..“

Next Post
„ქმარმა ღალატი მაპატია, მაგრამ თავი მძულს,  რომ ასეთ კეთილშობილ ადამიანს ამხელა ტკივილი მივაყენე..“

„ქმარმა ღალატი მაპატია, მაგრამ თავი მძულს, რომ ასეთ კეთილშობილ ადამიანს ამხელა ტკივილი მივაყენე..“

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

S ქართული საიტების კატალოგი Saitebi.Space
ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.