• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Friday, May 23, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საკვების გადაცდენა, თუ მკვლელობა – ცნობილი ხდება დიდ დიღომში დატრიალებული ტრაგედიის ახალი დეტალები

by inew
19 March 2023
in საზოგადოება
0
საკვების გადაცდენა, თუ მკვლელობა – ცნობილი ხდება დიდ დიღომში დატრიალებული ტრაგედიის ახალი დეტალები
0
SHARES
17.2k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
რემონტის შემდგომი დალაგება

საკვებით გამოწვეული ასფიქსია თუ ძალადობა – რა გახდა რეალურად  დიდ დიღომში 12 წლის ბავშვის სიკვდილის მიზეზი? ახლა ყველა ექსპერტიზის საბოლოო დასკვნას ელოდება, რომელმაც გამოძიებას შესაძლოა მიმართლება საერთოდ შეუცვალოს.

12 წლის ანა იანუ-შაიტიტეს ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის 109-ე  მუხლით დაიწყო, თუმცა საგამოძიებო უწყება ახლა კიდევ ერთ ვერსიაზე მუშაობს – სასუნთქ გზებში საკვების გადაცდენით გამოწვეულ ასფიქსია.

მეზობელთა ნაწილი ეთანხმება ვარაუდს, რომ გოგონას შესაძლოა ქუჩაში ჩამისას საკვები გადაცდა და სწორედ ეს გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი. მეორე ნაწილითვის კი ეს არადამაჯერებელია და შესაბამისი არგუმენტებიც აქვთ.

მოზარდის ცხედარი 5 საათიანი ძებნის შემდეგ, სახლთან ახლოს ბუჩქებში იპოვეს. მეზობლები თავდპირველად მკვლელობის შესაძლო ვერსიაზე საუბრობდნენ, თუმცა ახლა ამბობენ, რომ შესაძლოა გოგონას გარდაცვალება ყელში მშრალი საკვების გადაცდენამ გამოიწვია.

გარდა ამისა, ჯერჯერობით უცნობია იპოვეს თუ არა ბავშვის ტელეფონი, რომელზეც ადგილობრივები ამბობდნენ, რომ დაკარგული იყო. ასევე ჩნდება კითხვაა, რატომ წამოვიდა გოგონა ამ გზით და რატომ არ უხმო ვინმეს დასახმარებლად.

ადგილობრივებს ვერსია აქვთ, რომ გოგონამ მაღაზიაში ჩიპსები იყიდა, ხოლო ჭამით ზუსტად ამ გზაზე გამოიარა. მას ყელში საკვები მოულოდნელად გადასცდა და გულის ასარევად ბუქებში გაიქცა.

სიმართლის დადგენას ისიც ართულებს, რომ გოგონა მარტო იყო და შემთხვევას თვითმხილველები არ ჰყავს.

ანას ნათესავმა ის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ნახა და უცნობია ჰქონდა თუ არა კიდევ ვინმესთან ბავშვს კომუნიკაცია მათი დაშორების შემდეგ.

სამართალდამცველებმა ახლომდებარე ტერიტორიიდან ამოიღეს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, აიღეს ნიმუშები და დაწყებულია მოწმეების გამოკითხვა.

პოლიცია გოგონას მარშუტსა და ყველა სხვა დეტალს სწავლობს, რათა გარდაცვალების რეალური მიზეზი გაირკვეს.

„ძალინ რთულია წინასწარ რამეზე საუბარი, მაგრამ ყველა სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობს. ზოგი ამბობს, რომ ძალადობის კვალი არ ეტყობოდა და ყელზე სიწითლე სავარაუდოდ იმის ბრალი უნდა იყოს, რომ ხელს თავად იკიდებდა, რადგან რაღაც გადასცდა და იხრჩობოდა.

ამბობენ, რომ მაღაზიაში ჩიპსები უყიდია, შესაძლოა ყელშიც გადასცდა. ყველაფერი დასაშვებია.

„ბავშვი გაგუდულიაო – ექიმები ამბობდნენ. შესაძლოა ამ მოფარებულ ადაგილას იმიტომ აღმოჩნდა, რომ გულის არევასა ცდილობდა. იფიქრა არავინ დამინახოსო.

არ ვიცით, არც ძალადობა არაა გამორიცხული, მაგრამ ალბათ ყველაფერს გამოძიება და ექსპერტიზის პასუხი დაადგენს“, – ამბობს ერთ-ერთი მეზობელი „რეზონანსთან“.

კიდევ ერთი მეზობელი ამბობს, რომ გოგონაზე ძალადობა ასეთ დასახლებულ უბანში ისე, რომ ვერავის შეემჩნია, გამორიცხულია. მათი აზრით, ბავშვი უბრალოდ საკვები გადაცდა და დაიხრჩო.

„აქ არაა ისეთი უბანი, რომ რაღაცა მოხდეს და ვერავინ გაიგოს. სულ განათებულია გარშემო და ვიღაცა რაღაცას მაინც დაინახავდა. ალბათ პოლიცია ბავშვის გადაადგილების მარშუტით ბევრ რამეს გაიგებს.

ასევე მისი ტელეფონით არ ვიცით იპოვეს თუ არა. სად მოძრაობდა და როგორ – მაგასაც დიდი  მნიშვნელობა აქვს. ბავშვი თუ იქ მიიყვანეს მერე, ეს მოძრაობა ხომ სადღაცას უნდა გამოჩნდეს.

აქ სულ კამერებია და ასე ჰაერიდან ხომ არავინ მოფრინდებოდა. ძალიან ბუნდოვანია ბევრი რამ, რაშიც გამოძიებამ სიცხადე უნდა შეიტანოს“, – ამბობს კიდევ ერთი მეზობელი „რეზონანსთან“.

საკვების გადაცდენით გამოწვეული ასფიქსიით გარდაცვალების ვერსიას გამორიცხავენ საქმის ოქროს მოწმეები.

საუბარია ადამიანებზე, ვინც გვიან ღამით 12 წლის მოზარდის ცხედარი მიტოვებულ სკვერში პოლიციაზე ადრე იპოვეს. ადგილობრივები მედიასთან ამბობენ, რომ მოზარდის  ცხედარს ძალადობის კვალი აღენიშნებოდა.

„კორპუსებს მიმდებარედ არის ეს ტერიტორია. არ არის განათება. სამწუხაროდ, არც კამერები შემიმჩნევია. მე ვფიქრობ, რომ დამოუკიდებლად ბავშვი იქ არ მივიდოდა.

‘ბავშვს აღენიშნებოდა გარკვეული დაზიანებები და, შესაძლოა, ძალადობის კვალიც. ტანისამოსზეც გავრცელდა ინფორმაცია, რომ იყო გარკვეულწილად შელახული.

„ჩვენ გვყავს შვილები, ბევრი ბავშვი ცხოვრობს აქ და ყველას გვაქვს ერთიანი განცდა, რომ ჩვენი შვილები არიან დაუცველები. ამიტომ აუცილებელია საზოგადოებამაც და ოჯახმა მითუმეტეს, ზუსტი ინფორმცაი იცოდეს, თუ რა გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი.

„თუ მან თავი ცუდად იგრძნო, რატომ ისევ ან მაღაზიისკენ არ გაიქცა, ან ვინმეს დახმარება არ სთოხვა?! ასე ცუდად გახდა და ამ მიყრუეებულ ტერტორიაზე, სადაც სიბნელეა, იქ გაიქცა?! ცოტა არალოგგიკურია“, – ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

„დიღომში, საღამოს 9 საათზე ავადმყოფი ამეკიდა.. ძალიან გულისმარევი კაცი ზოლიანი მაისურით”- სავარაუდო მოძალადე დიღომში

Next Post

ახალ ავტობუსში ჩემს წინ ორი მოზარდი იჯდა, თითქმის 20 წუთი ვაკვირდებოდი მათ საქციელს… შოკირებული ვარ, ნუთუ ასეთი რამ ნორმალურია

Next Post
ახალ ავტობუსში ჩემს წინ ორი მოზარდი იჯდა, თითქმის 20 წუთი ვაკვირდებოდი მათ საქციელს… შოკირებული ვარ, ნუთუ ასეთი რამ ნორმალურია

ახალ ავტობუსში ჩემს წინ ორი მოზარდი იჯდა, თითქმის 20 წუთი ვაკვირდებოდი მათ საქციელს... შოკირებული ვარ, ნუთუ ასეთი რამ ნორმალურია

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In