სასმელი, რომელიც PH დონეს არეგულირებს და ნაადრევ დაბერებას აფერხებს

ძალიან სასარგებლო რეცეპტი ჯანმრთელობის და კარგი განწყობის გასაუმჯობესებლად. ჩვენ მუდმივად თავისუფალი რადიკალების, სტრესის, უძილობის, მავნე ჩვევების გავლენას განვიცდით.

ანტიოქსიდანტური სასმელის ინგრედიენტების სარგებელი:

მოცვი:

  • C ვიტამინის მაღალი შემცველობა;
  • ნატურალური ანტისეპტიკი, ამცირებს შარდის ინფექციებს;
  • უჯრედების რეგენერაციის პროცესში მონაწილეობს;
  • რკინის ათვისებას ხელს უწყობს;
  • ძლიერ სიმსივნის საწინააღმდეგო ანტიოქსიდანტს შეიცავს.

თუთა:

  • მდიდარია E ვიტამინით, C ვიტამინით, ფლავონოიდებით, რკინით და ფოსფორით.
  • მდიდარია ანტოციანებით, რომლებიც ჩვენ თავისუფალი რადიკალებისგან გვიცავს.
  • კოლაგენის წარმოქმნას ხელს უწყობს.
  • იმუნიტეტს აძლიერებს
  • ათეროსკლეროზის რისკს ამცირებს
  • პირის ღრუს დაავადებას აფერხებს
  • კარდიოპროტექტული თვისებები აქვს
  • ცხიმების ცვლას არეგულირებს
  • კარგი ქოლესტერინის დონეს ზრდის
  • ანტისიმსივნური ეფექტი აქვს

სტაფილო:

  • მდიდარია ბეტა-კაროტინით (A პროვიტამინით)
  • ქოლესტერინის დონეს არეგულირებს
  • კანი ნაადრევ დაბერებას აფერხებს
  • თვალს იცავს
  • ერითროციტების რაოდენობას ზრდის

კიტრი:

  • იდეალურია წონაში დასაკლებად
  • ბოჭკოების საუკეთესო წყაროა
  • კუჭის და ნაწლავების ლორწოვან გარსს იცავს
  • შარდმდენი და ტკივილგამაყუჩებელი

ჭარხალი:

  • მდიდარია უჯრედისით, რკინით, იოდით, ასევე ფოლიუმის მჟავით
  • საფაღარათო ეფექტი უჯრედის მაღალი დონით არის განპირობებული
  • იმუნურ სისტემას აძლიერებს, ასევე მავნე ქოლესტერინის დონეს ამცირებს

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა მოცვი
  • 1 ჭიქა თუთა
  • 1/6 ჭარხალი
  • ½ სტაფილო
  • ½ კიტრი ან ვაშლი

მომზადება:

ინგრედიენტები ბლენდერში მოათავსეთ, წყალი ან სეზამის რძე (დაახლოებით 150-200 მლ) დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააქუცმაცეთ.

ამ სასმელში შეგიძლიათ დაამატოთ: თაფლი, ბანანი, დარიჩინი, ვანილი, მუსკატის კაკალი და ა.შ.

შეგიძლიათ მაცივარში 24 საათით შეინახოთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ვიტამინები იკარგება.. სჯობს იმწამსვე მიიღოთ.

You may also like...

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *