სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა, საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
ისე მოხდა, რომ საღამოს ტაქსით წამოვედი. სახლს რომ მივუახლოვდი, ჯიბეები მოვიქექე და აღმოვაჩინე, რომ ფული ძალიან ცოტა მქონდა.
ამასობაში გამოჩნდა ჩემი კორპუსი, 14 სართულიანი…
ვფიქრობ, რა იქნება, ეხლა უცბად რომ გადმოვხტე მანქანიდან,შევვარდე კორპუსში და მეძებოს მერე 14 სართულზე 6 ლარის გამო…
ასეც მოვიქეცი: უცბად გამოვგლიჯე კარი, გავვარდი, წამოვკარი ქვას ფეხი, დავენარცხე ასფალტზე, სასწრაფოდ წამოვვარდი და კიბეს ვეცი.
ამისრიალდა ფეხი, გადავეფინე მოაჯირზე და ჩამოვიხიე შარვალი. ავეთრიე ისევ სასწრაფოდ, ვეცი კარს,დავცხე თავი და ნაპერწკლები გადმომცვივდა თვალებიდან.
მოვიხედე უკან, აბა მძღოლი რას აკეთებს, ხომ არ მომდევს-მეთქი. რას ვხედავ: მძღოლი ისევ მანქანაში ზის და პირდაღებული, ერთ ადგილზე გაყინული მიყურებს..
ალბათ შოკშია უფულოდ რომ დავუსხლტი-მეთქი, გავიფიქრე და….
უცბად გამახსენდა, რომ ფული ტაქსში ჩაჯდომისთანავე გადავუხადე”
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია